ლაგოდეხის მერის “ტექნიკური შეცდომა” – ფოტოშარჟები “ფეისბუქიდან”

დღეს, ინტერნეტში ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ფოტო გავრცელდა, რომელზეც, ინტერნეტმომხმარებლების თქმით, ის ფოტომონტაჟის მეშვეობით ახლად მოასფალტებულ ქუჩაზე არის გადაღებული. ფოტო სერ­გი ბე­რი­ა­ნი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა აღ­წე­რით: “ლა­გო­დე­ხის მერ­მა სა­მუ­შაო პრო­ცესს ვერ მი­უს­წრო… ადგა და ფო­ტო­შო­პით ჩა­ას­მე­ვი­ნა თავი მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, ოღონდ და­პა­ტა­რა­ვე­ბა და­ა­ვი­წყდათ და სახლზე დიდი გა­მო­ვი­და, შემ­დეგ რაც მოხ­და გა­გა­ო­ცებთ. ადგა და პრო­ფი­ლის ფო­ტოდ ატ­ვირ­თა. რა თქმა უნდა, მა­ლე­ვე წა­შა­ლა რო­გორც მი­უხ­ვდნენ “, – წერს ბე­რი­ა­ნი­ძე. ლაგოდეხის მერიაში ეს ფაქტი ტექნიკური შეცდომით ახსნეს. სოციალურ ქსელებში კი ჯონდო მდივნიშვილის აღნიშნული ფოტოს რამდენიმე ფოტომონტაჟი გავრცელდა.

მეტი...

როგორ კეთდება ანალიზი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრში – კადრები ლაბორატორიიდან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვიდეოს ავრცელებს, თუ როგორ ხდება ლუგარის ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსის 2019-nCov დიაგნოსტიკა.

მეტი...

“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის” – სტივ ჩაბოტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. უკვე გაიმართა შეხვედრები კონგრესმენებსა და სენატორებთან. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში გამოგზავნილი კრიტიკული წერილებია. კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ის მადლობას უხდის ქართული მხარის სამხედრო დანაყოფს, ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლისთვის. “ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვაფასებთ და ვაფასებთ იმასაც, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩვენთან ერთად იბრძვიან. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს დიდი ხანია ოკუპირებული აქვს, თუმცა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის,”- განაცხადა…

მეტი...

ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული. მასალის მიხედვით, ევროკავშირის ანგარიშში მთავარი ყურადღება ეთმობა რეფორმების ტემპის შენარჩუნებას და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის მნიშვნელობას. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში. „საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსა და მის მეუღლეს, დუგლას მორისს უმასპინძლეს. როგორც „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზია 2020-ზე

ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსს წელს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, 12, 14 და 16 მაისს მასპინძლობს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალის, მეორე ნაწილში, 14 მაისს იმღერებს. აქტიურ ფაზაში შედის სიმღერაზე მუშაობა. თორნიკე ყიფიანი სიმღერას “ბრავო რექორდსში” წერს. ცნობილია, ისიც რომ მას სამი ბექვოკალისტი ეყოლება. მარიამ შენგელია, ალეკო ბერძენიშვილი და მარიკო ლეჟავა. სიმღერის კლიპსა და სცენოგრაფიაზე ქართველი და უცხოეული პროდისერები იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს და საუკეთესო შედეგს 2010-2011 წლებში მივაღწიეთ. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანია Open Up – გაიხსენი.

მეტი...

არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი აშშ-ი სენატორს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. „პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით სენატორ ვიკერს – ამ შეხვედრით დავასრულე ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც ვფიქრობ, იყო კიდევ ერთი დასტური საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის. წარმატებას ვუსურვებ არჩილ თალაკვაძეს, რომელიც აგრძელებს ვიზიტს“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტი დასრულებულია. ამასთან, აშშ-ში იმყოფება და შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ხელმღვანელობით.

მეტი...

ქარბუქში დაკარგული ბავშვები იპოვეს – 27 საათაინი ძებნა ალასკაზე

აშშ-ში, ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ბავშვები 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ორიდან 14 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი თავიანთი სოფლიდან, ნუნამ იკუადან თოვლმავლით სასეირნოდ იყვნენ წასული, როდესაც ქარბუქი დაიწყო. მოგვიანებით, ისინი სოფლიდან 16 მილის დაშორებით იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბავშვებმა გვირაბს შეაფარეს თავი, რომელიც თოვლში თავად გააკეთეს. უფროსები ორი წლის პატარას შემოეხვივნენ, რათა მცირეწლოვანი თბილად ყოფილიყო. 14 წლის კრისტოფერ ჯონსონს, რვა წლის ფრენკ ჯონსონს, შვიდი წლის ეტან კამილს და ორი წლის ტრეი კამილს ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ. ისინი ვერტმფრენით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია, ორი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მეტი...

კოპენჰაგენის აეროპორტში კორონავირუსი მგზავს აღმოუჩინეს

კოპენჰაგენის აეროპორტმა ერთ-ერთი მგზავრის გამო, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა, მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, კოპენჰაგენში ჩინეთიდან, ფინეთის გავლით ჩაფრინდა. აეროპორტის წარმომადგენლებმა ტერმინალი 3 დროებით დახურეს, რომელიც მოგვიანებით გაიხსნა. ევროპაში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მეტი, 13 – გერმანიაში, საფრანგეთში ექვსი ადამიანია ინფიცირებული, იტალიაში კი, აღნიშნულ ვირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ტურისტულ გემზე მეოთხე დღეა კარანტინია

იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ტურისტულ გემზე მეოთხე დღეა კარანტინია. გემზე 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდგინდა. დააავადებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გემზე კარანტინი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება. ლაინერზე მგზავრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის მამაკაცს ვირუსი აღმოაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 638 მიაღწია. ინფიცირებულია 31 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაშიც. უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსით დაიღუპა ჩინელი ექიმი, რომელმაც ახალი ინფექციის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა . პარალელურად, ქვეყანას ტოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები. შეერთებულმა შტატებმა უხანიდან დამატებით 500-მდე მოქალაქის ევაკუაცია უზრუნველყო. ტაივანმა თავის პორტებში ყველა საერთაშორისო საკრუიზო გემის შესვლა აკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით 11…

მეტი...

გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეირჩა

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა – ვაჭარაძე ვალერიანი 0 ხმა, დარიკო თორდია 0 ხმა, სოფიო შენგელია 1 ხმა, ირაკლი შოთაძე 11 ხმა.  საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ოთხ კანდიდატს შორის მოუწია. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით მოხდება.

მეტი...

„კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას“ – ირაკლი ბერაია

„ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაკეთებულ განცხადებებში, ცალსახად აღნიშნეს რომ ინფორმაცია, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციამ მიაწოდა, აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო და შეხვედრებიც შეფასებული არის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა და ის არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს მხარდაჭერა არის მზარდი, რასაც მეტყველებს სხვადასხვა დოკუმენტებში, სამართლებრივ აქტებში გაკეთებული ჩანაწერები მათ შორის, ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს ამერიკის…

მეტი...

ზვავსაშიშროება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება  შევიდა №430 დადგენილებაში “ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. ცვლილების  მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის  ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს. წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა…

მეტი...

კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა პანგოლინების საშუალებით გავრცელდა

ახალი კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა, პანგოლინების საშუალებით გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ სავარაუდოდ, ვირუსი ღამურებიდან ჯერ პანგოლინებს გადაედო, შემდეგ კი, პანგოლინებით არალეგალური ვაჭრობის დროს, ადამიანებზე გავრცელდა. პანგოლინის ხორცი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში დელიკატესად მიიჩნევა, ასევე მისი ჯავშნის ქერცლს აქტიურად იყენებენ ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში. შესაბამისად, შავ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ პანგოლინი საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაცული, ის აზიაში არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლია.

მეტი...

“ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება” – ანრი ოხანაშვილი

“ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება”, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გენერალური პროკურორის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რა პასუხებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ის ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. “მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“,…

მეტი...

ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს. ახალგორის გამგებლის თქმით, დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ გადმოსულა. ახალგორის ე.წ. გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე, ინფორმაცია გუშინ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა.  გამშვები პუნქტის გახსნის მორიგ თარიღს ახალგორელებს მოგვიანებით აცნობებენ. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6 თებერვლამდე გახსნეს.

მეტი...

იაპონიაში, კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფ საკრუიზო ხომალდის ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.  იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტი ჩაუტარდა 273 ადამიანს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. დაავადებულთა შორის იაპონიის 21 მოქალაქეა. ახალ პაციენტებს ტოკიოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაიყვანენ. საკრუიზო გემი კარანტინში იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან იმყოფება. ხომალდის ბორტზე 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება.

მეტი...

ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ ცხრა მარშრუტზე შეიცვალა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU -ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსების კიდევ ერთი ნაკადი  წარუდგინა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენი პრიორიტეტია არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ის პრობლემას წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შემოყვანას, რათა იმ უბნებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობს, თუმცა დიდია მოცდის პერიოდები, შევამციროთ. როგორც აღვნიშნე, 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დასრულებულია, 220…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს – გამოკვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორ მოქალაქეს აკვირდებიან, რომლებიც კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს. ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არიან დასაქმებული. „იღებენ შესაბამის სინჯებს და პასუხები დღეს, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას” – მდინარაძე შოთაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენენ, მმართველი გუნდი აპირებს, რომ მას მხარი დაუჭიროს. „ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებსა და რეპუტაციას. შესაბამისად, მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა მდინარაძემ. საპროკურორო საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად გენერალური პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს. ოთხ კანდიდატს შორის არის ირაკლი შოთაძე.

მეტი...

“ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება” – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

“15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მათ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უკვე მიმართეს. „მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი…

მეტი...

დუშეთში, მგელმა ქალი დაკბინა

გუშინ, დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები. „მძიმე დაზიანებები იყო. სახეზე ჰქონდა მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ორივე ხელი ჰქონდა მძიმედ დაზიანებული და ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი. სპეციალური ბრიგადის მიერ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. სახის დაზიანებები პლასტიკური ქირურგის მიერ იქნა აღდგენილი. ხელის აღდგენა მოხერხდა ყველა სტრუქტურის აღდგენით, თუმცა შესაძლოა, მოყვეს გართულებები, რადგან მგელის ნაკბენით მიყენებული ჭრილობები რთულად ხორცდება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა, ირაკლი ფერაძემ.

მეტი...

“ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს” – სი ძინპინი

“ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს”, – ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრიისას. გავრცელებული ვერსიით, დონალ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხდნენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 636-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 31 ათასი ადამიანი.

მეტი...

“ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ორი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა” – მარინა ეზუგბაია

„გუშინ მოთავსებულ ორ პაციენტთან უკვე ჩატარდა კვლევა, ახალ კორონავირუსზე და მიღებული არის უარყოფითი პასუხი, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსით”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ „ბე“ ტიპის ვირუსი აღენიშნებათ. “ამ ეტაპზე ჩინეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომ აქვს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან ეტიოლოგიაა ამ ვირუსული ინფექციის. რაც მთავარია, ორივე პაციენტთან გამორიცხულია კორონავირუსი. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები შესაძლებელია, გაეწერონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ გააგრძელონ მეთვალყურეობა სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; დაითესება ბალახი, მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი პავილიონი, დამცავი მოაჯირი და ბორდიური; ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება ურნები და საპარკე სკამები. პროექტის დეტალები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. „ამ ტერიტორიას ახლა სკვერს ვერც ვუწოდებთ, იმდენად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ნორმალური დასასვენებელი სივრცე. შევხვდით მოსახლეობას და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ასეთი ტიპის…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა – ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პაციენტს პირველად აღმოუჩინეს ახალი “კორონავირუსისითვის” დამახასიათებელი სიმპტომები. ამ დროის განმავლობაში ვირუსმა თითქმის მთელი აღმოსაველეთ აზია მოიცვა და შეაღწია ჩინეთიდან 1500 მილის მოშორებით მდებარე ქვეყნებში, გამონაკლისია მცირერიცხოვანი მონღელეთი, სადაც ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღმოჩენილი. ქალაქი უხანი, სადაც ეპიდემიის ბუმი მძვინვარებს 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 31 000-ზე მეტი დაინფიცირდა ვირუსით, მაგრამ გამონაკლისია ჩინეთის მეზობელი, ჩრდილოეთ კორეა, სადაც არ გვხდება ინფიცირების ერთი შემთხვევაც კი. როგორ აირიდა ვირუსი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მთელი მსოფლიო მოიცვა?! CNN-ი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად…

მეტი...

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია. კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

მეტი...

„კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით დააჯარიმეს – შესაძლოა, კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. „კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა…

მეტი...

“აშშ-ის კონგრესში საქართველოსადმი არსებობს ნდობა, ოპტიმიზმი და დიდი მხარდაჭერა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებობს ნდობა, მხარდაჭერა და ოპტიმიზმი.  „ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი. ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე აშშ-ისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა, ამას მომავალშიც არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არის დიდი ინტერესი. ჩვენთვის ეს წერილები, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, არის ახალი შესაძლებლობა, რომ გავუზიაროთ მეგობრებს გეგმები მომავალთან დაკავშირებით.  ჩამოვედით კონკრეტული წინადადებებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლის შეთავაზებასაც…

მეტი...

თბილისში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე, ბინაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის ქალის დაღუპვის მიზეზი კვამლით გაგუდვა გახდა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა კი ქალის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა . პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები ქავთარაძის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ.

მეტი...

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმი შეიცვალა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა და სრულად ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ. პროგრამაში გათვალისწინებულია 5 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, მათ შორის 5 წლამდე შშმ ბავშვებისათვის ანტიბაქტერიული მედიკამენტების დაფინანსებაც პროგრამის იმპლემენტაცია დღეიდან 2 კვირის ვადაში განხორციელდება, დამტკიცდება მედიკამენტების ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის საფუძველზე…

მეტი...

638 გარდაცვლილი და 31 ათასზე მეტი ინფიცირებული – ვითარება ჩინეთში

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 638-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 31 ათასზე მეტი ადამიანი. უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსით ჩინელი ექიმიც დაიღუპა, რომელმაც ახალი ინფექციის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია. პარალელურად, ქვეყანას ტოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები. შეერთებულმა შტატებმა უხანიდან დამატებით 500-მდე მოქალაქის ორი სამგზავრო თვითმფრინავით ევაკუაცია უზრუნველყო. ჩინეთიდან დაბრუნებული პირები რამდენიმე დღეს სამხედრო ბაზაზე -კარანტინში გაატარებენ. იაპონიაში საკრუიზო გემზე ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ტაივანმა თავის პორტებში ყველა საერთაშორისო საკრუიზო გემის შესვლა აკრძალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით 11 თებერვალს დაგეგმილ ფორუმზე იმსჯელებს.

მეტი...

გენერალური პროკურორობის კანდიდატს, პარლამენტისთვის წარსადგენად, დღეს შეარჩევენ

საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს. ფარული კენჭისყრით არჩეულ ერთ კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის არჩევა ხმათა უმრავლესობით მოხდება. ​საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი გუშინ შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია. აღნიშნული კანდიდატებიდან ერთს საპროკურორო საბჭო დღეს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

მეტი...

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი, 8-10 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნული სააგენტოში. უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

მეტი...