იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

“სიენენის” ინფორმაციით, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ლომბარდიაში 212 შემთხვევა ფიქსირდება, ვენეტოს რეგიონში – 38, ემილია-რომანიაში – 23. გარდა ამისა, სამი შემთხვევა გამოვლინდა პიემონტში, სამი – ლაციოში, ორი – ტოსკანაში და ერთი – სიცილიაში. ამასთან, ვირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

მეტი...

„თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ“- სალომე ზურაბიშვილმა ჯარისკაცებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა. “25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო. ომი გაგრძელდა…

მეტი...

„ზაზა სარალიძეს შვილს ვერც ერთი სასამართლო გაუცოცხლებს, განაჩენი სამართლიანია” – დაცვის მხარე

ზაზა სარალიძის დაცვის მხარე მიხეილ კალანდიას ოჯახს სააპელაციო, უზენაესი და ევროპის სასამართლოსკენ მიუთითებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, სამართლიანია. „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. ალეკო ცქიტიშვილი თვლის, რომ სასამართლო თავიდანვე სწორ კვალს დაადგა, როცა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება. „შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და მოსალოდნელი. სასმართლომ თავიდანვე მიანიშნა, რომ იყო ჯგუფური დანაშაულის ნიშნები და კიდევ ერთი პირი იყო დასაკავებელი. დაკავებულის მხარეს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციებში, ზაზა სარალიძეს შვილს ვერცერთი სასამართლო გაუცოცხლებს. მესმის მათი ემოცია,…

მეტი...

The Washington Times გიორგი გახარიას სტატიას აქვეყნებს – საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით. „ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატო-ს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან.…

მეტი...

„33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში, 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში,“-ლიკუნა ლობჟანიძე

ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლიკუნა ლობჟანიძე იმ ვითარებაზე ყვება, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთშია. „33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში. 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში, მხოლოდ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს ამარაგებენ. სახლთან სამხედრო სამედიცინო პერსონალი დგას, არ უშვებენ შიგნით და გარეთ არავის სპეციალური ნებართვის გარეშე.“-წერს ლიკუნა ლობჟანიძე, მისივე თქმით ჩინეთში უცხოელებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან. „საჭმელი კურიერს მოაქვს. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან უცხოელების მიმართ. გვირეკავს პოლიცია, გვეკითხება რამე პრობლემა ხო არ გვაქვს ვიზაზე, ხელფასის გადახდაზე ა.შ. არ შექმნილა არაფრის დეფიციტი პირბედეების გარდა, რაც უკვე აღმოფხვრილია. ინტერნეტის თანხები უკან…

მეტი...

გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება

მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმები ორმაგდება, როგორც კანონპროექტის ავტორები, დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე განმარტავენ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. “ფაქტია, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი, დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ამასთან, გასულ წლებში სამართალდარღვევების სტატისტიკა, დაახლოებით, ასეთია: 2018 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა, დაახლოებით, 3200-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის,…

მეტი...

„ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ხალხი საფრთხის შემცველია“-გია ვოლსკი

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს. „ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა – პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები – ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე. ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან…

მეტი...

„ამ შეკრებებს  ისე აანონსებენ თითქოს, უნდათ, რომ მისტიური ხასიათი შესძინონ“- კობა ნარჩემაშვილი

„თავების თვლა მიდის და ხდება, თავებს ითვლის ხელისუფლებაც და ოპოციზიაც, თუ ამ თავების რაოდენობა არის მცირე, არანაირ დათმობაზე არ მიდის  ხელისუფლება“- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, იგი 4 აპრილს დაანოსებულ აქციას ეხმაურება და მიაჩნია, რომ თუ საზოგადოებაში პროტესტი არ არსებობ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ გაიყვანს მათ გარეთ. „20 ივნისს ხალხი გავიდა გარეთ ყოველგვარი მობილიზების გარეშე,თუ შენს გვერდით დიდი რაოდენობით ხალხი დგას გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად. „ ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნას ერთიანობის ეფექტი ამ სიმრავლით .ისინი ხვდებიან რომ შესაძლოა არ იყოს ის რაოდენობა,  რასაც…

მეტი...

ვანდალური ფაქტი მცხეთაში – ნეკერჩხლის ხეები მიზანმიმართულად გაანადგურეს   

მცხეთაში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ,  გვიან ღამით, ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად გაანადგურეს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო. 24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია. „ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თითოეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.მცხეთის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

„მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც უგულავას პოლიტპატიმრად არ თვლის“ – კობა ნარჩემაშვილი

„დღეს პოლიტიკოსების უმეტესობა ლაპარაკობს ხალხის სახელით, სულერთია აქვთ მათ ხალხის მხარდაჭერა თუ არა“ -ამის შესახებ „დამოუკიდებელმა დეპუტატმა“ კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნარჩემაშვილი თვლის, რომ „პოლიტპატიმრების“გათავისუფლების მოთხოვნა ხალხის სახელით პოლიტიკური სპეკულაციაა. “მე მაგალითად ვიცი ძალიან ბევრი ადამიანების რაოდენობა, ასეულობითაა ეს, რომელიც უგულავას და იმ რეჟიმის შემოქმედებს პოლიტპატიმრებად არ თვლის, მაგრამ ეს ორი ძალა დღეს ერთმანეთს უწყობს ხელს, ეს ვითარება არ ასახავს საზოგადოების განწყობებს. ესაა მათი სურვილი თავის ვიწროპარტიული ინტერესები განაცხადონ ხალხის მოთხოვნად“ – განაცხადა ნარჩემაშვილმა. იგი თვლის, რომ მსგავსი სპეკულაციები ქართულ პოლიტიკას ბოლო 30 წელია ახასიათებს.

მეტი...

„ეჭიდაონ სტრასბურგს“ – 15 წლიანი სასჯელი და გეზი ევროპის სასამართლოსკენ  

მიხეილ კალანდიას ოჯახი და დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში წაიღებს. „საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეჭიდაონ სტრასბურგს“ – ეს განცხადება მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. „ეს მოსამართლე არაობიექტურია, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს. დიდი იმედი არც გვაქვს, რომ რამე შეიცვლება საქართველოშ. ევროპაში კი ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად…

მეტი...

სასამართლომ მიხეილ კალანდიას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას  სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელი 11 წლითა და 3 თვით განისაზღვრა. მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, მიხეილ კალანდიას ახლობლების მხრიდან  სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლის „უსამართლო“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.    შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია…

მეტი...

„შესაძლებლად მივიჩნიეთ 100/50-ზე დაშვება გარკვეული პირობებით“-კობა ნარჩემაშვილი (ვიდეო)

თავის დროზე ჩვენ ყველა„დამოუკიდებელმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ პროპორციულ სისტემას“ – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტ მთავარის „ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნარჩემაშვილი „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით საუბრობს და თვლის, რომ 100/50 – ზე ფორმატი მისაღებია გარკვეული პირობებით. „100/50 -ზე ვეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სავალდებულო ერთჯერადად ჩატარებული არჩევნები და ეს არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, მეორე იყო, რომ 2024 წლის პროპორციულ არჩევნებს არავითარი საფრთხე არ უნდა შეექმნას და ჩატარდეს ამ წესით, ასევე საუბარი იყო შუალედური თუ დაინიშნება, უნდა ჩატარდეს იმ წესით, რომელიც ამჟამად იქნება მიღებული“-განაცხადა ნარჩემაშვილმა, მისივე…

მეტი...

„4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია“- გიგა ბუკია

„ორი გვამი“, ერთხელ, როგორც გამოიყენა სააკაშვილმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისევე ეცდება მის დასაბრუნებლად გამოიყენოს“- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უმრავლესობის ყოფილი წევრი თვლის,  რომ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენებენ. „4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია, ის, რომ დაპირისპირება და ძალის ესკალაცია ეს არის „ნაციონალური მოძაობის“ სტილი და სურვილი ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს, რომ ახალ ეროვნულ ძალად მოგვევლინებოდნენ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ 4 აპრილს იყოს დაძაბულობა ქვეყანაში“- განაცხადა…

მეტი...

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო გარიგება უფორმდებათ, თამლიანი კი ხელს არ აწერს

კახა კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს, რომლებიც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები, საპროცესო გარიგება უფორმდებათ. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს –  ბესიკ თამლიანს, მასთან გარიგება ვერ შედგა, რადგანაც, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. როგორც დაკავებულის დედა რუსუდან თამლიანი აცხადებს, პროკურატურაში მას უთხრეს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს და დოკუმენტზე ხელმოწერა მას სთხოვეს. „პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ყველას უფორმდება. გიორგი მუკბანიანს ვუთხარი, შეცდომაში არ შემიყვანო, თუ რამე ისეთია ადვოკატთან ერთად მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ არა, არ არის საჭირო ადვოკატი, მარტო მობრძანდიო. მივედი, საბუთი…

მეტი...

„ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს“ – გიგა ბუკია (ვიდეო)

„დაკავების ფორმასთან და დროსთან დაკავშირებით,შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „პოლიტპატიმრები“ გვყავს ქვეყანაში“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განცხადა.  ბუკია თვის, რომ ქვეყანაში დღეს ე.წ პოლიტპატიმრები არ არიან და ოპოზიცია ამის გამო ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდეს. “ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს, მაგრამ არასასურველ პოლიტიკურ დროს დაემთხვა ეს ყველაფერი, მე არ ვთვლი, რომ ამის გამო ულტიმატუმებით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, ეს საკითხები უნდა იყოს გამიჯნული და პროპორციულზე გადასვლა არ უნდა იყოს ამ მოთხოვნებზე დამოკიდებული“- განაცხადა გიგა…

მეტი...

საქართველოში გნოლის გამრავლება დაიწყო, ნამატს მაისში ელიან

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.  სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო. პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე  სააგენტოში ბინადრობს 500 მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი  და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.

მეტი...

”ის, რომ 100/50-ზე ჯობია არსებულ სისტემას, ამაზე არ უნდა ვდაობდეთ” – გიგა ბუკია

“ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მისაღებია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა. ბუკის განმარტებით ხელისუფლების მხრიდან ახალი შემოთავაზებული მოდელი, ხელს შეუშლის, იმს, რომ ხელისუფლება ერთ პოლიტიკური ძალის ხელში აღარ  კონცენტრირდეს. ბუკია, ნულოვანი ბარიერის აღდგენის ინიციატივითაც გამოდის. „მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ სრული ძალაუფლება კონცენტრირდება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, თუ იქნება 100/50 – ზე, იმის ალბათობა, რომ არჩევნებს შემდეგ ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირდეს იქნება შეუძლებელი. კარგი იქნება ასევე გაცოცხლდეს ნულოვანი ბარიერი, რადგან ეს მცირე პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წარმოაჩინოს თავის ინტერესი…

მეტი...

„ცოტნეს მდგომარეობა კონტროლქვეშაა“ – კონსტანტინე გამსახურდია

„მკურნ​ალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“ – ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა. გამსახურდია , ძმის მკურნალობის ეტაპებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინსვლა იგრძნობა. “ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ. გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე საუბარზე რეაგირებს: „მას თვალები…

მეტი...

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში, თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 27 200-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა, 2 600 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს. ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 88 000-მდე ადამიანს აკვირდებიან. ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 2 699 ადამიანი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო…

მეტი...

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება

საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშები დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა შენობებზე. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

მეტი...

პოლონელი ეკონომისტი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია

გამოჩენილი პოლონელი ეკონომისტი, რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე – ლეშეკ ბალცეროვიჩი, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია. ამჟამად, გარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში აკადემიური საქმიანობისა, ლეშეკ ბალცეროვიჩი გახლავთ „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ (FOR) დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა, პოლონეთში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით პოლონეთსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასევე მიმოიხილა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოსა და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემას.

მეტი...

“ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად” – ესტონეთის ელჩი

“ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს”, – ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა განაცხადა. „24 თებერვალს ესტონეთის ეროვნულ დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ღონისძიების გასამართად ჩვენ თბილისის კლასიკური გიმნაზია ავირჩიეთ, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნისთვის. განათლების ხარისხის მიხედვით, ესტონეთი მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. ჩვენ პირველები ვართ ევროპაში და მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოშიც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმირებას. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება საქართველოს. განათლება ასევე არის ქვაკუთხედი ჩვენი ორმხრივი…

მეტი...

თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოში, დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, თუმცა დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. რაც შეეხება რეისის სხვა მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ისინი ბათუმში სხვა მატარებლით გაემგზავრნენ. თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი გარკვეული დროით გაჩერებული იყო. მატარებელი დაგეგმილ დროს ბათუმის მიმართულებით ვერ გავიდა, რისი მიზეზიც ჩინეთის ორი მოქალაქე გახდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები აცხადებდნენ, ჩინეთის მოქალაქეებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ.

მეტი...

საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, დღეს ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდა. ამჯერად ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. მგზავრების ინფორმაციით, ბილეთში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე შეზღუდვის დაწესებამდე იხდიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

მეტი...

“პოლონეთმა არაერთხელ დაიცვა უკრაინა და საქართველო, რაც მოსკოვში არ მოსწონთ” – ანჯეი დუდა

“პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დაიცვა უკრაინა და საქართველო”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, რუსეთი ნდობას არ იმსახურებს. „რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას, არღვევს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეს. ეს არ არის ქვეყანა, რომელზე შეიძლება ითქვას, რომ ნდობას იმსახურებს და თავის ინტერესებს მშვიდობიანი გზებით ატარებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის დაცვის აბსოლუტური მხარდამჭერი, რუსეთში ეს სამართალი ცხადად და გაცნობიერებულად ირღვევა. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ეს და დავიცავით უკრაინა და საქართველო, რაც, რა თქმა უნდა, მოსკოვში არ მოსწონთ,“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.

მეტი...

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც  დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული, რამდენიმე წუთის წინ სადგურიდან ცარიელი გავიდა. მგზავრები, რომლებიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს.  პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს.

მეტი...

დიასპორული ორგანიზაციები ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობისთვის ერთიანდებიან

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 დიასპორულ ორგანიზაციას უმასპინძლა, რომლებიც ერთიანდებიან დიასპორული ორგანიზაციების კოალიციაში. ამ კოალიციაში უახლოეს დღეებში დაგეგმილია მსოფლიოს 40-მდე დიასპორული ორგანიზაციის გაერთიანება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვები ქართულ დიასპორებთან და მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ასოციაცია “თვისტომის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ კი საზოგადოებას დიასპორული ორგანიზაციების კოალიციის წესდება, ხედვები და კონკრეტული წინადადებები გააცნო. წარდგენილ იქნა ასევე ახალი კოალიციის კონცეფცია -“ძლიერი სათვისტომო – ძლიერი საქართველო”. ამ კონცეფციაში მოცემული იყო კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ჩართოს სახელმწიფომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები…

მეტი...

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. იტალიური მედიის ცნობით, ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 224 შეადგენს. ამგვარად ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. კორონავირუსის შეთხვევა მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

მეტი...

ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენის შემდეგ, მგზავრებმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს – პანიკა თბილისი-ბათუმის მატარებელში

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯრობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

მეტი...

იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცოტახნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა. იტალიიდან ჩამოსული საეჭვო მგზავრი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება. როგორც იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ პირველი შემოწმება ჯერ კიდევ იტალიაში გაიარეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შეზღუდვები შესაძლოა იტალიასთანაც დაწესდეს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.

მეტი...

“ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის” – გია ვოლსკი

“ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ განცხადებასაც გამოეხმაურა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე სიაზე საუბრობს. მხოლოდ ჩვენები აღარ საუბრობენ, ყველა ფორუმზე მათი სახელები ისმის. საქართველოსთვის დახმარებაც ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ დაწესებული ის მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია, რაც…

მეტი...

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Shafaq news-ის ინფორმაციით, ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა. მანამდე ახალი ტიპის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს სცდება. დაღუპულია 2600-ზემეტი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი. ჩინეთის გარდა, კორონავირუსი სახელწოდებით „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 20 ადამიანი.

მეტი...