სახალხო დამცველი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე, ასევე შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებსა და ცენტრის პერსონალს. “ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიკური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას.…

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას  დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. “მის უნეტარესობას იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესამეს. თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქალაქ ამანში, პირველ იერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ. კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან, მან და…

მეტი...

ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამომძიებელთა ნაწილს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნია

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მოსმენა ამ წუთებშიც გრძელდება. ირაკლი შოთაძე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საკუთარ ხედვებს აცნობს. როგორც მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციების გამიჯნვაა. „ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციები გამიჯნული იყოს. ასევე, მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის საპროცესო გადაწყვეტილებებში მათ ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები“ – განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა პარლამენტში. მისივე…

მეტი...

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე” – გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსზე

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე”, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსი. “ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

მეტი...

„მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“  –  შოთაძე პარლამენტის სკანდალზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი  პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა დაიწყო. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა – ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომა დატოვეს. სხდომათა დარბაზში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შეფასება თავად ირაკლი შოთაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ადამიანს მხოლოდ აღზრდა არ შველის, რომ სათანადოდ მოიქცეს. „ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი…

მეტი...

“გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმებით” – ზაალ უდუმაშვილი

“გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. უდუმაშვილის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, წვლილი შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისასალმებელია. „ნამდვილად არ ვიცი გიორგი მარგველაშვილი რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს, ეს მისი გადასაწყვეტია და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, რადგან ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ერთიანი ფრონტით გასვლა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, მისასალმებელია. ახლა მაგიდას რომ გადახედოთ, ვინც ზის…

მეტი...

ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ნიღბით გამოჩდნენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძისთვის უნდა მოესმინათ, ხმაურია. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტის სხდომაზე სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით გამოჩდნენ და ირაკლი შოთაძეს შეძახილებით: „მონა“, „მონა“ დახვდნენ. კომიტეტის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. განსაკუთრებით კი ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა აქტიურობენ.  ბიძინა ივანიშვილის ნიღბით თინა ბოკუჩავამ დარბაზში პლაკატიც კი გაშალა წარწერით „მონა“.

მეტი...

ხონში, სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. დაწესებულებებიდან ადამიანების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა. „ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პუსი“ და სხვა მედიკამენტები, რომელსაც ქართული წარწერები აქვს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. სააგენტო, „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად.

მეტი...

ნარჩენების მართვის თემაზე კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თემაზე 17 თებერვალს ქალაქ თელავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ადგილების გამოყოფა და საინფორმაციო ბანერის განთავსების ორგანიზება. პროექტის ფარგლებში “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია  “ეკოლაიფი” კახეთის 4 მუნიციპალიტეტში, დაგეგმილია 7 ადგილზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ურნების განთავსება. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, როგორ უნდა მოხდეს 7 ლოკაციიდან ნარჩენების დროული გატანა და გადამამუშავებლი კომპანიებისთვის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის…

მეტი...

იაპონიაში, საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ბორტზე ვირუსის შემთხვევათა რიცხვმა 454-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხომალდის ბორტზე თავდაპირველად 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. კორონავირუსით ინფიცირებულები იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით უკვე 1 770 ადამიანი ემსხვერპლა. გაზრდილია დაინფიცირების შემთხვევებიც, კორონავირუსი 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

მეტი...

ხონის მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულს უკიდია. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ჭერი.   შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.

მეტი...

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველო კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. გიორგი შენგელაიას შემოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. მის მიერ გადაღებული ყველაზე ცნობილი ფილმებია: „მაცი ხვიტია“; „ხარება და გოგია“; „სიყვარული ვენახში“ და სხვა არაერთი. მათ შორის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც დღემდე ცოცხლობს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ გაღიზიანებულია, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და კანონის შესაბამისად იმოქმედა” – ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატის ხედვას მოისმენენ, ასევე ყველას ექნება შესაძლებლობა კითხვები დასვან. „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები არიან გაღიზიანებული იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და პირები, ვინც პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდნენ სისტემური დანაშაულებისთვის და ა.შ, საქმეები ეს გახსნა, მათ ბრალი წაუყენა. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი თუ სხვა…

მეტი...

მიმდინარე წლის იანვარში, ტურიზმიდან შემოსავლებმა 20%-მდე მოიმატა

“მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიაში სასიხარულო ტენდენცია გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. კერძოდ, ქვრივიშვილის თქმით, იანვრის თვეში, ტურიზმიდან შემოსავალი 20%-ით გაიზარდა. „ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20%-ს, უშუალოდ მოგზაურების, ისევე, როგორც ტურისტების მონაცემებით. ჩვენ, ასევე, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხით და სულ რაღაც იანვრის თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20%-მდე. ამ ეტაპისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს საგანგაშო, პირიქით, როგორც ციფრები იუწყება, აღნიშნული წელი უკვე ძალიან წარმატებულად დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ“,…

მეტი...

ხვალ, ოპოზიცია ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, სირცხვილის დერეფნები მოეწყობა და გაიმართება საპროტესტო აქცია. “ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას, შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ, იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, ჩვენ ვართ ერთიანები და არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება. ირაკლი შოთაძე – ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ლიდერების,” – განაცხადა ვაშაძემ. გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს იგეგმება,…

მეტი...

„21  თებერვალს, მე მივიტან კალანდიას გამამართლებელი განაჩენის პროექტს… ის გახდება პროკურორი“  – ბრალდებულის ადვოკატი

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს, მიხეილ კალანდია უნდა გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მან უნდა გააგრძელოს განათლების მიღება იურიდიულ ფაკულტეტზე და თავის დროზე, გახდება ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი, რომელიც არასდროს არ შეასრულებს არც ერთი ხელისუფლების დაკვეთას“ – ეს განცხადება დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ადვოკატი მკვლელობის გამოძიების  გართულებაში პროკურატურას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათ გამო, მოკლულის მამას  ამდენი კითხვა გაუჩინეს და  არასწორ გზაზე დააყენეს.  ადვოკატმა იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რაც გამოძიების პროცესში გამოიკვეთა.     „საკმაოდ რთულ კომპონენტებთან გვაქვს საქმე. ამ საქმის ასეთ გართულებას, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში ვადანაშაულებ,…

მეტი...

გია ჟორჟოლიანი, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს რეალური საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.  გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. „მოლაპარაკებებში ჩართული არც ერთი მხარისგან არ ვლინდება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომლის მიზანი კონსენსუსის მიღწევა და ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა იყოს, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს. ბოლო პერიოდში, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების სტაბილურად წარმართვას. ამის მიუხედავად, აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას გარდაქმნის უფრო მეტი პროპორციულობისკენ და ინკლუზიურობისკენ, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა იქნება.…

მეტი...

“ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა. ამას ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.

მეტი...

“რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მართვის გეგმა შემუშავდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია,  მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას;…

მეტი...

საარსებო შემწეობას ქვეყნის მოსახლეობის 11,6% იღებს

2020 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 431 902 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 11,6 %-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღებთაგან 46 628 პირი 0-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვია, 105 596 კი, ექვსიდან 18 წლამდე პირი. წინა წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 427 373 ადამიანი იღებდა, 2019 წლის იანვარში კი 442 112. 2019 წლიდან სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითო ბავშვზე დახმარება გაუხუთმაგა და 50 ლარამდე გაუზარდა. იმისთვის, რომ ოჯახმა ბავშვზე გამოყოფილი თანხები მიზნობრივად განკარგოს, მუნიციპალიტეტების ნაწილში ერთ ბავშვზე განკუთვნილი 50 ლარიდან 30 ლარი სურსათისთვის არის გამოყოფილი, რომლის დახარჯვაც ოჯახს მხოლოდ საკვებ…

მეტი...

სირიის სამთავრობო არმიამ ალეპოს პროვინცია ამბოხებული სამხედრო ჯგუფებისგან გაათავისუფლა

სირიის სამთავრობო არმიამ ალეპოს პროვინცია ამბოხებული სამხედრო ჯგუფებისგან მთლიანად გაათავისუფლა. სირიის სამთავრობო სააგენტო, „სანას“ ინფორმაციით, სახელისუფლებო არმიის დანაყოფებმა ქალაქ ალეპოს დასავლეთით და ჩრდილოეთით რეგიონის ყველა ქალაქზე და სოფელზე დაამყარეს კონტროლი. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ასადის ძალებმა დაიკავეს „ემ5“ ავტომაგისტრალიც, რომელიც ალეპოს და დამასკოს ერთმანეთთან აკავშირებს. 16 თებერვალს, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა ალეპოს პროვინციის ქალაქები დაბომბეს, რომელიც შემდეგ ირანისგან მხარდაჭერილი ძალების დახმარებით, სირიის სამთავრობო არმიამ დაიკავა.

მეტი...

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსულ მხარესთან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო“ – სიმონ ნოზაძე

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპასთან მენტალურად ახლოს ვიყოთ,  საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის უფლება არ გვაქვს.  როდესაც კანონი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებასთან, ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო ვალდებულებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“, მაისში რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.     როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ განაცხადა, მინისტერიალის ფარგლებში, რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო ვალდებულებაა. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქტიური წინასაარჩევო თანამშრომლობა დაიწყო რუსულ მხარესთან. შეგახსენებთ, რომ მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალი გაიმართება საქართველოში. ევროსაბჭოს ყველა ქვეყნის მინისტრი მოწვეული იქნება და უნდა ჩამოვიდეს. ამ შემთხვევაში, მასპინძელი არის არა…

მეტი...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. „17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი. ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში, გასულ დღესთან შედარებით, ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი“, – განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ. მისივე ცნობით, ხვალ, 18 თებერვალს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს, 19 თებერვლიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე…

მეტი...

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 1,770 ადამიანი დაიღუპა, 70 ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 105-ით გაიზარდა. ინფექციით, საერთო ჯამში 1,770 ადამიანია დაღუპული. გაზრდილია დაინფიცირების შემთხვევებიც, კორონავირუსი 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 400-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო გემზეც. შეერთებულმა შტატებმა გემის ბორტზე მყოფი ამერიკის მოქალაქეების ევაკუირება ორი თვითმფრინავით უკვე უზრუნველყო. 40 ამერიკელი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს იაპონიის სამედიცინო დაწესებულებაში გაივლის. პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაშია გავრცელებული. გარდაცვალების შემთხვევები საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ტაივანშიც ფიქსირდება.

მეტი...

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

მეტი...

„თბილისი პარკინგმა“ 2 წელიწადში 22 მილიონი ლარი მიიღო

თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით,…

მეტი...

“როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?!” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის…

მეტი...