საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება – ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა ჩინეთიდან დღეს საქართველოში ბრუნდება. „ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, როგორც ინფორმაცია ვრცელდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ რეისები გააუქმა. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს სხვა ავიაკომპანიებმა და საკმაოდ გააძვირეს მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეს ბილეთებზეც აისახა. ეს არის ხალხი, რომელსაც გაძვირებული ბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დავხმარებოდით, ხელი შეგვეწყო. გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს – ჰუალინგმა გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც…

მეტი...

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ვალების განულებასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ვალების განულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში. „ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც…

მეტი...

„პრობლემაა, რომ მძიმე წარსულის მქონე ადამიანები საზოგადოებას წარედგინებიან, როგორც ლიდერები” – დიმიტრი ხუნდაძე

„პრობლემაა, რომ მძიმე წარსულის მქონე ადამიანები საზოგადოებას წარედგინებიან, როგორც ლიდერები. პრობლემაა, როცა ადამიანს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ციხის ღია კართან დგას და არავითარი სინანული, რიდი, ემოცია არ ეტყობა და აგრესიაზე გადმოდის, დამხობაზე საუბრობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას სტანდარტით ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები არიან, მაგრამ დეპუტატის თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი მძიმე დამნაშავეები არიან. “ვანო მერაბიშვილი საკუთარ ბალიშზე დაემხოს. ვანო მერაბიშვილს ვთავაზობ, საკუთარ ბალიშზე გამოიძინოს, მაგრამ ეტყობა, ვერ გამოიძინა და ვერ აღიქვა, რა იყო მისი მმართველობაში ყოფნისას რეალობა. იმ…

მეტი...

რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. როგორც ომბუდსმენის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განცხადებაში საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტის კონფიდენციალობის დარღვევისა და მის თანმდევ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს სრულყოფილად გამოიძიოს ეს შემთხვევები. „შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებები ეწინააღმდეგება შიდა, რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სტანდარტების თანახმად, დაუშვებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და მათი თანამშრომლების რაიმე სახით დასჯა ან დაშინება იმ საქმიანობის გამო, რასაც ისინი ახორციელებენ თავიანთი მანდატის ფარგლებში.…

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.  უწყების ინფორმაციით, I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეეძლება.  I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და…

მეტი...

ირანში კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დადასტურდა. ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 2 236 ადამიანი, ინფიცირებული კი, 75 465-ია. ყველაზე რთული მდგომარეობა ჰუბეის პროვინციაშია. მხოლოდ ამ პროვინციაში ვირუსის 62 422 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მეტი...

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება. “იმ შემოთავაზებას, რაზეც ბოლოს იყო საუბარი, არავინ დაეთანხმება, ამიტომ გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც ამ მოლაპარაკებაში ჩართულია. მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და მათი საშუალებით მოხდება საბოლოოდ გარკვევა, არის თუ არა ხელისუფლება მზად რაიმესთვის და გავიგებთ,”- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შემოთავაზების მთავარი პრინციპი პროპორციულობა უნდა იყოს.  “კატეგორიულად მიუღებელია 100/50, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს, იმიტომ, რომ…

მეტი...

ფინეთი და ნორვეგია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს. „ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს კიბერშეტევას საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას საერთაშორისო კანონი და იყოს გარანტორი გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცისა, სადაც ძალაშია ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“. მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს ნორვეგია. „ნორვეგია იზიარებს წუხილს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა კიბერსივრცეში, ყველა სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და დაიცვას წესები, ნორმები და პრინციპები კიბერსივრცეში“, – განაცხადა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა…

მეტი...

“შემთხვევის ადგილზე მოსაკლავად არავინ მისულა, მე უდანაშაულო ვარ” – მიხეილ კალანდია

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მიხეილ კალანდიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ვინმეს მოსაკლავად არავინ მისულა. „მომავალი იურისტი ვარ. რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, იურისტი რომ გავხდები ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რადგან მედიასთან არ ვიდექით და არ ვაქტიურობდით, ბევრმა ამით ცუდად ისარგებლა. ჩვენ გარდაცვლილების სულებს ვცემდით პატივს. ის მტკიცებულებები, რომლითაც მედავებიან, 2018 წლის ზაფხულიდან აქვთ. თუ 2018 წელს ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ერთი წლის შემდეგ, როცა მე მაკავებენ, როგორ აკმაყოფილებს? შემთხვევის ადგილზე მოსაკლავად არავინ მისულა. აბიტურიენტი…

მეტი...

“ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს. “რაც შეეხება ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას, ამას მისი ძმის საქციელთან კავშირი არ აქვს. მისი ძმის საქციელი არ იყო ლამაზი და მისაღები, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ ის პრობლემები, რომელიც იზორიას ძმას აქვს. ამიტომ, არ მინდა ამ თემას ბოლომდე შევყვე და განმარტებები გავაკეთო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად ლევან იზორია დაინიშნა.

მეტი...

“ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება” – გიორგი გახარია ლევან იზორიაზე

“ლევან იზორია იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას გერმანიის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და ის მაღალი კლასის პროფესიონალია. „ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. ჩვენ როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე ვსაუბრობთ, მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს. ადამიანებს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორია არის გერმანიაში ნასწავლი, განათლებამიღებული, როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი დაცული და არის მაღალი კლასის…

მეტი...

საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას საერთაშორისო მედია ეხმაურება

გასულ წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც. იტალიური მედია წერს, რომ საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი  ბრალს დებენ რუსეთს  „თავზეხელაღებულ“ კიბერნეტიკულ შეტევაში. იტალიურ გამოცემებში ასევე გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადება. იტალიური გამოცემა “agenzianova” აქვეყნებს სტატიას სათაურით – საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს 28 ოქტომბრის რუსეთის ჰაკერულ შეტევას. როგორც სტატიის ავტორი წერს, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ინფორმატიკული შეტევები საქართველოს წინააღმდეგ. სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომელმაც დაგმო გრუ-ს ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცენტრის მიერ გასულ ოქტომბერს განხორციელებული შეტევები.  „2019 წლის 28 ოქტომბერს გრუს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ…

მეტი...

საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ევროკავშირი გმობს

“ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს კიბერმედეგობა”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. ბორელი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „შეშფოთებული ვართ კიბერსივრცეში უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედების ზრდის გამო და გავაგრძელებთ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელსაც კიბერსივრცე უქმნის როგორც შიდა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროკავშირი და მისი წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიერონ თანამშრომლობა, გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა სრულად გამოიყენება. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ თავიანთ ვალდებულებას, გააგრძელონ კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი…

მეტი...

„როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია“ – გიორგი გახარია

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქცია ეხებოდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გამოძიების საქმე და ჟურნალისტებს მოუწოდა,  კითხვის დასმის დროს, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთონ. „თქვენ კითხვას სვამთ და ამ კითხვას პასუხობთ, ორგანიზებული ხელისუფლების მიერ. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული…

მეტი...

„კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცველი“ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება. გახარიას ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება გრძელდება. „დავამთავრეთ ამაზე საუბარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებით ვართ მოსული აქ, ვიდრე ამ თემით სპეკულირებაა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცვლელი. ეს არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარდ, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება. იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოს და…

მეტი...

„ქუთაისის პარლამენტის შენობამ უნდა შეიძინოს, უფრო მიმზიდველი დატვირთვა“- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქუთაისში არსებული, პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. პრემიერი თვლის, რომ შენობა, ქალაქისთვის გაცილებით გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს. „ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ. უმრავლესობის…

მეტი...

„თუ კიდევ გააკეთებენ კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს თავისი შვილის გაყიდვაში გარკვეული თანხა აქვს მიღებული, ამ სიტყვების დადასტურება მოუწევთ“ – ნესტან ლონდარიძე

ზაზა სალარიძის ადვოკატი თვლის, რომ ბოლო პერიოდში სალარიძის მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებები გახშირდა. ნესტან ლონდარიძე, სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზეც საუბრობს. „ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება”, -განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მეტი...

„თქვენ ამოყოფთ თავს პოლიტიკურ სამარეში“ – ლიკა გამრეკელი

ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლე-ს“ დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი ხელისუფლებას მიმართავს და იმ საქმეების დასრულებას ითხოვს, რომლებზეც წლებია სს საქმეებია აღძრული, მათ შორისაა პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმე. როგორც გამრეკელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მკვლელობები იყო პოლიტიკური დაკვეთა და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. „მოვითხოვთ ამ და სხვა საქმეების ბოლომდე მიყვანას. ბოროტება და პრობლემა ამ  ქვეყანაში არის ის, რომ გუშინ, ბატონი ბარამიძე ასე უტიფრად და უტაქტო ესაუბრებოდა შვილმკვდარ მშობლებს. არც რცხვენიათ და ბოდიშსაც კი არ უხდიან გამწარებულ ადამიანებს იმ სისხლიანი რეჟიმისთვის. დიახ, ეს იყო დაკვეთა, პოლიტიკურ დაკვეთა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მკვლელობა.…

მეტი...

“გალელი ექიმი ბიჭი, მხოლოდ იმიტომ აწამეს,რომ  არ დათანხმდა ყოფილიყო ცრუ მოწმე” – სოფიო ხორგუანი

ბევრი კონკრეტული ადამიანი არსებობს, ვისაც პირადად ვანო მერაბიშვილის მითითებით დევნიდნენ”- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეპოლიტიკოსმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა. ხორგუანი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სახელმწიფო მისთვის, “ყრუ კედელი” და “მოძალადე” იყო. “გალელი ექიმი ბიჭი მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ არ დათანხმდა ყოფილიყო ცრუ მოწმე, ასევე ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ხონის კოლონიაში მოიხადა სამი წელი, მის მიერ არჩადენილი დანაშაულის გამო, ეს იცოდა კოლონიის ხელმძღვანელობამ, მისი საქმე არ წასულა ევროპის სასამართლოში, რადგან დაემუქრნენ სიკვდილით. ძალიან ბევრი ასეთი საქმე შემიძლია გავიხსენო”-განაცხადა სოფიო ხორგუანმა. პოლიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული ადამიანები დღეს კონკრეტულ საქმეზე არ საუბრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მორალურად, რთულია…

მეტი...

“აგვისტოს ომის დროს მიღებული საერთაშორისო დახმარება, მერაბიშვილის ხელშეწყობით გაიფლანგა” – სოფიო ხორგუანი

აგვისტოს ომის დროს ნაომარმა ქვეყანამ მიიღო საერთაშორისო დახმარებები ფინანსური თვალსაზრისით, მერაბიშვილთან დაახლოებული პირების მეშვეობით ეს თანხები გათეთრდა და მიითვისეს, ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირები,ეს ყველაფერი მისი პირადი კონტროლის ქვეშ ხდებოდა”- განაცხადა სოფიო ხორგუანმა. ხორგუანი პოლიტიკური დევნის შემთხვევებსაც იხსენებს. მისი ინფორმაციით მერაბიშვილის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა ოპოზიციონერების დევნა. “მერაბ ქათამაძე, რომელიც იყო წიგნის ფესტივალის დამფუძნებელი ჩაუდეს იარაღი და დააპატიმრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ოპოზიციური პარტიის წევრი, ასევე ძმები გუდაძეები გორში, რომლებიც მხოლოდ, იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ გამოაცხადეს კრიმინალებად, ძმები ტერაშვილები კი ტერორისტებად შერაცხეს. ლევან ტერაშვილის სახლიდან კი…

მეტი...

„სასწრაფოდ დაასრულონ გიას საქმე და ვანოს წაუყენონ ბრალი“ – ლია კრიალაშვილი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და – ლია კრიალაშვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს და შეხვედრას ითხოვს. როგორც ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ირაკლი შოთაძემ გია კრიალაშვილის  საქმის გამოძიება უნდა დაასრულოს და ბოლომდე მიიყვანოს. „პროკურატურისგან  მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნეს გიას საქმე დასრულებული და ვანოს წაუყენონ ბრალი. ამდენი წელია, ეს საქმე თაროზე აქვთ შემოდებული. ვითომ, ძიება დაიწყეს 2013 წელს, მაგრამ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. ამბობენ, მტკიცებულებები არ გვაქვსო, მაგრამ, მე ვფქრობ, რომ ვანომ უნდა მოიხადოს სასჯელი გიას მკვლელობის დაკვეთის გაცემაზე“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე თქმით, მისი ძმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პირველი დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა, რომელიც…

მეტი...

სოფიო ხორგუანი ვანო მერაბიშვილზე – “ის ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მას სასამართლო პროცესები ელოდება” (ვიდეო)

პოლიტიკოსი, სოფიო ხორგუანი ვანო მერაბიშვილს „საბჭოთა მენტალობის პრარაბს“ უწეოდებს და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტარება სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს. ვანო მერაბიშვილის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. სოფიო ხორგუანი იმ საქმეებზე საუბრობს, რომელიც დღემდე ძიებაშია: “მერაბიშვილი არ იყო არქიტექტორი იმ ყველაფრის, მაგრამ იყო ამ ყველაფრის საბჭოთა მენტალობის “პრარაბი. “პროკურატურის ძიებაში არის ბევრი ისეთი საქმე რაზეც არ ყოფილა ხმაური, შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი საქმე, რომელზეც უკვე არსებობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის 15 ივნისის დარბევის საქმე, მნიშვნელოვანია ამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაა,…

მეტი...

“გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი ირაკლი ოქრუაშვილის,ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“- გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას  გამოეხმაურა და თვლის, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა წლების წინ უნდა დაესრულებინა. ფოფხაძე ოცნებას იმ პერიოდს ახსენებს , როცა მისივე თქმით ვანო მერაბიშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების მიმართ წარმოებული საქმეების ბოლომდე მიყვანას სთხოვდა: „ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა თავი უნდა დააღწიოს ამ ადამიანებს , გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი, ირაკლი ოქრუაშვილის, ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი იმას ვამბობდი, რომ , რომ მიეყვანათ ბოლომდე მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, როცა წინასაარჩევნოდ იჭერენ მათ და როცა უნდათ უშვებენ ეს უკვე ბევრ კითხვას ბადებს“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ

მეტი...

„საჯარო გზავნილი ხელისუფლებას – დარეგისტრირდეს მარტის პირველ რიცხვებში საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ხელმეორედ არ მოატყუოს მოსახლეობა მარტის პირველ რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება უნდა იყვეს, მისივე თქმით „ქართულ ოცნებაზეა“  დამოკიდებული ქვეყანა მივა ესკალაციამდე თუ ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს. დამოუკიდებელი დეპუტატები, ფოფხაძის,  განცხადებით,  ხელისუფლებასთან  დიალოგს 100/50-ზე ფორმატის შემთხვევაშიც დაიწყებენ. „შერეული სისტემის გარდა სხვა მოდელი  ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ რაიმე სახის კომპრომისი გამონახოს, მარტის პირველივე რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს ცვლილება საარჩევნო კოდექსში, ესაა საჯარო გზავნილი მათი მისამართით. მთავარია…

მეტი...

„სააკაშვილი არის კალიგულასა და ნერონის მსგავსი პერსონაჟი“- გედავნ ფოფხაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ცდილობდა  შეურაცხადი სააკაშვილისთვის იდილია მოეწყო. ესაა კალიგულას და ნერონის მსგავსი პერსონაჟი“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე საზოგადოებას გონივრული არჩევნების გაკეთებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს, როგორც „ქართული ოცნების,“ ასევე „ნაციონალური მოძრაობისგანაც:” „ჩემთვის მიუღებელია ორივე პოლიტიკური ძალა, საქართველო დღეს ბიძინა ივანიშვილის „შპს“-დ იქცა, ნაციონალური მოძრაობის დროს კი, რაც ხდებოდა ყველამ კარგად ვიცით. ესენი ცდილობენ სხვა პოლიტიკური ძალისთვის ადგილი არ დატოვონ.“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

„მაგიდასთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ოპოზიცია ზის არაა ჩვენი ადგილი“- გედევან ფოფხაძე

“ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მართავს კონსულტაციებს ჩემთვის მიუღებელია“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებამდე  მისვლის სურვილი და სიტუაციის ესკალციას ცდილობენ: „მე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდა არაა ჩემთვის პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ქვეყანაში ესკალაციას , მათ არ აქვთ არჩევნებამდე მისვლის სურვილი, მაგიდასთან, სადაც  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ოპოზიცია ზის არაა ჩვენი ადგილი “-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მეტი...

სოფო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

სოფო ქაცარავა, რომელმაც დეპუტატის მანდატი ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ დატოვა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ სოფო ქაცარავა არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც უმრავლესობის რიგები პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს.  ამის შემდეგ ქაცარავას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაუკეთებია.  დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია დაინიშნა, საბერძნეთში კი – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით დონდუა.

მეტი...

სირიაში რუსეთის ავიაიერიშს თურქი სამხედროები ემსხვერპლა

დაძაბულობაა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების დროს დაიღუპა 2 და დაშავდა 5 თურქი სამხედრო. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ანკარის მხრიდან საპასუხო იერიშის დროს 50 სირიელი ჯარისკაცი მოკლეს. შეთანხმების გარეშე დასრულდა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთში მოსკოვსა და ანკარას შორის გამართული მოლაპარაკებები. თურქეთის პრეზიდენტი სირიის სამთავრობო ძალებს უკან დახევისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 236 ადამიანი, ინფიცირებული კი, 75 465. ყველაზე რთული მდგომარეობა ჰუბეის პროვინციაშია. მხოლოდ ამ პროვინციაში ვირუსის 62 422 შემთხვევაა დაფიქისირებული. რთული მდგომარეობაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ტეგუზე განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა. ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

მეტი...

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათამდე გაგრძელდება. დეპუტატებს პირდაპირი და ფარული წესით ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15 000 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 7 296 -ის დისკვალიფიკაცია მოხდა. არჩევნების დაწყებამდე განცხადება გააკეთა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ქვეყნის სულიერი ლიდერის თქმით, არჩევნები „რელიგიური მოვალეობაა“, რაც ირანის ეროვნული ინტერესების გარანტია.

მეტი...

ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესებისთვის ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა იცვლება

„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კახეთის რეგიონშიც. საგარეჯოში,  გურჯაანსა და დედოფლისწყაროში   მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ე.წ „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ტყითსარგებლობის  პროცესის  გაუმჯობესების  მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.  სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.  „მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას…

მეტი...

„გაგახარებთ და გეტყვით – ცოტნეს მდგომარეობა უმჯობესდება, ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია“ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი ცვლილებებია. ამის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური აცხადებს. “მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის…

მეტი...