ირანთან საზღვარი თურქეთმაც ჩაკეტა

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, ირანთან საზღვარი თურქეთმაც ჩაკეტა. „რისკი მაღალია, თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად“, – ვკითხულობთ ადგილობრივი  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ირანში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელება მატულობს, დაავადებულთა ოდენობა 50 ადამიანს აღწევს. გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი.  

მეტი...

საქართველოს მთავრობამ ირანთან ფრენა აკრძალა, ცარილ თვითმფრინავეს შეუძლიათ, მოქალაქეები გაიყვანონ

„ახალი კორონავირუსის“ ქვეყანაში გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. „როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მოზარდი თავისუფალია

გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია. სუს-ის ინფორმაციით, გათავისუფლებული მოზარდი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი გუშინ, ღამით დააკავეს.

მეტი...

თურქეთში, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთ-ირანის საზღვარზე, ვანის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი. თურქული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 43 დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა. მიწისძვრამ შენობები დააზიანა ირანშიც, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 25 ადამიანი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ხაზზეა თურქეთის ყველა შესაბამის უწყებასთან, სტიქიის ზონაში დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

მეტი...

ახალგაზრდა ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი გარდაიცვალა

28 წლის ადვოკატ გიორგი სიმონიშვილს, რომელსაც მძიმე დიაგზონი, შუასაყრის ლიმფადენოპათია (ლიმფობლასტიური ლიმფომა) საკმაოდ რთული ფორმებით დაუდგინდა, გარდაიცვალა. იგი მკურნალობის კურსს, საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, რაც დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. გიორგი მიუნხენის კლინიკაში იყო, სადაც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა. გიორგი სიმონიშვილი 28 წლის ასაკში გარდაცვალა. “მედიაცენტრი მთავარი” მწუხარებას გამოთქვამს ადვოკატ, გიორგი სიმონიშვილის გარდაცვალებას გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

მეტი...

“დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა” – პრემიერი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე

“დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მეტი...

პრეზიდენტი გამოვიდა ინციატივით, თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება. ინიციატივა პრეზიდენტმა პარლამენტში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. „ბოლოს მინდა, ერთი აზრი დავტოვო თქვენთან – ალბათ დრო მოვიდა, ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა, რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი, რომელიც შიგნით არის და საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც საჭირო არის. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები, როგორც ყველა ჩვენ ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც შევძლებთ, შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ…

მეტი...

“ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის იუნკრების შეურაცხყოფა” – სალომე ზურაბიშვილი

“მათი ბედი იყო უსამართლო, ბრძოლა იყო უთანასწორო”, – ამის შესახებ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ძალიან იშვიათია, იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ. “ქართველ სამხედროებს სადაც არ მოუწევთ ბრძოლა, ავღანეთი იქნება, თუ ცენტრალური აფრიკა, ყველგან მათი ბრძოლა არის დაუვიწყარი სხვებისთვის, რადგან აქვთ ეს შემართება, ეს გამბედაობა, რომელიც მოდის მხოლოდ, როცა იცი, რისთვის იბრძვი. მათ, ვინც აქ განისვენებენ, იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ, იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსი არის ბრძოლის, ბოლომდე ბრძოლის, ამ თავშეწირვის და ეს არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს როგორც მაგალითი, რომელიც უნდა ვატაროთ, რომელიც ჩვენ…

მეტი...

“კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა” – გიორგი გახარია

“კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ. „რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე, დავით ზალკალიანი გაეროში ისაუბრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ მაღალი დონის პანელზე სახელწოდებით: “Good Human Rights Stories about “Women Empowerment and Gender Equality”. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის, ვინც ევროკავშირმა გაეროსთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა. ღონისძიების მონაწილეებს დავით ზალკალიანთან ერთად სიტყვით…

მეტი...

ჩინეთიდან დაბრუნებული ქართველები საჩხერეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კვლავ საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის ​ინფორმაციით, 34 პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მაია ხელაძის თქმით, ორ მათგანს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ორკვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერეში გადის. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ, სასტუმროში არიან განთავსებული. მათ შორის 24 ქალი, 8 კაცი და ორი ბავშვია.

მეტი...

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული კ.ა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. “ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით…

მეტი...

კორონავირუსის გამო, საგარეო უწყება ქართველებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

სოფელ კირბალთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იმ დროს დააკავეს, როცა ის ტყეში შეშას აგროვებდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

მეტი...

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს” – ილია მეორე

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. სტუმრებმა  ილია მეორეს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში. ილია მეორის თქმით,  მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.  პატრიარქმა სტუმრები დალოცა და…

მეტი...

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  თბილისის მერიიდან ცნობეს, 23-29 თებერვალს, საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: • ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა;• ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.• თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.• არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21,51,61,85 და მიკროავტობუსის N170…

მეტი...