გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

  •  

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი თემები