გორში ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი გარდაიცვალა

გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი სახლის აბაზანაში ნახეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

მეტი...

გორში, 50 წლამდე მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გადატრიალდა. მომხდარის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

მეტი...

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს – ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის…

მეტი...

უხანში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს

უხანში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს. შენობას ოფიციალურად დღეს გახსნიან.  “სიენენის” ცნობით, საავადმყოფო 1600 საწოლითაა აღჭურვილი. შენობაში 2 000 ექიმი იმუშავებს. ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 565-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.

მეტი...

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო, კრემლში ადამიანებს სიცხეს უზომავენ

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო, კრემლში სპეციალურ ზომებს იღებენ. კერძოდ, როგორც ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტმა, ანტონ ჟენლოვმა განაცხადა, კრემლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს სიცხე გაუზომეს. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს.

მეტი...

თბილისის ორ სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა

თბილისის ორ სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა. 62-ე და 94-ე საჯარო სკოლები დღეიდან ჟიული შარტავასა და ჯამბულ წურწუმიას სახელებს ატარებს. სხდომას დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ. “საკრებულოს ამოცანა პირველ ყოვლისა არის ის, რომ ადეკვატურად იქნეს შეფასებული და დაფასებული ის ღვაწლი, რომელიც ამ გმირებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა. 62-ე სკოლის დირექტორის, ელენე შაგულიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ არ დაივიწყონ ის გმირობა, რომელიც წლების წინ ჟიული შარტავამ საქართველოსთვის ჩაიდინა.

მეტი...

მორის მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა.„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა. მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.

მეტი...

ევროპაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ​„სიენენის“ ინფორმაციით, კორონავირუსის ერთი შემთხვევა ბრიტანეთში, მეორე შემთხვევა კი, გერმანიაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული ბავარიაში ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით გერმანიაში, კორონავირუსით 13 ადამიანია დაინფიცირებული. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, დღემდე კორონავირუსის ორი შემთხვევა იყო დადასტურებული.

მეტი...

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. შეზღუდვა 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 საათიდან 7 თებერვლის 03:30 საათამდე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 საათიდან 7 თებერვლის 03:30 საათამდე დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საჭიროა გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ყველის არარეგისტრირებული  მწარმოებლები გამოავლინა  

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ  ფიზიკური  პირების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ   ორგანიზებულად ეწევიან  ყველის წარმოება-რეალიზაციას. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქვემო ქართლის რეგიონში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა  მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ  ყველის წარმოება-რეალიზაციას. „ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლის დაცვა გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისგან. სააგენტო აქტიურად ამოწმებს ყველის წარმოების, წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობის და რეალიზაციის ფაქტებს.  სახელმწიფო კონტროლთან ერთად, მიმდინარეობს  ბაზების შექმნა  და ოჯახური წარმოების სუბიექტების გამიჯვნა არარეგისტრირებული მწარმოებლებისაგან. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და დარგობრივ…

მეტი...

ბობ მარლის დაბადების დღე – მუსიკალური კალენდარი

6 თებერვალი Bob Marley-ის დაბადების დღეა. ლეგენდარულმა იამაიკელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა ჯგუფ The Wailers-თან ერთად 1963 წელს დაიწყო. მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მარლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Is This Love, One Love, Satisfy My Soul, Jamming. ის 36 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

მეტი...

“ოდირის დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია ნოკაუტშია” – მამუკა მდინარაძე

“ოდირის დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია ნოკაუტშია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის. მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა ოპოზიცია “დატუქსა”, ისინი საოცარ განცხადებებს აკეთებენ. „მათი შეფასებები აღარაფერში ჯდება. თურმე, კონსტიტუციურობის თემა სადავო საკითხი საერთოდ არ ყოფილა. მთავარი სადავო საკითხი იყო – კონსტიტუციას შეესაბამებოდა თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი. ამაზე უთხრა, რომ ჩვენ არ ვართ ის ორგანო, სადაც ეს უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ვერც იმას დაწერდა, რომ კონსტიტუციურია…

მეტი...

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის მსურველი 4 კანდიდატი შეარჩია

შოთაძე ირაკლი 10 ხმა, ვაჭარაძე ვალერიანი – 8 ხმა, შენგელია სოფიო – 9 ხმა და თორდია დარიკო 7 ხმა  –  აღნიშნული შემადგენლობით საპროკურორო საბჭომ  მთავარი პროკურორობის მსურველი 4 კანდიდატი შეარჩია. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, საპროკურორო საბჭოში მორიგი კენჭისყრა ხვალ გაიმართება, შერჩეული კანდიდატი საქართველოს საკანონდებლო ორგანოში გაიგზავნება, რომელსაც პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს.    

მეტი...

“ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა” – ქეთევან ციხელაშვილი

“ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა, არის ადამიანის მძევლად აყვანა. არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის ყველაზე მთავარია, რათა ინფორმირებულნი იყვნენ პარტნიორები და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა ზეწოლაში გადაიზარდოს. “80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. საუბედუროდ,…

მეტი...

„წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო“ – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობას“  მძიმე დღეები უდგას ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადასული და წამზომიც ჩართულია. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საზოგადოებას აუხსნან, სად წერია, რომ ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას იძლევა. „უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს.  იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად…

მეტი...

“საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობას ან არაკონსტიტუციურობას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვის გაგზავნა ეუთო-ში შეცდომა იყო და სახალხო დამცველიც შეცდომაში შეიყვანეს. „საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით. როდესაც კონსტიტუციის ცვლილება განხორციელდა, ჩვენი პარტია დარჩა მარტო კონსტიტუციის მიღების დროს და განახორციელა ცვლილება, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია იმ…

მეტი...

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად დაეცემა

 7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი, 8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

მეტი...

„ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ძალიან მძიმედ დაიტუქსა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ მოტყუების გზით წასვლას აპირებდნენ. „ვნახეთ, რომ გაიშალნენ სატელევიზიო ეთერებში და დაიწყეს სპეკულირება, თითქოს არსად წერია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რაც ბუნებრივია, არც ეწერება. ეუთო/ოდირმა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული – სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან“. მისივე შეფასებით საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ ის ვერ გაარჩევს…

მეტი...

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მატარებელი იმოძრავებს

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მატარებელი იმოძრავებს.  მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ამოქმედდება კოპიტნარის რკინიგზის სადგური და იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირდება. „სულ არის 1,5 კმ მონაკვეთი. შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატა. ის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება, როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი“, –…

მეტი...

სახლი იწვის მაღალმთიან აჭარაში

ხულოში, სოფელ ღორჯომში ნური ირემაძის ხის საცხოვრებელი სახლი იწვის. სახლს ცეცხლი ცოტახნის წინ გაუჩნდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

მეტი...

ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს

ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამის განცხადება ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელთა სახელით გაავრცელეს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. “ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ…

მეტი...

“ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო, თუ დაბრუნდება, მივესალმები” – თეა წულუკიანი

“ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მე ირაკლი შოთაძის წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო. როდესაც სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში, ან რომელიმე ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ, არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. მისი გადადგომა იყო შეცდომა, ეს ხმამაღლა ვთქვი, თუმცა მე ვესწრებოდი ამ…

მეტი...

მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება

მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება , – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.   როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ძველი პროექტების რეაბილიტაციის ან ახალი პროექტების განხორციელების დროს, მწვანე საფარის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. „მწვანე საფარის შექმნა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ამ ქალაქის ეკოლოგიურ წონასწორობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცე არსებობს, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება…

მეტი...

შეშელიძის ქუჩაზე, ერთ თვეში მეწყრული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. „უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული.  მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რადგან აქ ბევრი კორპუსია და იმისათვის, რომ მათ მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნას, შეზღუდულ ვადებში განვახორციელებთ ამ პროექტს“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს

მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი – 55 000 კვადრატული მეტრი. როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ  2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება. „გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა.   ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს. მიმდინარე წელს, ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას…

მეტი...

წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის. მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება,  რომლის ღირებულებაც 43 000 000 ლარია. სამუშაოები 22 ჰექტარ ტერიტორიაზე იწარმოებს. „მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ე.წ. თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება,…

მეტი...

„კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავალთ, მაგრამ, პირობას გაძლევთ, რომ 100/50-ზე შეიცვლება, ისევე როგორც ხელისუფლება, “ – გიგლა ბარამიძე

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის – “გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე შეიცვლება და შეთანხმებაც შედგება. განცხადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარე ე.წ. მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.     „ხელისუფლების დღევანდელი შემოთავაზება 100 პროპორციული მანდატი და 50 მაჟორიტარული, მეტნაკლებად უკეთესია და დღეს არსებულ სისტემას სჯობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წინადადება მისაღებია. ქართული საზოგადოების შეკვეთა იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ეს არ არის აკვიატება, ეს ნიშნავს იმას, რომ  ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ არსებული სისტემა შეიცვლოს“ – განაცხადა…

მეტი...

დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად  მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით ვაშინგტონში გაიმართა.  შეხვედრაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რელიგიის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე. მან სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის მიღებისა და ადგილზე მდებარე ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების შეზღუდვის თაობაზე ეთნიკური ქართველებისთვის. მინისტრმა, შექმნილი ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში…

მეტი...

ჩინეთში ჩვილი “კორონავირუსით” გაჩნდა

ქალაქ უხანში, “კორონავირუსის” ეპიცენტრში ახალშობილი დაინფიცირებული დაიბადა. ახალშობილის დედას კორონავირუსი შვილის შეძენამდე დაუდგინეს, მაგრამ როგორ გადაედო ვირუსი ჩვილს ექიმებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ჩვილი, რომელიც 3,300-ს იწონის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო მონაცემებით “კორონავირუსს” 563 ადამიანი ემსხვერპლა. განიკურნა 1153 ადამიანი, ექიმების დაკვირვების ქვეშ კი 187 000 ადამიანი იმყოფება.

მეტი...

“სახალხო დამცველზე იყო ზეწოლა, ოდირში ისეთი რამ გააგზავნინეს, რაც არ უნდა გაეგზავნა” – ირაკლი კობახიძე

„ზეწოლა იყო სახალხო დამცველზე, ანუ არაკომპეტენტურობა გამოავლინა ოპოზიციამ, ისეთი რამ გააგზავნინეს სახალხო დამცველს, რომელიც არ უნდა გაეგზავნა და ეს მათ იცოდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. „ისეთი რამ გააგზავნინეს სახალხო დამცველს, რომელიც არ უნდა გაეგზავნა და ეს მათ იცოდნენ, რადგან ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის მდივანი და თბილისში, ვიდრე გაიგზავნებოდა ეს თხოვნა ოდირში, მანამდე ვენეციის კომისიის მდივანმა უთხრა ოპოზიციას, რომ ვერც ვენეციის კომისია და ვერც ოდირი პროექტის კონსტიტუციურობას ვერ დაგიდგენთო. ამის მიუხედავად, მაინც გააგზავნეს ეს თხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პატარა…

მეტი...

იტალიაში კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ქალაქ ლოდისთან ახლოს მოხდა. კატასტროფის გამო მილანი-ბოლონიას მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მეტი...

2008 წლამდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებზე შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება

“2008 წლამდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათებით ბიზნესი 2026 წლამდე ისარგებლებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს, ალბათ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით” – თეა წულუკიანი

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მახსოვს, საქართველო იდგამდა ფეხს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს, ალბათ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქართველოსა და აშშ-ის დიდი მეგობრობა გრძელდება და ამას „დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს“. „წარმოუდგენელია, რომ ორი ან თუნდაც ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. ამისთვის, უნდა ჩავხედოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების ისტორიას, ბოლო, თუნდაც რვა წლის…

მეტი...

„მსგავსი არაკორექტული შეფასებები მიუღებელია, ოლიგარქთან შედარება არასწორია“ – მარიამ ჯაში პიტ ოლსონის შეურაცხყოფელ გამონათქვამებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში რესპულიკელი კონგრესმენის პიტ ოლსონის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აფასებს, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააჟღერა და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების შეფასებები კორექტულობის ზღვარს არ უნდა სცდებოდეს. „არც ერთი კრიტიკული შეფასება, არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ არ უნდა ცდებოდეს კორექტულობის ზღვარს. ამ შემთხვევაში, მსგავსი არაკორექტული განცხადება იქნებოდა მიუღებელი ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოში, რადგან საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, რაც არ უნდა ვიწრო-პარტიული და ვიწრო ორგანიზაციული ინტერესების გვაშორებდეს, ეს არის საქართველოს დამაზიანებელი. როდესაც ისმის კრიტიკა სენატორებისა და კონგრესმენებისგან, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა,…

მეტი...

„თუ 100/50-ზე შეთანხმება ვერ შედგა, გამოსავალი ერთია – არჩევნების არსებული სესტემით ჩატარება“ – მარიამ ჯაში

„დიალოგი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს. ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. თუ არჩევნების სავალდებულოობაზე ვიმსჯელებთ, 100/50-ზე შეიძლება დათანხმება “ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოლაპარაკების პროცესში ჩართვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად პრობლემაა. „ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა,“ პირველივე „რაუდნის“ დასრულების შემდეგ,  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს თხოვნით მიმართა, რომ ჩვენი ფრაქცია, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, ჩართულიყო მიმდინარე დიალოგში. პარლამენტიდან გარდა ჩვენი ფრაქციისა, ყველა ფრაქციაა წარმოდგენილი. ჩვენ მიმდინარე კვირის ბოლომდე ველოდებით საბოლოო პასუხს.  იმედით ვართ, რომ შეგვეძლება პროცესში მონაწილეობა და…

მეტი...

ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს დღეს დაკრძალავენ. ცხედრები საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები დილიდან მიდიან. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაკრძალვის ხარჯებს მერია დაფარავს. შეგახსენებთ, 3 თებერვალს ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა. 

მეტი...