ოპოზიცია აქციებს წყვეტს

  •  

„დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი, გვესმის რა მოგვიწევს ხომ?!”- ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით ოპოზიცია აქციებს წყვეტს და დაპირების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.

„თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები