„შეთანხმება ბოლომდე უნდა მივიდეს ფორმალურიც და არაფორმალურიც“ – იაგო ხვიჩია

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე მივიდეს და ერთმანეთს არ ვიწერთ წინასაარჩევნოდ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი განმარტებით ადამიანები ვის გამოშვებასაც ოპოზიცია ციხიდან ითხოვს პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ იყო საუბარი კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე, რაც უნდა აიხსნას პოლიტიკური კომპრომისით.

„პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო არაფორმალური შეთანხმება, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ შედგა, რადგან მთავრობა არ აღიარებს პოლიტპატიმრებს არსებობას, თუმცა როგორც ჩემთვისაა ცნობილი კონკრეტული ადამიანები რომლებსაც ხელისუფლება თვლის რომ არ არიან პოლიტიკური მოტივით დაკავებულები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, როგორც პოლიტიკური კომპრომისის მეთოდით და ახსნასაც  ზუსტად ამ მოტივით მოუძებნის ხელისუფლება.“ – განცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციზე.

იაგო ხვიჩია საუბრობს კონკრეტულად 4 ადამიანზე და ამ ეტაპზე გლობალურ მასშტაბებზე ოპოზიცია აქცენტს არ აკეთებს, ხვიჩია თვლის, რომ ქვეყანაში საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემაა შესაცვლელი.

მსგავსი თემები