”ის, რომ 100/50-ზე ჯობია არსებულ სისტემას, ამაზე არ უნდა ვდაობდეთ” – გიგა ბუკია

“ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მისაღებია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა.

ბუკის განმარტებით ხელისუფლების მხრიდან ახალი შემოთავაზებული მოდელი, ხელს შეუშლის, იმს, რომ ხელისუფლება ერთ პოლიტიკური ძალის ხელში აღარ  კონცენტრირდეს. ბუკია, ნულოვანი ბარიერის აღდგენის ინიციატივითაც გამოდის.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ სრული ძალაუფლება კონცენტრირდება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, თუ იქნება 100/50 – ზე, იმის ალბათობა, რომ არჩევნებს შემდეგ ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირდეს იქნება შეუძლებელი. კარგი იქნება ასევე გაცოცხლდეს ნულოვანი ბარიერი, რადგან ეს მცირე პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წარმოაჩინოს თავის ინტერესი პარლამენტში და გამოსცადოს საკუთარი რესურსი“- განაცხადა გიგა ბუკიამ.

ბუკია იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა 2006-07 წლებში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ჩააგდო.

„კონსერვატიული პარტია 2006-07 წლებში ვითხოვდით ცვლილებას საარჩევნო კოდექსში და არსებულის ჩანაცვლებას პროპორციულით, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო, დღეს ანალოგიური „ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ, რის გამოც დავტოვეთ პარლამენტი. ხელისუფლება უნდა ასრულებდეს დანაპირებს“- განაცხადა გიგა ბუკიამ.

მისივე ინფორმაციით „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მოლაპარაკებები პარტიაში სულ მოკლე დროში დაიწყება.

მსგავსი თემები