საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით, 23:15 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8კმ.-ში, სოფელ ბაჯიხევში იყო.

მეტი...

ინფექციურში, ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსზე 21-ის ტესტის პასუხი უარყოფითია

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან 21 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით უარყოფითია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 31 წლის ქალს, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ ჰქონია მჭიდრო კონტაქტები. „ამ ქალბატონს, როგორც ვიცი, არ ჰქონდა განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იქ პირთაგან რომელიმესთან აღმოჩნდეს ტესტი დადებითი. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, მათთანაც ჩატარდება კვლევები. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ტესტი უარყოფითია. ამ ეტაპზე 39 პაციენტი მიწევს, 21 ტესტი უარყოფითია, ამ 21 პაციენტს ვამზადებთ უკვე საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. უკვე მოსულია ერთი სამარშრუტო მანქანა, რომელიც…

მეტი...

“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება. „მსოფლიოში ოცზე მეტი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატს კლინიკური კვლევები უტარდება. პირველ შედეგებს რამდენიმე კვირაში ველით“, – განაცხადა მან. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

მეტი...

ლტოლვილთა ნაკადის გამო, საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა

თურქეთიდან ევროკავშირის საზღვრების მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადის გამო, საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.  საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კასტანიეში ორი ქვეყნის საზღვარზე ათობით მიგრანტია შეკრებილი, რომელთა შორისაც არიან ქალები და ბავშვები. ლტოლვილები წარმოშობით სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და მაროკოდან არიან. თურქული მედიის ცნობით, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების მიმართულებით ასობით ლტოლვილი მას შემდეგ გაემართა, რაც თურქეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ საზღვარზე აღარ შეაკავებენ სირიელ ლტოლვილებს, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობენ. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარას მიგრაციული პოლიტიკა არ შეუცვლია.

მეტი...

მთაწმინდაზე ხანძარია (ვიდეო)

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ხანძრის ორი კერაა, თუმცა ჯერ უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  “ეშმაკის ბორბლის” ქვემოთ, ოთხი სახანძრო ჯგუფია მობილიზებული, თუმცა შესაძლოა, სახანძრო ბრიგადების დამატებაც გახდეს საჭირო.  რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ამერიკისა და საქართველოს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება” – ელჩის მიმართვა (ვიდეო)

“ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, გავუძღვე საელჩოს გუნდს და ვიმუშაო ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის. ამერიკელებსა და და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც დეგნანმა აღნიშნა, მისთვის პატივია, იმსახუროს აშშ-ს ელჩად საქართველოში. ის, ასევე, ქართველებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის. „მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის. ყველა გულწრფელი და პოზიტიური გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლობის ახალი…

მეტი...

“თუ შევთანხმდებით, სასურველია კანონპროექტი ოთხშაბათამდე დაინიცირდეს” – ირაკლი კობახიძე

“ვფიქრობთ, შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან,” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.  კობახიძის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ოთხშაბათამდე მოხდება.  “მორიგი შეხვედრა გვაქვს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ გაიმართოს მოლაპარაკება და მიღწეული იქნას შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც გვექნება საუბარი სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება საარჩევნო სისტემის საკითხზე. იქნება საუბარი პრინციპებზე. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, არის 40%- იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო…

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის საგანგაშო დაბინძურების პრობლემა ხელისუფლებამ დროულად უნდა აღმოფხვრას”, – ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. როგორ „მედიაცენტრ მთავარს“ ცენტრიდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის საგანგაშო დაბინძურება გამოვლინდა. “სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს დაკვეთით ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აკრედიტებულმა საგამოცდო ლაბორატორიამ 2019 წლის ოქტომბერში შემოწმება ჩაატარა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში. კომისიამ დაადგინა, რომ 4 შემოწმებულ სოფელში (პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა, თოხლიაური) სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის…

მეტი...

“არ გვაქვს პანიკისა და განგაშის საფუძველი, სიტუაცია კონტროლდება” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია. ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინე ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია. „მე მოვისმინე, რა პრობლემა შეექმნათ ჩვენს გარკვეულ უწყებებს მუშაობის პროცესში, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო ეს პრობლემები. მათ მიეცათ შესაბამისი დავალებები. მობილიზებული არის ბათუმში ინფექციური საავადმყოფო, ასევე მობილიზებულია ქუთაისში ინფექციური საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, სადაც ამ ეტაპზე…

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთი “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. 

მეტი...

“აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში არ არის” – იტალიიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა

მილანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. არც ერთ მათგანს ვირუსის ნიშნები არ დაუფიქსირდა. მგზავრების თქმით, საქართველოს აეროპორტში ბლანკები შეავსეს, რათა ექიმები შემდგომაც დაუკავშირდნენ და მგზავრების მდგომარეობა გადაამოწმონ. მათივე განმარტებით, საქართველოში უფრო მძაფრად იგრძნობა პანიკა, ვიდრე ეს მილანში იყო. “შემოწმება გავიარე. აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ადამიანები საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უფრო მეტად არიდებენ თავს,” – განაცხადა მილანიდან ჩამოსულმა მგზავრმა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. 

მეტი...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განცხადება გაავრცელა: “საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფება ამ ქვეყნებში, მოვუწოდებთ, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ  საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ: საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:  ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო…

მეტი...

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს. ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მხარემ მინისტრის მოადგილეს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა. „საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის…

მეტი...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

29 თებერვლის დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. გარდა ამისა, სინოპტიკოსები ზღვაზე ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმსაც ელოდებიან. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე  – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

„ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობის სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბში“- იენს სტოლტენბერგი

„მე მათ მოვუწოდებ შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარი დაუჭირონ გაერო-ს მცდელობებს, მოხდეს სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება“ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრაც სოლიდარობის ნიშანია. „დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია თურქეთისადმი სოლიდარობის. თურქეთი არის ნატო-ს მოქმედი მოკავშირე და მას უწევს ყველაზე მეტის გადატანა სირიაში არსებული საშინელი კონფლიქტის გამო. ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას“, –…

მეტი...

ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

„იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან დისკრიმინაციული მიდგომა დაუშვებელია“-ამირან გამყრელიძე

მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას, სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია არის, რომ მაქსიმალურად გახდეს ინტენსიური სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური საკითხები. უხერხრულ საკითხს მინდა, შევეხო. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, ასეთ მიდგომა, ადამიანებთან, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია იტალიაში, სინგაპუპრში, თუ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეს უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ“-კორონავირუსი სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობს

„კორონავირუსი დაავადებულთა 1/5 -ში მძიმედ მიმდინარეობს, 80%-ში მსუბუქად“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცხადა. ცერცვაძემ ყურადღებას დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაზე ამახვილებს, მისივე ინფორმაციით ვირუსის მატარებელი, რომელიც რამდენიმე სათის წინ დადასტურდა ახალგაზრდა 31 წლის ქალია: „საგულისხმოა, რომ ქალბატონს ვისაც ვირუსი დაუდასტურდა არ უმგზავრია რისკის შემცველ რეგიონში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა იტალიაში ყველა ადგილი სახიფათო გახდა. ამ პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არა გამკაცრებული სიფრთხილე აღნიშნული პიროვნებები დაავადების გამავრცელებლები იქნებოდნენ: “მე მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი,პირველი…

მეტი...

აღებული გვაქვს 24 სინჯი და არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა. „დღევანდელი რიცხვით ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდლიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა – ლატვია, ნიგერია,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა იტალიიდან ჩამოვიდა. “მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა გაიზრდება ქვეყანაში“- ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კორონავირუსის მეორე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დადასტურდა: „მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში,…

მეტი...

ლუიზა ვინტონი – მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე

„UNDP-ისთვის დიდი პატივია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს დემოკრატიული რეფორმების გზაზე“ – ამის შესახებ UNDP ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. მისივე შეფასებით, სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა უნიკალური მიღწევაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი…

მეტი...

„სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა“- ამირან სალუქვაძე

„კოლეგებს ვთხოვ თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქაეთველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება. დავაკვირდეთ სირიას“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა. ამირან სალუქვაძე თურქული და რუსული მედიის რიტორიკის შეცვლაზეც საუბრობს, მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას თურქეთის მიმართ. „ნატო, მიუხედავად ერდოღანის მიმართვისა, ჯერ ვერ ხედავს მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროებას. ამერიკა, როგორც ადრე მოგახსენეთ, თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ანკარას, უარი თქვან რუსულ ს-400-ებზე. თურქეთში უშიშროების საბჭო მიმდინარეობს, რომელიც უკვე მრავალი საათია გრძელდება. სერიოზული დანაკარგების ფონზე, არაა გამორიცხული რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. საბრძოლო…

მეტი...

“დაანებეთ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და ჩვენზე ზეწოლას” – გუდაურში მოკლული მამაკაცის მეუღლე

„ჩვენ არ ვერევით გამოძიებაში ერთადერთი სურვილი მაქვს დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და იმ საშინელ კომენტარებს რასაც ვკითხულობთ. ეს არის ძალიან ძნელი მოსასმენი“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლემ ნინო გულიაშვილმა გააკეთა. გულიაშვილი საზოგადოებას მიცვალებულის პატივისცემას სთხოვს და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ჩემი ერთადერთი სათქმელია ბრალდებულის მხარემდე და საზოგადოებამდე მივიდეს ჩემი სიტყვა, დაანებონ თავი გარდაცვლილის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას, იმ რაღაც საშინელ კომენტარებს. ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ჩვენ და მიდის დედის ყურამდე, რაც ყველაზე მძიმეა. ჩვენ დავკარგეთ ახალგაზრდა ბიჭი ვგლოვობთ და ამის…

მეტი...

„ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა მოგერიება“ – გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახი (ვიდეო)

კობიაშვილს შეეძლო მიემართა დაცვისთვის , დაერეკა პოლიციაში და თავიდან აერიდებინა მკვლელობა, ეს იყო განზრახული მკვლელობა და არა მოგერიება“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში მოკლული მამაკაცის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. წულეისკირი იმ ვიდეოჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა. „ვინმეს თუ აქვს ნანახი, როგორ წყნარად მიდის კობიაშვილი მანქანასთან, როგორ აღებს კარს და როგორ იღებს იარაღს. ეს კადრები რეალობას ასახავს. როდესაც გადის კობიაშვილი გარეთ შეუძლია თუ არა მას სწრაფი ნაბიჯით წავიდეს, ამის საწინააღმდეგოდ ვხედავთ, რომ კობიაშვილი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად აკეთებს, მას შეეძლო დაექოქა მანქანა და გზა გაეგრძელებინა, კობიაშვილი იარაღით…

მეტი...

საქართველოდან უცხოეთში სამედიცინო ნიღბების გაგზავნა აიკრძალა

„საქართველოს ფოსტის“ გადაწყვეტილებით, საქართველოდან უხცოეთში,  საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო ნიღბის გაგზავნა იკრძალება. განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:   „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება”,-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ…

მეტი...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლები ავრცელებენ. „შავი ზღვის ფლოტის ორი ფრეგატი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეს გაივლის და ხმელთაშუა ზღვაში შევა. ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი გრიგოროვიჩი“, რომლებიც სარაკეტო კომპლექს „კალიბრით“ არიან აღჭურვილნი, სევასტოპოლიდან ხმელთაშუა ზღვაში გეგმურ გადასვლას ახორციელებენ. ისინი შეუერთდებიან ხმელთაშუა ზღვაში მუდმივად დისლოცირებული გემების ჯგუფს“, – ნათქვამია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელთა განცხადებაში. რუსული გემების ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილება იმ ფონზე ხდება, როდესაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული. „ბიბისის“ ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთ…

მეტი...

„მალე ევროპის ყველა დიდ ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან ოკუპაცია გაპროტესტდება“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ევროპაში ვიზიტის დროს ქართული დიასპორის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ქართული დიასპორის დევნილი მოსახლეობა რუსულ ოკუპაციას ევროპაშიც გააპროტესტებს. „ჩვენ ვიზიტის დროს შევხვდით ჩვენს დევნილ ქართველ მოსახლეობას , ვისაუბრეთ უამრავ თემაზე, ყველა მათგანთან ჩვენ ელექრტონული კომუნიკაცია გვაქვს. დავგეგმეთ, რომ ყოველი 5 ოქტომბერი გამოცხადდება ქართველების გენოციდის დღედ. სწორედ ამ პროტესტის გამოსახატავად ევროპის ყველა დიდი ქვეყანაში რუსულ საელჩოსთან ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.გამახარიამ ყურადღება კორონავისურზეც გაამახვილა, მისი ინფორმაციით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ვირუსის გავრცელების შემთხვევაში დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს…

მეტი...

აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ გენოციდზე რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იწყება

აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ და მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელს ამზადებს და საერთაშორისო დავას იწყებს. აღნიშნულ თემაზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ტავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. „ჰააგის სასამართლო მალე ქართული მხარეს სარჩელს განიხილავს, სადაც მოპასუხე რუსეთის სახელმწიფო იქნება. ეს ეხება რუსეთის მხრიდან აფხაზეთში მოწყობილ გენოციდს ქართველების მისამართით“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომამდგენლები რამდენიმე დღე ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც საუბარი ევროპარლამენტარების წარმომადგენლებთან ბევრ სხვა საკითხთან ერთად სწორედ იმ სარჩელებს შეეხო, რომელსაც ქართული მხარე ამზადებს. „აქ რამდენიმე სარჩელზეა საუბარი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის,…

მეტი...

თურქული ბაზების დაბომბვის გამო შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის ჰატაის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის ძალების მიერ იდლიბის რეგიონში განხორციელებულ ავიაიერიშს 33 თურქი ჯარსიკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია 29 თურქი სამხედროს დაღუპვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიაში მდებარე მდებარე თურქეთის…

მეტი...

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები, რომლებიც ბანკებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

მეტი...

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება ქობულეთში, გუშინ მომხდარ ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს . „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტი...

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ლიეტუვაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

მეტი...

ევროპარლამენტი შესაძლოა, ვირტუალური სესიების ჩატარებაზე გადავიდეს – „კორონავირუსის“ საფრთხე

მსოფლიოს მასშტაბით „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტი დახურულ სივრცეში სესიების ჩატარების საჭიროების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, სესიები გახდება თუ არა ვირტუალური.     თუ ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, ამ შემთხვევაში, სესიებისთვის დარბაზის ნაცვლად  სატელეკომუნიკაციო საშუალებები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, „კორონავირუსით“ დაინფიცირების შემთხვევები 84 000 აღწევს, რაც შეეხება  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეს ციფრი – 37 000-მდეა.

მეტი...