„4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია“- გიგა ბუკია

„ორი გვამი“, ერთხელ, როგორც გამოიყენა სააკაშვილმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისევე ეცდება მის დასაბრუნებლად გამოიყენოს“- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი თვლის,  რომ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენებენ. „4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია, ის, რომ დაპირისპირება და ძალის ესკალაცია ეს არის „ნაციონალური მოძაობის“ სტილი და სურვილი ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს, რომ ახალ ეროვნულ ძალად მოგვევლინებოდნენ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ 4 აპრილს იყოს დაძაბულობა ქვეყანაში“- განაცხადა გიგა ბუკიამ. მანვე მერაბიშვილის ციტატა გაიხსენა, რომელიც ყოფილმა მინისტრმა,  ციხიდან გამოსვლის პირველივე წუთს ქვეყნის დამხობასთან დაკავშირებით გააკეთა. ბუკია ვანო მერაბიშვილის წარსულსაც ეხმაურება.

„მას აქვს საკუთარი წარსული და სადაც არ უნდა წავიდეს ვერ გაექცევა ამ წარსულს, კარგად გვახსოვს, როგორი „ხერხემალიც“ იყო ვანო, აქედან გამომდინარე ის, რომ რაიმე განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენს არ ვთვლი, მაგრამ მას ჰყავს თავის მხარდამჭერები და „ფანები“, რომლებიც მზად იქნებიან არაერთი „გვამი“ მიართვან საჭიროების შემთხვევაში“- განაცხადა განაცხადა ბუკიამ.

მსგავსი თემები