„თქვენი ევროპული საქართველო = თქვენი საბჭოთა საქართველო“ – აქცია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან

ევროპული საქართველოს ოფისთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის  გუშინდელ ქმედებას აპროტესტებენ, როცა სხდომათა დარბაზში  საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს და ითხოვენ, ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო მანდატები დატოვონ. „დატოვონ საპარლამენტო მანდატი…“  „თქვენი ევროპული საქართველო = თქვენი საბჭოთა საქართველო“ – ახალგაზრდებს ეს და სხვა პლაკატები აქვთ გამოფენილი პროტესტის ადგილას. აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. “დატოვე ხოშტარია პარლამენტი” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველებიც გამოჩდნენ.

მეტი...

უკრაინული დელეგაცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სტუმრობს

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. სტუმრებს უმასპინძლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ  უფლებადამცველი ნარიმან უსტაევი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოლპაკი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს,   შეხვედრისთანავე ხაზი გაესვა, რომ ოფიციალური საუბარი ოკუპანტის ენაზე არ გაიმართებოდა, ამიტომაც თარჯიმნობა ქართული და უკრაინული ენის უბადლო მცოდნემ ტატიანა სიდორუკმა გასწია. სტუმარ-მასპინძლებმა თავდაპირველად…

მეტი...

ბავშვების მომავალი საფრთხეშია – ახალი კვლევა

ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იჩენს მათ დასაცავად საჭირო ძალისხმევას. ამის შესახებ BBC გაეროს მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მომავალს საფრთხეს კლიმატის ცვლილებები, არაჯანსაღი საკვები და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდა უქმნის.  „კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური დეგრადაცია, მიგრაცია, კონფლიქტები, უთანასწორობა და მტაცებლური კომერციული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა ქვეყანაში“, – ნათქვამია მოხსენებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და Unicef-ის ექსპერტების საერთო კვლევაზე 40 დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობდა, რომელმაც ბავშვების მდგომარეობა 180 ქვეყანაში შეისწავლა. 

მეტი...

“მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს” – კახა კალაძე

“ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად, მათ წარმომადგენლებს. მზად ვართ, ასევე შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ. ამის პრობლემა არ არსებობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძე დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. „ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – აშშ, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან და ვერ მიიღწევა კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ…

მეტი...

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს, შეუძლებელი იყო. „სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას  ახალი გზა,  რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა.  ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას.  გზა განათებულია ლედსანათებით, გაკეთდა სანიაღვრეები, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პროექტის განსახორციელებლად, გათვალისწინებულია“, –…

მეტი...

“საპარლამენტო სესიაზე ოპოზიციონერთა ცარიელი სავარძლების ხილვა შემაშფოთებელი იყო” – ლუიზა ვინტონი

“ჩვენ, საქართველოს მრავალ მეგობართან ერთად, ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ მცდელობებს პოლარიზაციის დასაძლევად და პარლამენტში ყველას დასაბრუნებლად, რაც დავის მოსაგვარებლად შესაბამისი ფორმატია“, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია. „საქართველომ ბევრი იმუშავა, რათა მოეპოვებინა დემოკრატიული რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია. ამ გზაზე მან მრავალი მეგობარი შეიძინა. ახლა ამ მეგობრების მხრიდან გარკვეული შეშფოთებები არსებობს. გუშინდელ საპარლამენტო სესიაზე ოპოზიციონერთა ცარიელი სავარძლების ხილვა შემაშფოთებელი იყო“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მეტი...

კორონავირუსისგან 15 ათასამდე პაციენტი განიკურნა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2012-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 24 საათში ვირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულია 75 ათასზე მეტი ადამიანი. თუმცა პოზიტიურია ვირუსით გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. დაავადებისგან უკვე 15 ათასამდე პაციენტი განიკურნა. კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. იაპონიაში კი ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 613-ს მიაღწია. მათი ძირითადი ნაწილი პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე გამოვლინდა. ლაინერზე ორკვირიანი კარანტინი უკვე დასრულდა. რამდენიმე ქვეყანამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 28 ქვეყანაში ფიქსირდება.

მეტი...

“სკუნსთა მოდგმა ქართულ პოლიტიკაში” – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

“თუკი ხატოვნად ვიტყვით, ეს არის რაღაც სკუნსთა მოდგმა. მათ არა მარტო მეგაფონით გვიყვირეს, არამედ საშინელი სუნი დააყენეს და შემდეგ გავიდნენ დარბაზიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ გუშინ გამართული პერფორმანსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც მათ გვერდით დგას, საქართველოს ოკუპაციის საკითხზე პასუხისმგებლობას იზიარებს. „თუ ვინმეს ნიშნის მოგებით უნდა ისაუბროს ან რუსეთთან ურთიერობაზე ან ქართული ინტერესების დათმობაზე, ნამდვილად არ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეგაფონების გარშემო არიან გაერთიანებული და პირში ეს სასტვენები უდევთ და ამ ტელე მიკროფონებით დასდევენ ხალხს. ესენი არიან ზონდერები, რომლებმაც თავის დროზე ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. გარდა ამისა, თუკი…

მეტი...

“პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სესიის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას განცხადებით ეხმაურება. ზურაბიშვილის შეფასებით, მომხდარი ფაქტი  ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.  “საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – “თავისუფლების ქარტია”, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.  

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას ითხოვენ

“მოხდა ყოვლად ამორალური შემთხვევა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა პარლამენტში. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები გაგვაჩნია და ნებისმიერი სიმბოლიკა, რომლითაც გამოხატული იქნება საბჭოთა კავშირი იქნება სირცხვილი და ამ სირცხვილს ვაპროტესტებთ. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ეს სირცხვილი იარსებებს”, – ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მას შემდეგ გააკეთეს, რაც ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა – ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი, არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააჟღერეს.

მეტი...

ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა

“თბილისის მერიამ დიდ დიღომში არსებულ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა და სკვერი პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებდა. „იცით, რომ „გუდვილის“ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. არ ვიცი, რა პროექტი ხორციელდებოდა. აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით და…

მეტი...

საბურთალოს რაიონში არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. კახა კალაძის თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკება  წარმატებით დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.   „წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების ყოფილი ტერიტორია ყაზახ ინვესტორზე გაასხვისა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ინვესტორს  ყველანაირი…

მეტი...

მამუკა მდინარაძე გომელაურის დანიშვნაზე ოპოზიციის განცხადებაზე – აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?

მდინარაძისთვის გაუგებარია ოპონენტების ლოგიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში კადრები ივანიშვილის გარემოცვიდან ინიშნებიან. „რა ლოგიკას ავითარებთ ვერ ვხვდები, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა“-ამ სიტყვებით მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეპლიკას გამოეხმაურა. დღეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

მეტი...

“ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დაუყონებლივ უნდა გაიხსნას” – ციხელაშვილი ჰუმანიტარულ კრიზისზე

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არის საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან. “ის, რომ პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია და ამ ფონზე მედიკამენტების ამოღება ხდება იმ ნიშნით, რომ მას ქართული წარწერები აქვს, პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა გახლავთ. ამაზე ხმამაღალი მანიფესტი იმისა, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღდეგ მოქმედებს, ალბათ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის აუცილებლობა დაუყონებლივ და…

მეტი...

„გომელაურმა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ღირსეული სამსახური გამოავლინა“ – ირაკლი სესიაშვილი

„გომელაური კარგად ფლობს სიტუაციას  უსაფრთხოების სექტორში“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცხადა. სესიაშვილი გომელაურს პროფესიონალ კადრად თვლის და მიაჩნია, რომ მან ყველა სტრუქტურაში წარმატებული მუშაობა აჩვენა. „ვახტანგ გომელაურმა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ერთად მუშაობა მოგვიწევს და მასთან მუშაობა კომფორტულია. ცხადია, პოლიტიკური მედია შეეცდება კლანების თემა წამოწიოს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში „ქართულ ოცნებაში„ კლანები არ არსებობს. კლანებზე საუბარი უადგილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად…

მეტი...

საქართველოში, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა – საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 10.9% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8%-ით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8%-ით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6%-ით, ხოლო სოფლის ტიპის…

მეტი...

“გადაწყვეტილება პრობლემურია და ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას” – ჰარცელი შოთაძის დანიშვნაზე

“ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო”, – ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას. ჰარცელი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას პრობლემურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას. ​„მხედველობაში მივიღეთ ბატონი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა.…

მეტი...

1600-მდე ბავშვი ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტია

2018-2019 წლებში მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებით 1600-მდე ბავშვი აღირიცხა.  მოზარდებში სიმსივნური დაავადებების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც:  „საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“, – ნათქვამია ანგარიშში. 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. შეიქმნა ე.წ. კიბოს რეესტრი, რის შემდეგაც ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია თითოეული შემთხვევა კიბოს რეესტრში დააფიქსიროს. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები…

მეტი...

“2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილის ხისტი რიტორიკაა” – კურტ ვოლკერი

“ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, მიგვიყვანა შეიარაღებულ კონფლიქტამდე 2008 წელს”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე მართლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა. ის ეფექტიანად ავითარებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან. თუმცა, პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა…

მეტი...

„ნამწვი ზეთის გამოყენება იწვევს სიმსივნეს, მას ყიდიან და საკვებ პროდუქტებში იყენებენ“ – ხათუნა ახალაია

“ობიექტები, სადაც სწრაფი კვების წარმოება ხდება, გამოყენებულ ნამწვ ზეთს ყიდიან, რაც შემდეგაც, ის ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება და ლეტალურ  შედეგებამდე მივყავართ,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიმ განაცხადა. ხათუნა ახალაიას ინფორმაციით გამოყენებული ზეთი უნდა ნადგურდებოდეს, თუმცა საქართველოში ასე არ ხდება: „არ რეგულირდება ხშირად სად მიდის ნამწვი ზეთი, წესით გამოყენების შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი დასაწყობება ან განადგურება, თუმცა ამ სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონეები ამ ზეთს ყიდიან და მისი გამოყენება ხდება ქათმებისა და საქონლის საკვებად, ზეთს ურევენ საკვებში, რაც შემდგომ ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება,” – განაცხადა ხათუნა ახალაიამ. ახალია…

მეტი...

„სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობების გაგრძელებას M2 მარტის დასაწყისიდან შეძლებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია M2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამ მისამართზე: მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა. „იცით, რომ ჩვენ როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელიც „სვეტის“ მიერ  დაზარალებულ 2 500 ოჯახს ეხებოდა. მოქალაქეებს ეგონათ, რომ საცხოვრებელი ფართები ჰქონდათ და ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია – არც ფართები არსებობს, არც კომპანიას შეუძლია, რომ მშენებლობა განაგრძოს და შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ამ ოჯახების წინაშე აიღო.…

მეტი...

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს,…

მეტი...

კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება

დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის…

მეტი...

ანტიბიოტიკებით გაჯერებული ხორცი და რძის პროდუქტები – რა აჩვენა კვლევამ?!

საქონლის, ღორის და ქათმის ხორცი, რძის პროდუქტები და კვერცხი – ეს ის პროდუქტებია, რომელიც ანტიბიოტიკებით გაჯერებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ანტიბიოტიკები ადამიანის ორგანიზმზეც გადადის, რის გამოც ორგანიზმი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ხდება – აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ ისაუბრა. სპეციალისტის აზრით, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო საქართველოც არაა დაცული საკვებიდან ანტიბიოტიკების მიღების თვალსაზრისით. ხათუნა ახალია იმ კვლევებზე საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკასა და ევროპაში ჩატარდა. „ხშირად ანტიბიოტიკური მკურნალობა არ იძლევა შედეგს, რის გამოც მსოფლიოში დაიწყო კვლევები და აღმოჩნდა, რომ საკვებიდან ხშირად მიღებული ანტიბიოტიკის გამო ორგანიზმმა დაკარგა იმუნიტეტი, ამიტომ ხშირად ქირურგიული…

მეტი...

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია  ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ. პრეზიდენტი…

მეტი...

ლევან დავითაშვილი ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2017 წელს, საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია –  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა,  რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. „ქართული ღვინის…

მეტი...

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება

საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ – დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. „ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც…

მეტი...

„აფხაზები, ოსები, ქართველები და აზერბაიჯანელები ბაქოში შევიკრიბებით“ – ალი ბაბაევი

„აპრილში, ბაქოში აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები და ქართველები შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ იმ გზებზე რამაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში შესაძლოა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები დაგვანახოს და დიალოგამდე მიგვიყვანოს“- ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თამჯდომარემ ალი ბაბაევმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა. ალი ბაბაევი თვლის, რომ სახალხო დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ დიდი ხნის მეგობრებმა აპრილში ბაქოში შეხვედრა დაგეგმეს. „ჩვენ მიუხედავად კონფლიქტისა მთელი ამ დროის მანძილზე მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ ბაქოში, აქედან ბევრი მეგობრები ვართ, ზოგი ჩემი სტუდენტი იყო, უკვე ბევრმა მათგანმა გამოთქვა შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი, ეს სახახლო დიალოგი იქნება…

მეტი...

“PRADA” იაპონიაში მოდის ჩვენებას აუქმებს

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის გამო დროებით გადადებს. უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის არსებული მდგომარეობის გამო გადაიდება“  მოდის სახლში იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება და იაპონიაში შოუს ჩაატარებენ, რადგანაც მათთვის იაპონიის ბაზარი, ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს. სააგენტო “რეს”-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები ცარიელდება. მათივე ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასი გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებასა და აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

მეტი...

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის მცდელობის ფაქტზე, “სარფის” საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1995 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სარფში” დააკავეს.  “სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, “პრეგაბალინის” შემცველი ფსიქოტროპული საშუალება”ლირიკის” 490 კაფსულა, 72 გრამი “ამფეტამინი” და 237 გრამი გამომშრალი “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობსმ,” – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  დანაშაული 8-დან 20…

მეტი...

უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

საქართველოს უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მოგახსენოთ სიახლე. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

NATO რუსეთს თავისი ძალების უკრაინიდან გაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინული მედიის ცნობით, ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკუმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აღნიშნულია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში. მისივე თქმით, ნატო რუსეთს თავისი ძალების აღმოსავლეთ უკრაინიდან გაყვანისკენ მოუწოდებს. ”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა…

მეტი...

უკრაინის სამთავრობო დელეგაციის მიღება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდება.  დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. შეხვედრას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის წევრები, უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე უფლებადამცველები და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი პირები დაესწრებიან. მხარეები განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, ასევე იმსჯელებენ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის წარმომადგენლები.  შეხვედრა ეძღვნება ყირიმის…

მეტი...

„სასწრაფოს“ ექიმები მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნებას ითხოვენ

„მას შემდეგ, რაც რეგიონებს შევუერთდით, სრულ ქაოსში ვართ. შეიძლება ითქვას, რომ უყურადღებოდ დაგვტოვეს და იმის გაკეთებაც გვიწევს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. დაბინძურებული მანქანები ჩვენი დასალაგებელია და ამას გარდა, ბევრი პრობლემაა“ –  აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ექიმების სახელით ერთ-ერთი ექიმი „მედიაცენტრ მთავართან“ და საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს. ექიმების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ისევ მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნებაა და აღნიშნული მოთხოვნით, როგორც ექიმები, ისე მძღოლები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი, რომელსაც მასშტაბური აქცია მოჰყვება. „მას შემდეგ, რაც რეგიონულს შევუერთდით, ქაოსში აღმოვჩნდით. ჯერ თვითონ არ…

მეტი...