თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში, თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები