გიორგი გახარია – “საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირების და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.

„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა,” – აცხადებს გახარია.

ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები