“ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, გამყრელიძის თქმით, რაოდენობა მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.

მისივე განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.

მსგავსი თემები