“საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას ბევრი მოქალაქე თავს არიდებს და პერსონალს მათ დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება” – თამარ გაბუნია

  •  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბევრი მოქალაქე თავს არიდებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას და პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება მათ დასაყოლიებლად.

თამარ გაბუნია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ როგორც თვითიზოლაციის, ისე საკარანტინო სივრცეებში განთავსების კუთხით.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მომზადება იტალიაში მყოფი მოქალაქეთა ჯგუფის გადმოსაყვანად, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები მათ განსათავსებლად. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა ეს პირი საჭიროებს მეთვალყურეობას, იზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში განთავსებას.

მსგავსი თემები