წალენჯიხაში, ქალაქის მიმდებარედ ტყე იწვის (ვიდეო)

  •  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ტყის მასივი იწვის. ცეცხლი, დაახლოებით, 200-300 მეტრის სიახლოვესაა დასახლებული პუნქტიდან.

რთული რელიეფური პირობების გამო, სახანძრო მანქანებს მუშაობა უჭირთ. ძლიერმა ქარმა ცეცხლის ახალი კერებიც გააჩინა.

როგორც “მედიაცენტრი მთავარისთვის” გახდა ცნობილი, ქალაქში ელექტროენერგია გამოირთო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ანძასაც მოედო.

50 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივი მცხოვრებლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან არიან ჩართული.

მსგავსი თემები