ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული შვიდივე პაციენტის პასუხი უარყოფითია.

როგორც საავადმყოფოს ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ხუთ პაციენტს აუღეს ანალიზები და კვლევისთვის გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. მათი პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.

ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდგინდა.

მსგავსი თემები