“კიბერთავდასხმების პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს და არსებული ვითარება მიუღებელია” – ანდერს კნაპე

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე აცხადებს, რომ კიბერთავდასხმების პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს.  „გარკვეული ძალები კიბერთავდასხმებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ იყენებენ არჩევნებში და ბიზნესსაქმიანობაში ჩარევისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ქვეყნები იძულებული არიან, კიბერთავდასხმებისგან დასაცავად ძალიან ბევრი ფული დახარჯონ, მაშინ, როდესაც შეუძლიათ, ეს თანხა გაცილებით სასარგებლო საქმისთვის გამოიყენონ, რაც მაგალითად არის ხალხის დახმარება. სწორედ ამიტომ, არსებული ვითარება მიუღებელია“, – განაცხადა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის თემის კომენტირებისას ანდერს კნაპემ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტი ევროსაბჭოს…

მეტი...

ბოლო 24 საათში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა

“ბიბისის” ცნობით, სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში სამხრეთ კორეაში ვირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ქვეყანაში 433-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ დეგუში მდებარე სამედიცინო ცენტრებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს იღებს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის დაფიქსირებული. ქვეყანაში კორონავირუსით ორი პაციენტია დაღუპული.

მეტი...

“არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა. დღეს ჩვენ, როგორც ერი, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს” – სალომე ზურაბიშვილი

„ორი წლის წინ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა. დღეს ჩვენ, როგორც ერი, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს. ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება“, – ასე გამოეხმაურა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა…

მეტი...

34 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ამ ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება გორში, (სამების ქ.N-1) რეგიონალური სამმართველოს შენობაში 24 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ბინებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ განაწილდა, დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდება.

მეტი...

ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ​

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ანალიზის პასუხები ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.  როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, ირანის მოქალაქეებს მხოლოდ სტანდარტული რესპირაციული ვირუსი აღენიშნებათ. “დღეს დილით პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხი კი უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, ავუღეთ ნაცხის ანალიზი უკვე კორონავირუსულ ინფექციაზე. ეს კვლევები ნახევარი საათის წინ დამთავრდა და პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე უარყოფითია. მსუბუქად დადებითი პასუხია ადენოვირუსულ და რინოვირუსულ ინფექციაზე,”- განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება გამთენიისას ჩინეთიდან სპეციალური რეისით დაბრუნებულ საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლების კარანტინს საჩხერეში გაივლიან, NCDC-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან. “საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში სპეციალური…

მეტი...

“პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს გადმოსვლის საშუალება ჰქონდეთ” – სოზარ სუბარი

“გზების გახსნაზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად საშუალება, თუნდაც მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ, როცა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, გადმოვიდნენ და ეს მომსახურება მიიღონ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი გზა მუდმივი ზეწოლის განხორციელებაა ოკუპანტზე. „საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ოკუპანტი არის მსოფლიოს ყველაზე დიდი აგრესორი. მსოფლიოში ყველაზე დიდი აგრესორი ვინც არის დღეს, ეს არის სწორედ რუსეთი. ის არა მხოლოდ თავის მეზობლებთან, არამედ მთელს მსოფლიოში, ხედავთ სირიაში რას აკეთებს, რას აკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. ცხადია, ლოგიკით, ადამიანურ…

მეტი...

“ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, გმირობის უდიდესი მაგალითი იყო” – გიორგი გახარია

“თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილის გმირობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მისი ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. „მხარდაჭერას, რომელიც დღეს არსებობს, მომავალშიც გავაგრძელებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა – წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე ცხინვალში ახალგორიდან გადაიყვანეს და წამებით მოკლეს. მისი სახელის უკვდავსაყოფად დღეს წილკანში,  სადაც ტატუნაშვილების ოჯახი ცხოვრობს, სკვერი გაიხსნა. მოგვიანებით, ყოფილი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე, მუხათგვერდში ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათ საფლავი ყვავილებით შეამკეს. „დღეს არჩილ ტატუნაშვილი 36 წლის გახდებოდა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას მოუსწრაფა სიცოცხლე და ოჯახსა და თითოეულ ჩვენგანს ეს თარიღი ტრაგედიად…

მეტი...

“გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და, შესაბამისად, ექსპორტი“ – გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული 19 წევრისგან შედგება და მას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრებმა ეროვნულ ფიტოსანიტარიულ სტრატეგიაზე, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გიორგი ხანიშვილმა  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ფიტოსანიტარიული რისკების განსაზღვრა და პრევენციაა. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების  შესრულება, მათ შორის, ფიტოსანიტარიული მიმართულებით. სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს და ხელშესახები…

მეტი...

საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ეწვევა

22-25 თებერვალს, საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.  მისი ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება. ანდერს კნაპე საქართველოში კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან ერთად ჩამოვა და შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო 2018 წლის მონიტორინგის შედეგად კონგრესის მიერ გაცემული რეკომენდაციების საპასუხოდ. სხვა განსახილველ საკითხებს შორის იქნება მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, კონგრესის თანამშრომლობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და კონგრესის თანამშრომლობის პროგრამები ქვეყანაში.

მეტი...

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველი მშვიდობისმყოფელები მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის სწრაფი…

მეტი...

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქტივისტების განცხადებით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისის განვითარების პერსპექტივისთვის საბოლოო განაჩენია. ისინი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქუთაისის განვითარებას მიზანმიმართულად ებრძვის. აქტივისტების თქმით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა პროგრამის ნაწილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებაც იქნება. აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მეტი...

“აუცილებელია, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას თან ახლდეს მტკიცებულებები” – აშშ-ში რუსეთის საელჩო

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ში რუსეთის საელჩო ეხმაურება. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ბრალდება მათ არ გაჰკვირვებიათ. აშშ-ში რუსეთის საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკისა და დასავლეთისთვის ახლა უპირატესია საკმარისი რაოდენობის მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა, რათა რაიმე მოვლენა საბოლოო ჭეშმარიტებად შეაფასონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, ყველა აქტუალურ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოოს. „სამწუხაროა, რომ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც ოდესღაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბულვარული ჟურნალების მეთოდებს. მათთვის მთავარი სენსაციაა. სამწუხაროა, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო…

მეტი...

სუს-მა, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა და ორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმას“ დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგის“ ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს „პრიზმას“ ინჟინერი თ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19…

მეტი...

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა დაფიქსირდა

იტალიური სააგენტოს “ანსა”-ს ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა დაფიქსირდა. 78 წლის მამაკაცი პადუიას საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 შემთხვევა – ლომბარდიის რეგიონში, ორი კი მოსაზღვრე ვენეტოში გამოვლინდა. გარდაცვლილი ვენეტოში ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი იყო. დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალი.

მეტი...

“კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. “მსოფლიო ჯერ კიდევ არის იმ ფაზაში, როდესაც დაავადების გავრცელების შეკავება შესაძლებელია, თუმცა შესაძლებლობის ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ლიბანში, ირანსა და ისრაელში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს, დაავადება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს. ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა. ამას გარდა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

მეტი...

“გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებას, რათა რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხეს გაუმკლავდნენ” – მარკ ესპერი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხესთან გასამკლავებლად. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა კიბერსივრცეში არა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებს, არამედ შეტევით ქმედებებს უნდა მიმართოს. „რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი კიბერშესაძლებლობები. ისინი ბევრ ქვეყანაზე ზეგავლენას ან მათ საქმეებში ჩარევას ცდილობენ. ჩვენ ეს პირადად ვიხილეთ და ეს არის საკითხი, რასაც სერიოზულად ვუდგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას, რათა ისინი გაუმკლავდნენ რუსეთის მხრიდან ჩარევის, მათ შორის კიბერჩარევის საფრთხეებს“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

მეტი...