უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით – პიტერ სიიარტო

,,უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით,”– ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს თქმით,  დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული და კულტურული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით ნატოსა და რუსეთთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, უნგრეთს არ დაუჭერია მხარი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან უნგრელი კანონმდებლები უკმაყოფილო არიან ამ ქვეყნების კომენტარებით უნგრეთის საშინაო საქმეებზე.

„იცით, როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მსგავსი თემები