გმირთა მოედანი გადაკეტილია- აქციის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე არიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ, გადაკეტილია გზები. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”. მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს გმირთა მოედანი, ნაწილი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

მსგავსი თემები