გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება

მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმები ორმაგდება, როგორც კანონპროექტის ავტორები, დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე განმარტავენ, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით.

“ფაქტია, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი, დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, გასულ წლებში სამართალდარღვევების სტატისტიკა, დაახლოებით, ასეთია:

2018 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა, დაახლოებით, 3200-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის, 150-მდე – იურიდიული პირის მიერ.

2019 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა, დაახლოებით, 3800-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის, 500-მდე – იურიდიული პირის მიერ.


მსგავსი თემები