ირანში, საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს (ვიდეო)

ირანის ქალაქ ბანდერ-აბბასში, საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები იყვნენ მოთავსებული, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია Iran International ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსით დაინფიცირებული პირები. თავად კლინიკის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან.

მეტი...

გერმანიაში კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. გერმანული გამოცემის ცნობით, ინფექციის შემთხვევები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა. ყველა ინფიცირებულ მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულ ბაღში სულ 114 ბავშვი ირიცხება. 100 მათგანს კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს.

მეტი...

„ვირუსის ყველა სახიფათო გამავრცელებლები „სუპერ გადამტანები“ არიან“- ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე

„პირები ვისაც კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებათ გაცილებით საშიშები არიან” – ასეთია სპეციალისტების შეფასება “კორონავირუსის” გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც ქართველი ეპიდემიოლოგები ამბობენ, საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევა გაცილებით უსაფრთხო იყო, რადგან დროულად მოხდა დაინფიცირებული პირის გამოვლენა, მეორე შემთხვევა კი იმის გამო, რომ უსიმპტომო იყო შესაძლოა სხვა ადამიანის დაინფიცირების მიზეზიც გახდეს, რადგან მან კლინიკას თვითდინებით მიმართა. სწორედ უსიმპტომო გამავრცელებლებს მიიჩნევენ სპეციალისტები საშიშად, ჩინეთიდანაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში სწორედ გადამტანების საშუალებით გავრცელდა ვირუსი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დღემდე არაა შექმნილი მედიკამენტი, რომელიც ვირუსს შეაჩერებს. „სპეციფიკური მედიკამენტი ვირუსის შესაჩერებლად არ არსებობს, მიმდინარეობს მხოლოდ რამოდენიმე პრეპარატის საცდელი გამოყენება,…

მეტი...

„ახალი კორონავურისით“ ირანელი დეპუტატი გარდაიცვალა

ამ ეტაპისთვის არსებული ოფიციალური, დადასტურებული  მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორისაა ირანის პარლამენტის წევრი. მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი რამდენიმე დღის უკან დაინფიცირდა და დღეს გარდაიცვალა. “კორონავირუსით” დაინფიცირებულია ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დეპუტატები. ამის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადებულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შესაძლოა, ირანმა „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა მსოფლიოს. ირანთან სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანმაც ჩაკეტა. აზერბაიჯანში სულ სულ სამი ადამიანია ინფიცირებული. ისინი ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან.

მეტი...

აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა

კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა. აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული სულ სამი ადამიანია. ინფიცირებულები ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში არიან განთავსებულნი.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ აღნიშნა, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და მოემზადება საკარანიტო ზონის შესაქმნელად. „კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოოფოში ამჟამად 88 ავადმყოფის მიღება შეუძლია. „ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვაყვდეს დაკვირვების ქვეშ. პერსონალი დარჩება, ამ წუთას დასრულდა…

მეტი...

“თუ გაზაფხულის სემესტრის გადავადება იქნება საჭირო, სწავლის დაწყების თარიღი თავად უნივერსისტეტმა უნდა განსაზღვროს” – მიხეილ ჩხენკელი

განათლების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას აძლევს. განათლების მინისტრის თქმით, თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, საჯარო სკოლებში დეზინფექციის ჩატარების გამო, მივიღეთ საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2-მარტიდან 16 მარტამდე…

მეტი...

ორკვირიანი არდადეგები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

მეტი...

“მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი” – ჯანდაცვის მინისტრი

“ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. „ჯანდაცვის სამინისტრო არის მუდმივ კოორდინაციაში ყველა უწყებასთან და მზად ვართ, ვმართოთ ყველა პროცესი, გავუწიოთ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში. ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და იმ მზაობისთვის და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენ ვუწევთ მათ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იდენტიფიცირებული იქნებიან და გამოხატავენ მაღალ სოციალურ…

მეტი...

ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

როგორც The Independent-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა. თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა. 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა.

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათვე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აღებული იქნა ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.

მეტი...

კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ორივე შემთხვევაში არ არის ლაბორატორიული ცვლილებები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი დაემატა. „მდგომარეობა ორივე დაავადებული პაციენტის სტაბილურია. გუშინ ჯამში შემოვიდა 31 პაციენტი, ყველასთან ჩატარდა კვლევა, უარყოფითი იყო ჩვენთან ყველა პასუხი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჩვენთვის ცნობილი ყველა პასუხი ნეგატიურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯამურად 24 პირი, რომელსაც ნეგატიური პასუხი დაუდასტურდა, გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი შვიდი პაციენტი, მათ აქვთ ა და ბე ტიპის…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს. “გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი…

მეტი...

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს

“როიტერი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი კვლავ თანამდებობის დატოვებას აპირებს.  როგორც ირკვევა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მის გათავისუფლებას გეგმავს, სწორედ ამიტომ ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრი ოფიცრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების თხოვნით პრეზიდენტს პირველად იანვარში მიმართა. ალექსეი გონჩარუკის გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდა. უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ პრეზიდენტი ეკონომიკაში ვერ ერკვევა. თუმცა მაშინ ვლადიმერ ზელენსკიმ მის გათავისუფლებაზე თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მეტი...

კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა

“როიტერის” ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა.  კერძოდ, ავსტრალიაში ჩასვლის მსურველებს პირველი მარტიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ გატარებული. რაც შეეხება ირანიდან ჩასულ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათ 14 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავსტრალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

მეტი...

საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა – Freedom barometer-ის ანგარიში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის Freedom barometer-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.  აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა, რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო.  ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული, რაც ბოლო წლებში პრაქტიკაში სრულდება. Freedom Barometer-ის  ანგარიშში წერია, რომ მცირე პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება,  მოქმედებს სამაუწყებლო, ბეჭდური და  ონლაინ მედია, მოქალაქეებს კი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამას გარდა, ანგარიშში ნახსენებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“…

მეტი...

„თუ მოსახლეობას მიწისქვეშა დამუშავებით ადგება ზიანი, მათ უნდა მიიღონ კონპენსაცია“ – სულხან მახათაძე “შუქრუთის მაღაროზე” (ვიდეო)

„როცა მიმდინარეობს მიწისქვეშა ნგრევები და მოსახლეობას ადგება ზიანი, მათი სამართლიანი მოთხოვნები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ განაცხადა. სულხან მახათაძე ჭიათურაში მოსახლეობასა და კომპანიას შორის არსებულ დავას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა სახელმწიფომ ამ ორ მხარეს შორის თავიდანვე მედიატორის როლი იკისრა, თუმცა შეთანხმება დღემდე ვერ ხერხდება. „ის უნდობლობის მომენტი, რომელიც მოსახლეობასა და კომპანიას შორის არსებობს ჩვენი მეშვეობით უნდა მოგვარდეს, იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება მიღწეული იქნება. სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობასა და კომპანიას შორის მედიატორის როლი შეასრულოს. კომპანიამ…

მეტი...

“საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლი გამკაცრებულია” – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში, „წითელი…

მეტი...

უსაფრთხოება და არა შიში – საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, კამპანია წამოიწყო (ფოტოები)

საქართველოს პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში კამპანია – #SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობის დროს არის დაფიქსირებული. მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. „მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.

მეტი...

სამხრეთ კორეაში „კორონავრუსის“ შემთხვევები მატულობს, მსოფლიოში კი 39 500-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

ჩინეთსა და სამხრეთ კორეას „ახალი კორონავირუსი“ ისევ აქტიურად უტევს. სამხრეთ კორეაში დაინფიცირებულთა 600-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი „ახალი კორონავირუსის“ მატარებელი ა 2 900-მდე პაციენტია. რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, მთლიანობაში, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ  85 00-სს გადააჭარბა.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი  39 500-მდეს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, „ახალი კორონავირუსით“ 3 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰონგ-კონგში,  საფრანგეთი, ფილიპინები და ტაივანი ის ქვეყნების, სადაც „ახალი კორონავირუსით“ ადამიანები გარდაიცვალნენ.

მეტი...

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპმა ყველა აუდიენცია გააუქმა

ვატიკანში აცხადებენ, რომ რომის პაპი თავს ცუდად გრძნობს, ამიტომ მან ყველა ოფიციალური აუდიენცია გააუქმა. ამასთან, რომის კათოლიკურ ეკლესიაში ფრანცისკეს სუსტად ყოფნის მიზეზებს არ განმარტავენ. როგორც ცნობილია, ტრადიცული მიმართვის დროს, გასულ კვირაში, რომის პაპს ხმა შეცვლილი ჰქონდა და, სავარაუდოდ, გაციებული იყო. წირვის დროს, ფრანცისკემ რამდენჯერმე დაახველა კიდეც.

მეტი...