ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება

საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშები დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა შენობებზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

მსგავსი თემები