სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა

  •  

არეულობა თურქეთში – სტამბოლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაცია პოლიციამ დაშალა.

ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ასეულობით ქალის წინააღმდეგ თურქმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სტამბოლში ქალთა დღის აღნიშვნის ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე აქტივისტზე გასცეს, თუმცა დემონსტრანტებს ისტიკ-ლალის ქუჩაზე შეკრების ნებართვა არ ჰქონიათ, ამიტომ მსვლელობა არასანქცირებულად ჩაითვალა.

ძალადობრივი დაპირისპირებით დასრულდა ქალთა მარში მექსიკაშიც.

მსგავსი თემები