თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროსადგურ „წერეთელზე“ ძველ საკაბელო ქსელში პრობლემა იყო, ადგილზე გასულია ჯგუფი და მიმდინარეობს სამუშაოები. როდის აღდგება საბურთალოს ხაზზე მოძრაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

მეტი...

„ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემის და მართვის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“ – ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავარი მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემას და მართვას გააუმჯობესებს. „კანონპროექტი დაამკვიდრებს ტყის ახალი, მდგრადი მართვის სისტემას. დაარეგულირებს ტყის მოვლის, აღდგენის, მართვის, ინვენტარიზაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აქამდე არ რეგულირდებოდა. ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წელს სრულად აიკრძალება სოციალური ჭრების პრაქტიკა. 2023 წლამდე კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება საქმიანი ეზოების შექმნა, რათა ტყის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ თავის თავზე…

მეტი...

“იმედი გვაქვს, უგულავას საქმეზე, ფაქტების დამდგენი მისია ევროპარლამენტიდან უახლოეს მომავალში ჩამოვა” – ირაკლი კობახიძე

“გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში მალე ჩამოვა. „განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირის განვითარებაზე. ყველა საინტერესო საკითხი განხილული იყო ამ შეხვედრებზე. ჩვენ გვქონდა საუბარი უგულავას საქმეზე, რომელიც გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ. ამ საქმესთან დაკავშირებით კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მათ შევთავაზეთ. რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია ევროპულ…

მეტი...

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში ხანძარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში ხანძარია.  გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისიის გამოგზავნას სთავაზობს

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. „მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – წერს “ტვიტერში” „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.

მეტი...

სამგორის რაიონში, სტურუას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად,  მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 750…

მეტი...

„გიგი უგულავას დაკავებასა და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს” – მაია ცქიტიშვილი

„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს დიალოგის ცაშლისთვის იყენებს. „გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკასთან დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია იყენებს ამ…

მეტი...

“თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და ენმ” – ანრი ოხანაშვილი

“თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს და სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა”, რათა გამოიყენონ ეს საბაბად დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ და პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ესაა სწორედ მმართველი გუნდი,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც…

მეტი...

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. „ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ასე ძალიან საჭიროა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა არის ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულება. ევროკავშირი ასევე განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის…

მეტი...

“ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს” – ევროკავშირის ელჩი უგულავას დაკავებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებამ პოლიტიკური დიალოგის პროცესი გაართულა.  ჰარცელის თქმით, უგულავას განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსში შეკითხვები არსებობს. “ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას საქმეს თვალს ვადევნებთ. ჩემ კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან, საშუალება მქონდა ვერდიქტს გავცნობოდი და დეტალურად განმეხილა. ჩვენ ყველას, განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით, შეკითხვები გვაქვს. აგრეთვე, ვეთანხმებით იმას, რომ ეს მოვლენა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად. ცხადია, პოლიტიკური დიალოგი უფრო გართულდა. ვიცით, ბევრი დრო არ დაგვრჩა იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ეს გამოწვევაა. ფასილიტატორები განვაგრძობთ ჩვენს მცდელობას და მუდმივად გვექნება მხარეებთან შეხვედრები, ვეცდებით,…

მეტი...

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობისთვის დაკავებული გამომძიებელი პატიმრობაში დატოვეს

სასამართლომ, გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც დაკავებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს შეუძლოდ გრძნობს და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მარიამ ჩოლოიანი 2019 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.

მეტი...

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 35 პროცენტი ენდობა – ნდობა თითქმის ორჯერ არის შემცირებული

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 35 პროცენტი ენდობა, რაც ნიშნავს, რომ წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პუტინს ნდობას უცხადებენ, თითქმის ორჯერ არის შემცირებული. 2017 წლის მონაცემებით, რუსეთს პრეზიდენტს მოსახლეობის 59 პროცენტი ენდობოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ლევადა ცენტრის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავდროულად, უცვლელი რჩება მათი რაოდენობა, რომლებიც პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებენ, ეს მაჩვენებელი 67-70 პროცენტამდე მერყეობს. ლევადა ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის მიზეზია,  რომ მოსახლეობა პუტინის საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგი ლავროვი იკავებენ. 2017 წელთან შედარებით, შოიგუს…

მეტი...

საქართველოში უამინდობა 15 თებერვლამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდოს.

მეტი...

„შალვა თადუმაძემ, პროკურორის რანგში ბრალი წაუყენა გიგი უგულავას და მოსამართლის რანგში გაასამართლა“ – ზვიად ძიძიგური

„ძალზე ცუდი რამ მოხდა, როდესაც შალვა თადუმაძემ, პროკურორის რანგში ბრალი წაუყენა გიგი უგულავას და შემდეგ, მოსამართლის რანგში გაასამართლა. ეს არის ძალიან სერიოზული ნეგატივი. მეც ვყოფილვარ ბრალდებულის სკამზე, ეს იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძის პერიოდში და კარგად ვიცი მოსამართლეების აცილების წინაპირობები. ეს იყო ცალსახად პროცესუალური დარღვევა, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა“ – ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, საქართველო, ამ საქმეს სტრასბურგში წააგებს.  „დარწმუნებული ვარ, ეს განაჩენი, რომელიც დადგა უზენაეს სასამართლოში, სტრასბურგში გასაჩივრდება და დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ…

მეტი...

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე, სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტი...

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს. პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს. “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება…

მეტი...

“მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა ნაკლებია, მშვიდი ვითარება არ გველოდება “ – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პოზიცია-ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის ჩაშლის არგუმენტი მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებაა. როგორც ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  არჩევნებამდე მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გველოდება. „მოლაპარაკებას, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ეტაპებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა ძალიან ნაკლები აქვს. უგულავას დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპოზიციისათვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთაშორისო თანამეგობრობა და დასავლელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ისინი მოწადინებულნი იყვენენ, მოლაპარაკება შედეგით დასრულებულიყო, რომ…

მეტი...

„ქართული ოცნების” სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ” – მამუკა მდინარაძე

“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. “ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის…

მეტი...

“ჯალათი და მსხვერპლი ვერ გაერთიანდება, მარგველაშვილიც იგივე ხაზის გამგრძელებელია – მოდი გადავაგდოთ და შემდეგ ვნახოთ“ – ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასა და ოპოზიციის გაძლიერებაზე, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აფასებს და ამბობს, რომ ეს იგივე, დესტრუქციული ხაზის გაგრძელებას ნიშნავს, რომ ჯერ ხელისუფლება გადავაგდოთ და მერე ვნახოთ, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. აღნიშნული განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი შეფასებით, ჯალათი და მსხვერპლი ვერ გაერთიანდება.      „იგივე ხაზის გამგრძელებელია მარგველაშვილი, რომ მოდი, გადავაგდოთ ვიღაც და შემდეგ ვნახოთ როგორ იქნება. ეს არ გამოვა. იმ ოპოზიციაში ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებიც იყვნენ ჯალათები და მსხვეპლებიც. ჯალათები და მსხვერპლები ვერ გაერთიანდებიან. ხომ არიან იქ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურად დევნიდნენ „ნაციონალები“.…

მეტი...

„ძალიან მალე, იქნება ძალა, რომელიც ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს“ – ბექა ნაცვლიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში,“ გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ამ ახალ გაერთიანებაში, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული რამდენიმე დეპუტატიც აღმოჩნდეს.       „ერთადერთი გზა „ქართული ოცნების“ დამარცხებისა,  ეს არის არა  ისეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდებიან, არამედ ისეთი, ვინც მოსახლეობას სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით პოლიტიკას შესთავაზებს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე  იქნება ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიური ალტერნატივას შესთავაზებს მოსახლეობას და იმ პოლიტიკისთვის იბრძოლებს, რომელი პოლიტიკის საფუძველზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. კითხვაზე, ვინ…

მეტი...

„ოპოზიციის პრინციპით – ჯერ გადავაგდოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, არაფერი გამოვა, ზიზღით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ“ – ბექა ნაცვლიშვილი

“როცა შენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ უბრალოდ, „ქართული ოცნება“ გეზიზღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი შენ მხარს დაგიჭერს. ოპოზიცია არ ცდილობს, მოსახლეობას რაღაც შესთავაზოს. იგივე წრეზე ვტრიალებთ – ვიღაცის გადაგდება“ ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, პრინციპით – მოდი ჯერ გადავაგდოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, არაფერი გამოვა.    „ერთ-ერთმა სუბიექტმა, სრულიად სამართლიანად, დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული მიდგომებით, „ქართული ოცნების’’ დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მეც ვეთანხმები ამ სუბიექტს. გამომდინარე იქიდან, რომ თუ შენ პოზიტიურ ალტერნატივას არ შესთავაზებ საზოგადოებას,…

მეტი...

„უგულავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ოდირის დასკვნამ გაამყარა“ –  ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებამ, ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად გზა გაუხსნა, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.  როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უგულავას დაკავება მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის საბაბი აღმოჩნდა. „გიგი უგულავას დაპატიმრება, ამ შემთხვევაში, ცხადი იყო, რომ აღმოჩნდებოდა საბაბი იმისა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციური ძალები გავიდოდნენ მოლაპარაკებების პროცესიდან. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არანაკლებ ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ორივეს მიზანია, პოლარიზაცია, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს მხოლოდ ორი მოთამაშე – აქეთ იყოს „ქართული ოცნება“, იქით „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები და…

მეტი...

„დიდი ალბათობით, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება“ – ბექა ნაცვლიშვილი

„გამოიკვეთა, რომ არჩევნები, შეიძლება არსებული სისტემით ჩატარდეს. ეს აწყობდა „ქართულ ოცნებას“. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო დღეს გაჟღერებული, იგივე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმულა, პროპორციულ სისტემასთან უფრო აახლოებდა ამ საარჩევნო სისტემას.  არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება  20/130-ზე იქნება თუ 25/125-ზე, თუ ატარებ არჩევნებს უნდა ჩაატარო სრულფასოვანი სისტემით“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის არსებობას უშვებს,  ეს მაჟორიტარული ოლქები დაკავშირებული უნდა იყოს კულტურულ ტერიტორიულ ერთეულებთან, გეოგრაფიულ ერთეულებთან და ა.შ. „როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მაინც გაიტანა“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“   „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების…

მეტი...

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა

ვანკუვერის ოლიმპიადაზე 2010 წელს ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი 21-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ეს ტრასა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლება. როდესაც ქართველმა სპორტსმენმა ბოლო მოსახვევში ციგა ვერ დაიმორჩილა, მისი სიჩქარე საათში 145-150 კილომეტრს აღწევდა.

მეტი...

კორონავირუსით 1100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ინფიცირებულთა რიცხვი კი 45 000-ს აღწევს. კორონავირუსი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში, სადაც საკრუიზო გემზე მყოფი 3000-ზე მეტი მგზავრიდან ვირუსი 175-ს უკვე დაუდგინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს სახელწოდება „კოვიდ-19“ მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო დაავადების გავრცელებას აგრესიულად უნდა აღუდგეს წი

მეტი...

„ეარ ფრანსი“ პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

პირველი აპრილიდან საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ (AIR FRANCE) პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. ზაფხულის სეზონზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, „ეარბას A 320-21“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება (ჩამოფრენა ოთხშაბათს და შაბათს, გაფრენა – ხუთშაბათს და კვირას). „ეარ ფრანსი​“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა. დღეისათვის ფრენებს 170 მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. „ეარ ფრანსი“ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

უიტნი ჰიუსტონი – 8 წელი გარდაცვალებიდან

2012 წლის 11 თებერვალს მსოფლიო შეძრა ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სიკვდილმა, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა უიტნი ჰიუსტონი. გარდაცვლილის ცხედარი სასტუმრო Beverly Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, მას ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება და სავარაუდოდ სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ახლა კი ცოტაოდენი ცნობები მის შესახებ:უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი იყო ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი. მსოფლიო მასშტაბით უიტნი ჰიუსტონს გაყიდული აქვს დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. მომღერალი ცნობილი იყო თავისი…

მეტი...

„დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს… ვიქნები ოპოზიციური ერთობის გამაძლიერებელი“ – გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს და საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს ოპოზიცის გაძლიერებაში ხედავს.       როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ოპოზიციური ერთობ არ უნდა შესუსტდეს. „როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება…

მეტი...

13 000 დოლარად ჩვილის გაყიდვისთვის ბავშვის დედა და 6 ადამიანი დააკავეს

ბავშვის დედა და ორი ექიმი იმ 7 კაციან ჯგუფთან ერთად დააკავეს, რომლებიც ახალშობილის გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საუბარია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც არასრულწლოვნით ვაჭრობას – ტრეფიკინგს ეხება. როგორც უწყებიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, დაკავებულიდან ერთ-ერთი წარსულში ანალოგიურ დანაშაულზეა ნასამართლევი. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ – ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი,…

მეტი...