ნატო-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

  •  

“ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა” -ამის შესახებ  ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირი, რომლის ანალიზიც ვირუსზე დადებითი იყო, იტალიიდან ბრიუსელში გასულ კვირას დაბრუნდა.

„პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ინფორმაცია კოლეგებს ეცნობათ. გასული კვირის ბოლოდან ისინი სახლიდან მუშაობენ და ასე განაგრძობენ. ნატო-ს შტაბბინის თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან. ნატო განაგრძობს დაკვირვებას მდგომარეობაზე და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს აუცილებელ ზომებს“- წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები