“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა” – არჩილ თალაკვაძე

“პარტიებს შორის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა – პარლამენტი მუშაობს და “ქართული ოცნება” ასრულებს თავის პირობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია 1 თვის ვადაში საჯარო განხილვას უზრუნველყოფს და შემდეგ დაიწყება პაკეტის განხილვა პარლამენტში.

“გეგმის თანახმად, საგაზაფხულოს სესიის ბოლომდე ცვლილებები მიღებული იქნება.  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი შეიცვალოს და ის სატელევიზიო ან ვიდეოპლატფორმის გამოყენებით ჩატარდეს, თუმცა პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად მოხდება. ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი თემები