გორის საკარანტინო სივრცეში 22 პაციენტს აკვირდებიან

  •  

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ამ დროისთვის 22 სუბიექტს აკვირდებიან. მათ შორის არის 4 სამხედრო მოსამსახურე, 2 ბულგარეთის და 1 ირანის მოქალაქე.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, 4-მა პაციენტმა კარანტინი უკვე დატოვა, ხოლო 5 ახალი პაციენტი დაემატა. ხუთივე უკვე გამოკვლეულია და ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.

ამ დრომდე, გორში ვირუსის დადასტურების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები