“კორონავირუსის” გავრცელების გამო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კომუნიკაციის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

“ახალი კორონავირუსის” გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუშაობის განსახვავბულ რეჟიმზე გადადის. “იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისებს ყოველდღიურად მრავალი ადვოკატი, მოქალაქე თუ დაინტერესებული პირი აკითხავს, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის და რეგიონული ოფისები დროებით კომუნიკაციის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.”მიუხედავად ამისა, ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აპარატის მენეჯმენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოებს მივმართავთ თხოვნით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადვოკატებისა და მხარეების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად გადაიდოს სასამართლოს ზეპირი მოსმენები იმ საქმეებზე, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური/შემჭიდროვებული საპროცესო ვადები.ყველას გისურვებთ…

მეტი...

„საფრთხე რეალურია, გავრცელების რისკი გაიზარდა, უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვირუსი გაავრცელა“ – მირიან წიკლაური „კორონავირუსზე“(ვიდეო)

„შემოაღწია კორონავირუსმა ჩვენთან, თუ თავიდან ხდებოდა ლოკალიზება დღეს უკვე გავრცელების საფრთხე გაიზარდა, რადგან შემოაღწიეს პირებმა ვინც დამალეს და დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. მირიან წიკლაური გაზრდილ რისკებზე საუბრობს და თვლის, რომ ადამიანებმა ვინც ინფექცია დამალეს დანაშაული ჩაიდინეს. მისვე აზრით შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია ვირუსის მაღალი გადადების უნარიანობიდან გამომდინარე. „საფრთხე რეალურია, გავრცელების რისკი გაიზარდა, უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვირუსი გაავრცელა და უპასუხისმგებლოდ მოიქცა.  ღმერთმა იცის ეს რა შედეგებს მოგვიტანს, ვერ გეტყვით, რომ ეს ვირუსი სიკვდლიანობის მაღალი მაჩვენებლით…

მეტი...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ აპრილამდე აჩერებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„ფილტვები სუფთაა…. დრო კი საშინლად იწელებოდა“ – პაციენტი კარანტინიდან თვითიზოლაციაში  

ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც „კორონავირუსის“ საფრთხის გამო კარანტინში აღმოჩნდა, ემოციურ წერისლ აქვეყნებს. წერილს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ფილტვები სუფთაა- ეს იყო პირველი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანი, დამაიმედებელიც, მაგრამ არასაკმარისი. შემდეგ სისხლის კვლევა, ასევე კარგი პასუხით. მთავარი მაინც წინ იყო – ლუგარის ლაბორატორიის შედეგი. ეს პასუხი კი ღამის 1-2 საათამდე შუალედში უნდა მოსულიყო.  დრო კი საშინლად იწელებოდა, ისევ ფეისბუქის ვიდეოზარებმა და რამდენიმე მეგობართან მესიჯობამ გადამატანინა. ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლა. მშვიდად მომისმინეს, მერე ასევე მშვიდად გადაწყვიტეს რა გაეკეთებინათ და როგორ. ამ საგიჟეთში და ისტერიკაში რაც გარეთ ხდება…

მეტი...

„ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება დისკრიმინაციული იქნება სხვა პატიმრებისთვის, რას ვეუბნებით სხვებს“ – მირიან წიკლაური

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ პოლიტპატიმრების გამოშვება დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ მოტივებთან, რაც დისკრიმინაციული იქნება, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ იყო თუ არა მოლაპარაკება“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა განცხადა. წიკლაური ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი პირების გათავისუფლებას უსამართლოდ თვლის და აცხადებს, რომ ციხეში არიან ამჟამად ისეთი ადამიანები, ვისაც ე.წ პოლიტპატიმრებზე ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი. ის თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯზე კომპრომისი პოლიტიკური მოტივით იქნება განპირობებული. „მოტივი ამათი გამოშვების იქნება ყველა შემთხვევაში პოლიტიკური, ე.წ პოლიტპატიმრების გამოშვება დისკრიმინაციული იქნება სხვა პატიმრებისთვის, რას ვეუბნებით სხვებს.…

მეტი...

„პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ “კორონავირუსს” არ დავამარცხებთ“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში „კორონავირუსის“ საპრევენციო ღონისძიებები მანამ გაგრძელდება, სანამ პრობლემა და არსებული რისკი ბოლომდე არ აღმოიფხვრება. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს. „უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს “კორონავირუსი” ჰქვია. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს,…

მეტი...

იამაიკაზე “ახალი კორონავირუსის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იამაიკაზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება იამაიკის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. პაციენტი იამაიკელი ქალია, რომელიც ბრიტანეთში იმყოფებოდა და 4 მარტს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იყო. იამაიაკამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ფრენებზე შეზღუდვა რვა ქვეყანასთან დააწესა: ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი, სინგაპური, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

მეტი...

„ეს არის ყველაზე უფრო ცუდი ვარიანტი, რაც კი შეიძლება მიგვეღო“ – მირიან წიკლაური საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ

„დიდი რეგიონები ვერ იქნება მათი ხმა დაფიქსირებული ვისი ხმაც უნდა ისმოდეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართულ პოლიტიკაში“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მირიან წიკლაური თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემის დასუსტება ნეგატიურად აისახება ხალხის ინტერესზე. მისი აზრით ხალხიდან წამოსული ლიდერების პარლამენტში მოხვედრის შანსები მცირდება. „ვეღარ გაისიმება სწორედ იმათი ხმა ვისი ხმაც უნდა ისმოდეს პარლამენტში, ჩვენი საზღვრისპირა რეგიონები, რომელტა ინტერესებიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში, ამის ნაცვლად ძალიან მცირე ხმა შეიძლება არსებობდეს ამ კატეგორიის პარლამენტში. ოლქები ვეღარ უზრუნველყოფენ ხალხის ინტერესები წარმოაჩინონ“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ…

მეტი...

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი დახურულ სივრცეში და რა მანძილზეა გადამდები

“კორონავირუსი დახურულ კონდიცირებად სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება” – აღნიშნული დასკვნის საფუძველს ჩინელი ეპიდემიოლოგების კვლევა იძლევა. ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც ჩინეთში სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა. ავტობუსში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. შედეგად შვიდი ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის წყვილი, რომელიც მისგან 4.5 მეტრის მოშორებით იჯდა. გარდა ამისა, ვირუსი გადაედო ავტობუსის შემდეგი რეისის მგზავრს, რომელიც ავტობუსში პირველი რეისის მგზავრების ჩამოსვლიდან 30 წუთში ავიდა. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია რამდენიმე dღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს…

მეტი...

სავარაუდოდ, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდება

“მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით ზუსტი გადაწყვეტილების შესახებ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლები 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. შეგახსენებთ, რომ რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება,…

მეტი...

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო ყველა შეხვედრა გააუქმა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ „როიტერი“ ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

მეტი...

ხონში, სოფელ დედალაურში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძარია. ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე მაშველია მობილიზებული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა ჯერ დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია. ადგილზე ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფება, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს.

მეტი...

მთავრობა და საბანკო სექტორი ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ერთიანდება

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ. აღნიშული შეთანხმება  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა. შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია. აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას. გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს…

მეტი...

ევროპაში, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებს “კორონავირუსი” დაუდგინდათ

ესპანელ პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა. დეპუტატმა ხავიერ ორტეგა სმიტმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. არსებული ცნობით, პოლიტიკოსს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრამდე ჰქონდა. პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა იმიტომ არ გააუქმეს, რომ ესპანეთის ხელისუფლებას რაიმე სახის აკრძალვა არ დაუწესებია. ხავიერ ორტეგა სმიტი პირველი ესპანელი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ინფიცირების მიუხედავად ის სახლიდან იმუშავებს. ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 236 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 31 ადამიანი. განკურნება ამ დრომდე კი, 30-მა პაციენტმა შეძლო. დიდი ბრიტანეთის…

მეტი...

„გეფას“ დირექტორი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ბოდიშს იხდის

გეფას დირექტორი თანამშრომლებს წერილს უგზავნის, რომელშიც ის იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას „წინდაუხედაობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას. „გეფას“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა. ამასთან, ის „გეფას“ თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება, მათ შორის უხსნის, რომ აეროპორტში საბაჟო-კონტროლის გავლისას სიცხის დამწევი მედიკამენტი მიღებული არ ჰქონია. „მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი. მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით…

მეტი...

მთავრობა კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ „აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას“ – ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა  და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა. შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია. როგორც მთავრობაში აცხადებენ, გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. დაინფიცირებული 12 წლის მოზარდია, ცერცვაძის განცხადებით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდათ. კორონავირუსის ინფექცია გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის 4 წევრსაც. ხუთივე მათგანი იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელთა ტესტმაც ვირუსზე დადებითი პასუხი დღეს აჩვენა. ბავშვის დაინფიცირება, საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ერთად იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება. ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ…

მეტი...