სასამართლომ მიხეილ კალანდიას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას  სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელი 11 წლითა და 3 თვით განისაზღვრა.

მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, მიხეილ კალანდიას ახლობლების მხრიდან  სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლის „უსამართლო“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.   

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მსგავსი თემები