საქართველოში გნოლის გამრავლება დაიწყო, ნამატს მაისში ელიან

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.  სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო. პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე  სააგენტოში ბინადრობს 500 მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი  და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.

მსგავსი თემები