გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ

არასრულწლოვან ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დაკავებული გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ამ წუთებში ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ. კონკრეტულად რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ამ ეტაპისთვის უცნობია, ინფორმაცია „მედიაცენტრმა მთავარმა“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატთან გადაამოწმა. როგორც არჩილ შაბაშვილმა გვითხრა, კონკრეტულად, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი მისთვის უცნობია. მისი თქმით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. ადვოკატი ვერ ადასტურებს, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს.   შეგასხენებთ, რომ მარიამ ჩოლოიანს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს, რადგანაც ის დაკავებისას შეუძლოდ გახდა. ხვალ კი მარიამ ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება. შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ…

მეტი...

“ყველა ქვეყანამ, ირანის ჩათვლით უნდა გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია კორონავირუსთან დაავშირებით” – მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დამალოს. „ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ შესაძლოა ირანის რეჟიმი მნიშვნელოვან დეტალებს მალავდეს. ყველა ქვეყანამ, ირანის ჩათვლით უნდა გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ ,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 16 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

“ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს. ნათია თურნავას განმარტებით, ეს ყველაფერი სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება რეგიონში არის ჯანსაღი. ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი იზრდება, იმავდროულად ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა; იქნება ეს დაჩქარებული პრივატიზება,  წიაღისეულის დაჩქარებული გადამუშავება თუ დასაქმებაზე ორიენტირებული ღონისძიებები. ეს ყველაფერი გვაძლევს გარემოებას,…

მეტი...

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის” – ატილა მესტერჰაზი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ატილა მესტერჰაზი ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი ვალდებულება ნატო-ს ფასეულობების მიმართ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი დადგენილება ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეში, ბადებს კითხვებსა და შეშფოთებას. ვშიშობ, დადგენილებასთან დაკავშირებული გარემოებები, კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ქართველი ხალხის…

მეტი...

შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

“ბიბისის” ინფორმაციით, შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობია, საიდან დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა აღრიცხეს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში, კერძოდ კატალონიაში. კატალონიის ჩათვლით, ესპანეთში კორონავირუსით სულ ოთხი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც ორი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა

ახალი კორონავირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მდინარე ენგურზე სანიტარულ კონტროლს ამკაცრებს. ე.წ. მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს „საზღვარგარეთ“ გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩიეს.

მეტი...

კორონავირუსზე ეჭვის გამო, აზერბაიჯანში 23 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

“აზერბაიჯანში 23 ადამიანი, კორონავირუსზე არსებული ეჭვის საფუძველზე, კარანტინში მოათავსეს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსა და აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარანტინში მოთავსებული ადამიანები ირანში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. “პირველადი შემოწმების შედეგად, ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. კარანტინის ბოლომდე ექიმები დააკვირდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დელიკატურად მიუდგნენ პრობლემას და ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის შესაქმნელად გავრცელებულ ინფორმაციებს.

მეტი...

საქართველოდან ირანში დღეს, კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ამჯერად, საქართველოდან ირანში დღეს 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა. ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

მეტი...

კორონავირუსის გამო, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

ჯანდაცვის სამინისტროში არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პუნქტებში მონიტორინგის ღონისძიებების გამკაცრებას არ გამორიცხავს. „ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები. ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომელიც დაბრუნდა ჩინეთიდან. არც…

მეტი...

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას. საგარეო უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს “გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება, აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიეროს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნის გააძლიერებისკენ მოუწოდებს. “ახლა ვხედავთ მოვლენების იმ სცენარით განვითარებას, რაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით. ვაფრთხილებდით ყველას, ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მზად, უნდა ჰქონდეს გავლილი ტრეინინგი და მოსახლეობის დასაცავად ზომები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა. კრისტიან ლინდმეიერის თქმით, ბევრ სახელმწიფოს პანდემიის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, ნაწილი კი, მოვლენების განვითარების მიხედვით მოქმედებს.

მეტი...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს ყოველდღიურად მეტ საფრთხეს უქმნის, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2 698-ს მიაღწია. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელთა გათვალისწინებაც დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია: ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, რადგან ის ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან სპირტის შემცველი ხსნარით. ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას. ხველისა და…

მეტი...

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA-ზე დაყრდნობით “როიტერსი” წერს.  ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირაჯ ჰარირიჩი ავად არის და ახლა კარანტინში იმყოფება.  ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაავადებას უკვე 60-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. 

მეტი...

უხანში, ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა. პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა.  ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა

მილანი-ქუთაისის რეისით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ექიმის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის პასუხის თანახმად, 29 წლის გოგონას H1N1 დაუდგინდა. 20 წლის ახალგაზრდა კლინიკის ბოქსირებულ პალატაში გუშინ მოათავსეს.

მეტი...

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

“სიენენის” ინფორმაციით, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ლომბარდიაში 212 შემთხვევა ფიქსირდება, ვენეტოს რეგიონში – 38, ემილია-რომანიაში – 23. გარდა ამისა, სამი შემთხვევა გამოვლინდა პიემონტში, სამი – ლაციოში, ორი – ტოსკანაში და ერთი – სიცილიაში. ამასთან, ვირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

მეტი...

„თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ“- სალომე ზურაბიშვილმა ჯარისკაცებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა. “25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო. ომი გაგრძელდა…

მეტი...

„ზაზა სარალიძეს შვილს ვერც ერთი სასამართლო გაუცოცხლებს, განაჩენი სამართლიანია” – დაცვის მხარე

ზაზა სარალიძის დაცვის მხარე მიხეილ კალანდიას ოჯახს სააპელაციო, უზენაესი და ევროპის სასამართლოსკენ მიუთითებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო, სამართლიანია. „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. ალეკო ცქიტიშვილი თვლის, რომ სასამართლო თავიდანვე სწორ კვალს დაადგა, როცა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება. „შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და მოსალოდნელი. სასმართლომ თავიდანვე მიანიშნა, რომ იყო ჯგუფური დანაშაულის ნიშნები და კიდევ ერთი პირი იყო დასაკავებელი. დაკავებულის მხარეს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციებში, ზაზა სარალიძეს შვილს ვერცერთი სასამართლო გაუცოცხლებს. მესმის მათი ემოცია,…

მეტი...

The Washington Times გიორგი გახარიას სტატიას აქვეყნებს – საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით. „ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატო-ს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან.…

მეტი...

„33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში, 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში,“-ლიკუნა ლობჟანიძე

ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლიკუნა ლობჟანიძე იმ ვითარებაზე ყვება, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთშია. „33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში. 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში, მხოლოდ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს ამარაგებენ. სახლთან სამხედრო სამედიცინო პერსონალი დგას, არ უშვებენ შიგნით და გარეთ არავის სპეციალური ნებართვის გარეშე.“-წერს ლიკუნა ლობჟანიძე, მისივე თქმით ჩინეთში უცხოელებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან. „საჭმელი კურიერს მოაქვს. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან უცხოელების მიმართ. გვირეკავს პოლიცია, გვეკითხება რამე პრობლემა ხო არ გვაქვს ვიზაზე, ხელფასის გადახდაზე ა.შ. არ შექმნილა არაფრის დეფიციტი პირბედეების გარდა, რაც უკვე აღმოფხვრილია. ინტერნეტის თანხები უკან…

მეტი...

გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება

მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმები ორმაგდება, როგორც კანონპროექტის ავტორები, დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე განმარტავენ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. “ფაქტია, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი, დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ამასთან, გასულ წლებში სამართალდარღვევების სტატისტიკა, დაახლოებით, ასეთია: 2018 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა, დაახლოებით, 3200-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის,…

მეტი...

„ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ხალხი საფრთხის შემცველია“-გია ვოლსკი

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს. „ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა – პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები – ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე. ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან…

მეტი...

„ამ შეკრებებს  ისე აანონსებენ თითქოს, უნდათ, რომ მისტიური ხასიათი შესძინონ“- კობა ნარჩემაშვილი

„თავების თვლა მიდის და ხდება, თავებს ითვლის ხელისუფლებაც და ოპოციზიაც, თუ ამ თავების რაოდენობა არის მცირე, არანაირ დათმობაზე არ მიდის  ხელისუფლება“- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, იგი 4 აპრილს დაანოსებულ აქციას ეხმაურება და მიაჩნია, რომ თუ საზოგადოებაში პროტესტი არ არსებობ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ გაიყვანს მათ გარეთ. „20 ივნისს ხალხი გავიდა გარეთ ყოველგვარი მობილიზების გარეშე,თუ შენს გვერდით დიდი რაოდენობით ხალხი დგას გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად. „ ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნას ერთიანობის ეფექტი ამ სიმრავლით .ისინი ხვდებიან რომ შესაძლოა არ იყოს ის რაოდენობა,  რასაც…

მეტი...

ვანდალური ფაქტი მცხეთაში – ნეკერჩხლის ხეები მიზანმიმართულად გაანადგურეს   

მცხეთაში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ,  გვიან ღამით, ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად გაანადგურეს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო. 24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია. „ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თითოეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.მცხეთის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

„მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც უგულავას პოლიტპატიმრად არ თვლის“ – კობა ნარჩემაშვილი

„დღეს პოლიტიკოსების უმეტესობა ლაპარაკობს ხალხის სახელით, სულერთია აქვთ მათ ხალხის მხარდაჭერა თუ არა“ -ამის შესახებ „დამოუკიდებელმა დეპუტატმა“ კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნარჩემაშვილი თვლის, რომ „პოლიტპატიმრების“გათავისუფლების მოთხოვნა ხალხის სახელით პოლიტიკური სპეკულაციაა. “მე მაგალითად ვიცი ძალიან ბევრი ადამიანების რაოდენობა, ასეულობითაა ეს, რომელიც უგულავას და იმ რეჟიმის შემოქმედებს პოლიტპატიმრებად არ თვლის, მაგრამ ეს ორი ძალა დღეს ერთმანეთს უწყობს ხელს, ეს ვითარება არ ასახავს საზოგადოების განწყობებს. ესაა მათი სურვილი თავის ვიწროპარტიული ინტერესები განაცხადონ ხალხის მოთხოვნად“ – განაცხადა ნარჩემაშვილმა. იგი თვლის, რომ მსგავსი სპეკულაციები ქართულ პოლიტიკას ბოლო 30 წელია ახასიათებს.

მეტი...

„ეჭიდაონ სტრასბურგს“ – 15 წლიანი სასჯელი და გეზი ევროპის სასამართლოსკენ  

მიხეილ კალანდიას ოჯახი და დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში წაიღებს. „საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეჭიდაონ სტრასბურგს“ – ეს განცხადება მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. „ეს მოსამართლე არაობიექტურია, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს. დიდი იმედი არც გვაქვს, რომ რამე შეიცვლება საქართველოშ. ევროპაში კი ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად…

მეტი...

სასამართლომ მიხეილ კალანდიას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას  სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელი 11 წლითა და 3 თვით განისაზღვრა. მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, მიხეილ კალანდიას ახლობლების მხრიდან  სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლის „უსამართლო“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.    შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია…

მეტი...

„შესაძლებლად მივიჩნიეთ 100/50-ზე დაშვება გარკვეული პირობებით“-კობა ნარჩემაშვილი (ვიდეო)

თავის დროზე ჩვენ ყველა„დამოუკიდებელმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ პროპორციულ სისტემას“ – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტ მთავარის „ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნარჩემაშვილი „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით საუბრობს და თვლის, რომ 100/50 – ზე ფორმატი მისაღებია გარკვეული პირობებით. „100/50 -ზე ვეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სავალდებულო ერთჯერადად ჩატარებული არჩევნები და ეს არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, მეორე იყო, რომ 2024 წლის პროპორციულ არჩევნებს არავითარი საფრთხე არ უნდა შეექმნას და ჩატარდეს ამ წესით, ასევე საუბარი იყო შუალედური თუ დაინიშნება, უნდა ჩატარდეს იმ წესით, რომელიც ამჟამად იქნება მიღებული“-განაცხადა ნარჩემაშვილმა, მისივე…

მეტი...

„4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია“- გიგა ბუკია

„ორი გვამი“, ერთხელ, როგორც გამოიყენა სააკაშვილმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისევე ეცდება მის დასაბრუნებლად გამოიყენოს“- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა გიგა ბუკიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უმრავლესობის ყოფილი წევრი თვლის,  რომ 4 აპრილს დაანონსებულ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენებენ. „4 აპრილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ეს იქნება 9 აპრილის „პრელუდია, ის, რომ დაპირისპირება და ძალის ესკალაცია ეს არის „ნაციონალური მოძაობის“ სტილი და სურვილი ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს, რომ ახალ ეროვნულ ძალად მოგვევლინებოდნენ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ 4 აპრილს იყოს დაძაბულობა ქვეყანაში“- განაცხადა…

მეტი...

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო გარიგება უფორმდებათ, თამლიანი კი ხელს არ აწერს

კახა კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილს, რომლებიც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები, საპროცესო გარიგება უფორმდებათ. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს –  ბესიკ თამლიანს, მასთან გარიგება ვერ შედგა, რადგანაც, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. როგორც დაკავებულის დედა რუსუდან თამლიანი აცხადებს, პროკურატურაში მას უთხრეს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს და დოკუმენტზე ხელმოწერა მას სთხოვეს. „პროკურატურაში დამიბარეს, თურმე, მხოლოდ ჩემი შვილი არ მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, დანარჩენებს კი ყველას უფორმდება. გიორგი მუკბანიანს ვუთხარი, შეცდომაში არ შემიყვანო, თუ რამე ისეთია ადვოკატთან ერთად მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ არა, არ არის საჭირო ადვოკატი, მარტო მობრძანდიო. მივედი, საბუთი…

მეტი...

„ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს“ – გიგა ბუკია (ვიდეო)

„დაკავების ფორმასთან და დროსთან დაკავშირებით,შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „პოლიტპატიმრები“ გვყავს ქვეყანაში“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განცხადა.  ბუკია თვის, რომ ქვეყანაში დღეს ე.წ პოლიტპატიმრები არ არიან და ოპოზიცია ამის გამო ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდეს. “ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს, მაგრამ არასასურველ პოლიტიკურ დროს დაემთხვა ეს ყველაფერი, მე არ ვთვლი, რომ ამის გამო ულტიმატუმებით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, ეს საკითხები უნდა იყოს გამიჯნული და პროპორციულზე გადასვლა არ უნდა იყოს ამ მოთხოვნებზე დამოკიდებული“- განაცხადა გიგა…

მეტი...

საქართველოში გნოლის გამრავლება დაიწყო, ნამატს მაისში ელიან

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.  სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო. პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე  სააგენტოში ბინადრობს 500 მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი  და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.

მეტი...

”ის, რომ 100/50-ზე ჯობია არსებულ სისტემას, ამაზე არ უნდა ვდაობდეთ” – გიგა ბუკია

“ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მისაღებია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა. ბუკის განმარტებით ხელისუფლების მხრიდან ახალი შემოთავაზებული მოდელი, ხელს შეუშლის, იმს, რომ ხელისუფლება ერთ პოლიტიკური ძალის ხელში აღარ  კონცენტრირდეს. ბუკია, ნულოვანი ბარიერის აღდგენის ინიციატივითაც გამოდის. „მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ სრული ძალაუფლება კონცენტრირდება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, თუ იქნება 100/50 – ზე, იმის ალბათობა, რომ არჩევნებს შემდეგ ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირდეს იქნება შეუძლებელი. კარგი იქნება ასევე გაცოცხლდეს ნულოვანი ბარიერი, რადგან ეს მცირე პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წარმოაჩინოს თავის ინტერესი…

მეტი...

„ცოტნეს მდგომარეობა კონტროლქვეშაა“ – კონსტანტინე გამსახურდია

„მკურნ​ალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“ – ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა. გამსახურდია , ძმის მკურნალობის ეტაპებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინსვლა იგრძნობა. “ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ. გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე საუბარზე რეაგირებს: „მას თვალები…

მეტი...