„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში იმყოფება

“მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მელაძის თქმით, ჟურნალისტს, რომელიც კარანტინში გადავიდა, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

“ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან. სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)

გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში”, – წერს მელაძე.

საუბარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის ოჯახზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი თემები