ამერიკელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინეს

  •  

ამერიკელი მღვდელი, რომელიც ვაშინგტონში მსახურობს, რესპირატორული ვირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ინდეფენდენთის” ინფორმაციით, ჯორჯტაუნის ხელისუფლება ყველას, ვინც ეკლესიას 28 თებერვლიდან 3 მარტამდე სტუმრობდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. 

ეკლესიაში მღვდელმსახურება შეწყვეტილია. ინფიცირებულმა მღვდელმა წერილი გაავრცელა:

“პირველ რიგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები. არაჩვეულებრივად მივლიან და თავს მხნედ ვგრძნობ. კარანტინში მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვიქნები”.

მსგავსი თემები