„ დღეს მოქმედი კანონმდებლობა იმ პირთა მიმართ ვინც მალავს დაავადებას პატიმრობასაც ითვალისწინებს“ – ამირან გიგუაშვილი (ვიდეო)

  •  

„მნიშვნელოვანია ისეთი რეგულირების შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება მათ მიმართ ვინც მალავს დაინფიცირების შემთხვევას და იქცევა უპასუხისმგებლოდ, თუმცა დღევანდელი მოქმედი კანონი შეიძლება აუსრულებელი დარჩეს“ – ამის შესახებ იურისტმა, სისხლის სამართლის ადვოკატმა ამირან გიგუაშილმა „მედიაცენტრ „მთავარის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიგუაშვილი განმარტავს დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ინფექციასთან გაუფრთხილებელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში ადეკვატურად არ ჩაითვლება.

„დღეს არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში 132- ე  მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საფრთხის შემოტანასთან დაკავშირებით შიდა პატიმრობასაც, დაინფიცირების შემთხვევაში არის ორ წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ორი ან მეტი პირის მიმართ დაინფიცირება და გაუფრთხილებლობა,2 დან 5 წლამდე საპატიმრო სანქციასაც ითვალისწინებს.

მაგრამ როცა სახეზე შეიძლება გვქონდეს ამ კანონის დარღვევა ასამდე ადამიანის მხრიდან ეს კანონი აუსრულებელი დარჩება, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გაითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს და გამოყენებული იქნება იმ ადამიანების მიმართ რომლებიც მალავენ დაავადებას და აინფიცირებს სხვა ადამიანებსაც.“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები