“პანდემიის საფრთხე რეალური გახდა, თუმცა მისი გაკონტროლება შესაძლებელია” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუს „კოვიდ 19“-ის პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ​განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის შესაკავებლად ძალისხმევა არ შეჩერდეს.

„პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ქვედა ზღვარი არის, რომ ჩვენ არ ვართ ვირუსის ხელში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსმა მთავრობებს მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ყურადღება გაამახვილონ როგორც შეკავებაზე, ასევე დაკლებაზე.

მსგავსი თემები