“საქართველოს მადლობელი ვართ” – აშშ-ს თავდაცვის მდივანი

“საქართველოსი მადლობელნი ვართ გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის”, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“- წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.

მეტი...

დიღმის მასივში “თელასის” ქვესადგური დაიტბორა – მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისში, დიღმის მასივში აბონენტებს, დაახლოებით, ნახევარი საათია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” “თელასში” განუცხადეს, GWP-ს წყლის მილის გასკდომის შედეგად ქვესადგური დაიტბორია და ამიტომაც უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გათიშეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში წყალს ტუმბავენ. “ქსელში ავარიული გამორთვების გამო, არ მიეწოდებათ აბონენტებს ელექტროენერგია. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია. ელექტრომომარაგება, სავარაუდოდ, დღესვე 22:34 საათზე აღდგება”, – აცხადებენ “თელასში”.

მეტი...

2008 წლის ომის საქმეზე, გიორგი გახარია საერთაშორისო პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

 მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი გახარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს.  „საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა: ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს; ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო…

მეტი...

ფოთის ყოფილი მერი და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.  ირაკლი კაკულიას 50 000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩიაკი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში…

მეტი...

თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩამოვა, ოპოზიცია უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს აანონსებს

ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში მაისში ჩამოვა, ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციას უხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, ოპოზიცია უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტს აანონსებს.  “ლავროვის ვიზიტი იქნება ძალიან სერიოზული პრობლემის შემქმნელი, ვინაიდან ლავროვი არის ადამიანი, ვინც უკვე 12 წელია პირადად მონაწილეობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარებაში და ვინც უკვე 12 წელია პირადად ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქუცმაცებს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ასეთი ადამიანის საქართველოში შემოშვებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ძალიან დიდი უკმაყოფილება და სრულიად ლეგიტიმური, უმწვავესი პროტესტი საზოგადოების მხრიდან”- განაცხადა “ევროპული საქართველოს”…

მეტი...

მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი დაუმძიმდა

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ბრალი დაუმძიმდა. მკვლელობის გარდა, ემზარ კვიციანის ძმისშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულს უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურს თუ არა მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, თუმცა კვიციანი სხდომაზე არ მივიდა. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

მეტი...

ბელიაშვილის ქუჩაზე საწყობი იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს. ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული

მეტი...

„მართალია, პალატაში ანასა და მანანა არჩვაძეს შორის შეხლა-შემოხლა არ მომხდარა, თუმცა, ის, მომხრეებს ანას წინააღმდეგ ამხედრებს“

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ირგვლივ ისევ სკანდალია. დაპირისპირების მიზეზი ისევ ცოტნე გამსახურდიაა. ამჯერად, მანანა არჩვაძეს ქმედებას ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აპროტესტებს და სახალხო დამცველსაც კი მიმართავს. როგორც ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საქმე ეხება სოციალური ქსელებში, მანანა გამსახურდიას მხრიდან გავრცელებულ ფოტოებს, სადაც, პალატაში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიაა გამოსახული.       ჯაბა კვარაცხელია: გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ შეტყობინება, რომ ქალბატონ მანანა არჩვაძე თავის გვერდიდან აზიარებდა ცოტნეს პალატაში გადაღებულ ფოტოს, რომელიც არ არის მარტივი სანახავი და პაციენტის უფლებებსაც ლახავს. ამ ფოტოსთან დაკავშირებით, გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ეს…

მეტი...

„სახელმწიფო დაინტერესებულია, ქვეყანაში ენერგიის ალტერნატიული წყაროები დაინერგოს“ – სულხან მახათაძე

საქართველოს პარლამენტის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილის, სულხან მახათაძის განცხადებით, საქართველოში ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისთვის და მაც ალტერნატივა არ გააჩნია. აღნიშნული განცხადება მახათაძემ „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში საჯარო და კერძო დიალოგის აქტივობათა სერიის დათვალიერებისას გააკეთა. პროექტის: „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებმა გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს და სხვა საჯარო მოხელეებმა,  ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ექსპერტებმა განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე არაერთი სტარტაპი დაათვალიერეს. მათ შორის, „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია”-ს მიერ თბილისში განთავსებული, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური…

მეტი...

“ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს” – ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტერიალზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მინისტერიალის ორგანიზებას მოახდენს ევროპის საბჭოს წესდების თანახმად და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. “ჩვენი პოზიცია ცნობილია – საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას.…

მეტი...

სოციალურად დაუცველებს, გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში, თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან შევა ძალაში. „როგორც იცით ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც სარგებლობს – 430.000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით, გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის…

მეტი...

“დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს” – აბაშიძე ზახაროვას პასუხობს

“დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას”, – ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას. „რაც შეეხება ქალბატონ ზახაროვას კომენტარს, დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ საჭირო არ არის. ამ განცხადებაზე უფრო სიღრმისეულად შესვლა, არაფერს გვარგებს. ჩვენ ფორუმი კარგად მოვამზადოთ და რაც მთავარია, დავიცვათ ეს ბალანსი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებისა და…

მეტი...

“ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება” – არჩილ თალაკვაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დათმობა ეროვნული ინტერესების ხარჯზე  ვერ და არ მოხდება.  აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ქართული მხარე საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. „საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი…

მეტი...

ხანძარი თბილისი-ზუგდიდის მატარებელში – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. „შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მეტი...

საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 870-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, მთლიანობაში, სხვადასხვა სახის 24 დარღვევა დაფიქსირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები. „2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო  სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე  სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნეს-ოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები“ – აცხადებენ უწყებაში.  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და…

მეტი...

„ბლუმბერგი“ ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს

გამოცემა „ბლუმბერგი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე საუბრობს. როგორც  გამოცემა წერს, ბიძინა  ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა და მას „ჩრდილოვან ბოსს“ უწოდებს. „თავად ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. საქართველომ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, რომლებიც ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს,  ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ ორშაბათს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო“ – წერს გამოცემა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის…

მეტი...

ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით, სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.  ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი…

მეტი...

„ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ვიცი, რისი თავი აქვთ“ – დავით ჭიჭინაძე მარგველაშვილ-კვირიკაშვილზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ან გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ ამინდს დადებითად ვერ შეცვლის, რადგან, მათ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ გამოაჩინეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.       „მე ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ მათ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ, არც ერთს, არც ერთი ნაბიჯი გადაუდგია. შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. მარგველაშვილმა, მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუ მას…

მეტი...

“თვალთმაქცობა თუ არ არის მათი სიტყვები, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები” – თალაკვაძე ზახაროვას პასუხობს

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და პირველ რიგში გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება. „სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 დაავადდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს. მათივე განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და ოფიციალური სტატისტიკა უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია, ხოლო დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

მეტი...

დავით ზალკალიანი გერმანიაში, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიებში. მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, “The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ. უწყების ცნობით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ…

მეტი...

„ოქროს ფასი აქვს ყველა იმ ნარჩენს, რაც ნაგავსაყრელზე იყრება“ – ხათუნა ახალაია ნაგვის ბიზნესზე (ვიდეო)

გარემოს დაცვის ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნარჩენების მართვის თემაზე ისაუბრა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ნაგავსაყრელზე გადაყრილ ნაგავს დღეს ოქროს ფასი აქვს და ეს ბიზნესი მსოფლიოს კარგად აქვს აწყობილ, თუმცა, ჩვენთან, საკითხის დაძვრა ვერ მოხერხდა. „მაგალითად, შვეიცარიას ნარჩენი არ აქვს და მზადაა, იყიდოს ის. გამოდის, რომ იმდენად მაქსიმალური გადამუშავება ხდება თითოეული ფრაქციისა,  რომ აღარ დარჩა ქვეყანაში რესურსი იმისა, რომ გადამამუშავებელმა ქარხნებმა იმუშაონ. ნაგვის გადამუშავება მნიშვნელოვანი თემაა, ერთი იმიტომ, რომ გარემოს დაცვის კუთხით, ბუნებრივი რესურსები იზოგება; გამოყენებულია მეორადი ნარჩენი იმისთვის, რომ აწარმოონ გარკვეული სახის  პროდუქცია  და შესაბამისად, ნაგავსაყრელსაც…

მეტი...

თურქეთმა სირიის საზღვართან ტანკები გაგზავნა

თურქეთმა სირიის საზღვართან ტანკები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იდლიბში გადასროლილია ათასამდე სამხედროც. ვითარება იდლიბის პროვინციაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას სირიის არმიის ოპერაციას ხუთი თურქი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაბომბვის დროს ასევე დაშავდა შვიდი თურქი ჯარისკაცი. თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სირიის მთავრობას სამხედროების პოზიციების შესახებ მონაცემები წინასწარ ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ოპერაცია მაინც ჩაატარა. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თუ რეგიონში ვითარება არ დასტაბილურდება, თურქეთის ხელისუფლება იდლიბში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებასაც არ გამორიცხავს. გაუქმებულია სირიის ტერიტორიაზე დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირებაც.

მეტი...

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა ინტენსიური თოვაა

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, რამდენიმე დღეა ინტენსიური თოვაა. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები: თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო…

მეტი...

ტრამპი კონგრესის თანხმობის გარეშე ირანში სამხედრო მოქმედებებს ვეღარ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს.  კენჭისყრამდე, სენატი ტრამპმა გააფრთხილა, რომ არ აენთო მწვანე შუქი ამ რეზოლუციისთვის. „ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატმა არ მისცეს ხმა ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას. ჩვენ ირანთან მიმართებით კარგად გვაქვს საქმე და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის. ამერიკელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ტერორისტ სოლეიმანიზე თავდასხმას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1486-ს მიაღწია, ხოლო დადასტურებულია ინფიცირების 64 429 შემთხვევა. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა შვიდი ათასზე მეტი პაციენტი. 180 ათასამდე ადამიანი კი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში. ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი. იაპონიის მთავრობა კი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა ინფიცირებულთა მკურნალობასა და სამედიცინო დაწესებულებების ტესტირებისთვის საჭირო სისტემებით აღჭურვას მოხმარდება. ასევე გაიზრდება სამედიცინო ნიღბების წარმოება.

მეტი...

თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე ერთ პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, ხუთი აბი „ექსტაზი“ და ერთი შეკვრა “მდმა”. “გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დანაშული ხუთიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

მეტი...

მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სწავლა კიდევ ერთი დღით გადაიდო

ინტენსიური თოვის გამო, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი დღით გადაიდო. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღეს დილიდან განახლდა გზების გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის მაღალმთიანეთში მობილიზებული 64 ერთეული ტექნიკა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე.  გუშინ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება მცირე გამონაკლისის გარდა აღუდგა მთიან მუნიციპალიტეტებს, თუმცა დილიდან კვლავ შეფერხებები ფიქსირდება ცალკეულ სოფლებში. სამივე მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო შტაბი.

მეტი...

მეტყევეების გადამზადების მეორე ეტაპი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს.   გასულ წელს,  სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა სპეციალური სტაჟირების  პროგრამა. გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 15 ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმდა ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე.  აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2020 წელსაც აგრძელებს.   22-მდე  სატყეო საქმის სპეციალისტს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და მათ დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.   როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ინვენტარიზაციის სამუშაოებზე,  სააგენტოს ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. „ტყის ინვენტარიზაცია ტყის…

მეტი...

“რუსეთის დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩავა“ – გრიგორი კარასინი

მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  სხდომაზე რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი აკეთებს, თუმცა, აკონკრეტებს, რომ დელეგაციის შემადგენლობა ამ ეტაპისთვის უცნობია. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ყოფნას არ გამორიცხავს  რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და ამბობს, რომ დელეგაციის ჩასვლა-არჩასვლა, პროვოკატორებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ, იმ ქვეყანაში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ…

მეტი...