პოლონელი ეკონომისტი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია

გამოჩენილი პოლონელი ეკონომისტი, რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე – ლეშეკ ბალცეროვიჩი, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია. ამჟამად, გარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში აკადემიური საქმიანობისა, ლეშეკ ბალცეროვიჩი გახლავთ „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ (FOR) დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა, პოლონეთში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით პოლონეთსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასევე მიმოიხილა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოსა და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემას.

მეტი...

“ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად” – ესტონეთის ელჩი

“ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს”, – ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა განაცხადა. „24 თებერვალს ესტონეთის ეროვნულ დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ღონისძიების გასამართად ჩვენ თბილისის კლასიკური გიმნაზია ავირჩიეთ, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნისთვის. განათლების ხარისხის მიხედვით, ესტონეთი მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. ჩვენ პირველები ვართ ევროპაში და მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოშიც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმირებას. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება საქართველოს. განათლება ასევე არის ქვაკუთხედი ჩვენი ორმხრივი…

მეტი...

თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოში, დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, თუმცა დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. რაც შეეხება რეისის სხვა მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ისინი ბათუმში სხვა მატარებლით გაემგზავრნენ. თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი გარკვეული დროით გაჩერებული იყო. მატარებელი დაგეგმილ დროს ბათუმის მიმართულებით ვერ გავიდა, რისი მიზეზიც ჩინეთის ორი მოქალაქე გახდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები აცხადებდნენ, ჩინეთის მოქალაქეებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ.

მეტი...

საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, დღეს ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდა. ამჯერად ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. მგზავრების ინფორმაციით, ბილეთში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე შეზღუდვის დაწესებამდე იხდიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

მეტი...

“პოლონეთმა არაერთხელ დაიცვა უკრაინა და საქართველო, რაც მოსკოვში არ მოსწონთ” – ანჯეი დუდა

“პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დაიცვა უკრაინა და საქართველო”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, რუსეთი ნდობას არ იმსახურებს. „რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას, არღვევს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეს. ეს არ არის ქვეყანა, რომელზე შეიძლება ითქვას, რომ ნდობას იმსახურებს და თავის ინტერესებს მშვიდობიანი გზებით ატარებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის დაცვის აბსოლუტური მხარდამჭერი, რუსეთში ეს სამართალი ცხადად და გაცნობიერებულად ირღვევა. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ეს და დავიცავით უკრაინა და საქართველო, რაც, რა თქმა უნდა, მოსკოვში არ მოსწონთ,“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.

მეტი...

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც  დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული, რამდენიმე წუთის წინ სადგურიდან ცარიელი გავიდა. მგზავრები, რომლებიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს.  პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს.

მეტი...

დიასპორული ორგანიზაციები ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობისთვის ერთიანდებიან

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 დიასპორულ ორგანიზაციას უმასპინძლა, რომლებიც ერთიანდებიან დიასპორული ორგანიზაციების კოალიციაში. ამ კოალიციაში უახლოეს დღეებში დაგეგმილია მსოფლიოს 40-მდე დიასპორული ორგანიზაციის გაერთიანება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვები ქართულ დიასპორებთან და მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ასოციაცია “თვისტომის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ კი საზოგადოებას დიასპორული ორგანიზაციების კოალიციის წესდება, ხედვები და კონკრეტული წინადადებები გააცნო. წარდგენილ იქნა ასევე ახალი კოალიციის კონცეფცია -“ძლიერი სათვისტომო – ძლიერი საქართველო”. ამ კონცეფციაში მოცემული იყო კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ჩართოს სახელმწიფომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები…

მეტი...

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. იტალიური მედიის ცნობით, ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 224 შეადგენს. ამგვარად ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. კორონავირუსის შეთხვევა მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

მეტი...

ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენის შემდეგ, მგზავრებმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს – პანიკა თბილისი-ბათუმის მატარებელში

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯრობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

მეტი...

იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცოტახნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა. იტალიიდან ჩამოსული საეჭვო მგზავრი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება. როგორც იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ პირველი შემოწმება ჯერ კიდევ იტალიაში გაიარეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შეზღუდვები შესაძლოა იტალიასთანაც დაწესდეს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.

მეტი...

“ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის” – გია ვოლსკი

“ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ განცხადებასაც გამოეხმაურა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე სიაზე საუბრობს. მხოლოდ ჩვენები აღარ საუბრობენ, ყველა ფორუმზე მათი სახელები ისმის. საქართველოსთვის დახმარებაც ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ დაწესებული ის მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია, რაც…

მეტი...

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Shafaq news-ის ინფორმაციით, ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა. მანამდე ახალი ტიპის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს სცდება. დაღუპულია 2600-ზემეტი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი. ჩინეთის გარდა, კორონავირუსი სახელწოდებით „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 20 ადამიანი.

მეტი...

“უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ შიშის ატმოსფეროა შექმნილი” – ვადიმ პრისტაიკო

“უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიშის ატმოსფერო შეიქმნა და ნარჩუნდება, სამოქალაქო სივრცემ არსებობა შეწყვიტა, კანონის უზენაესობა კი, სრულად განადგურებულია”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. „მიმდინარეობს დაუფარავი დემოგრაფიული და ჰუმანიტარული ცვლილება. გაერო-ს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიში, სხვა ანგარიშებთან ერთად ასახავს ბნელ რეალობას“, – განაცხადა პრისტაიკომ. უკრაინელმა დიპლომატმა გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ვადიმ პრისტაიკოს თქმით, გაერო-ს ორგანოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული მრავალი რეზოლუციის მიუხედავად, საოკუპაციო ძალა საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს.

მეტი...

“უახლოეს დღეებში შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დაიკეტოს” – DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა  შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. ორგანიზაციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი უკვე გააფრთხილეს.   ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილება იმ ერთადერთ გზაზეც აუკრძალონ, რომლის გავლითაც ახალგორიდან ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაა შესაძლებელი. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა, იმის შიშით, რომ  ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან. “ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული  საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა. გზის ჩაკეტვის შემდეგ,…

მეტი...

კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს საელჩო მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს. „მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად! ლომბარდიის რეგიონის მითითებები: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები) და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე. დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებგვერდზე! ვენეტოს რეგიონის მითითებები: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ…

მეტი...

ნაკადულის კალმახის საშენში წითელი ნუსხის სახეობის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის  სახეობის, მდინარის კალმახის 50 000 ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადის სახეობების პოპულაციის გამრავლებასა და ბუნებაში აღდგენაზე მუშაობს. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო   ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.  ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის  100 000 მდე ლავრაა მიღებული. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს…

მეტი...

„თემა ისაა, რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობისთვის“ – გია ვოლსკი

„მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ კი არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით ველაპარაკოთ, არამედ საარჩევნო ცვლილებებზე საქმე მოლაპარაკების მაგიდასთან გაირჩეს, თან საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით“ – ამის ჟურნალისტებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თვლის, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც აწამა, დახოცა, დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო და ასევე ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი წაიღო. „ჩვენ ასე არ ვთვლით. მოედანზე ბურთის გადაგდება თუ ბოსტანში ქვის, ეს არ არის თემა. თემაა ის, რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ქვეყნის შიგნით და გარეთ უამრავი გამოწვევაა.  გამორიცხულია, ოპოზიციას არ ესმოდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან…

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

მინისტრების შეხვედრა ქ. ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ფინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმის თაობაზე გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის. დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის გააქტიურებულ ორმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში…

მეტი...

“ეს ადამიანები რუსეთის თემაზე საერთოდ ნუ ლაპარაკობენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებს და თავის დროზე, იმ რეზოლუციას უჭერდა მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა, რუსეთის თემაზე საერთოდ ნუ ლაპარაკობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოკუპაციის თემით სპეკულირება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური სვლაა. „თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი, ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, იმ წუთას დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო. ჩვენი გუნდის განწყობა იყო, რომ ეს სია მიღებული ყოფილიყო და ეს გამოგვადგებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მიმართულებითაც გაძლიერებულიყო. წერია, რომ სიაში…

მეტი...

“ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსს, ნამდვილად ვხედავ” – მამუკა მდინარაძე

„მემგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს. რეალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ კომპრომისული ვარიანტი დავდეთ. მათ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, საერთოდ დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა. ახლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით. მგონია, რომ კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად რაც უფრო მცირე დრო რჩება, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია მართლაც დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მათ მოუწევთ ჩვენს კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხის დაფიქსირება და მეორე – მათი ვერსიის წარმოდგენა. მე მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ.…

მეტი...

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა, როგორც რომან კაკულია აცხადებს, მომხდარს რეაგირება რეგლამენტის მიხედვით მოჰყვება. „ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. დილით მქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე განემარტა მიზეზები. მქონდა მასთან კომუნიკაცია, რომ დამერწმუნებინა გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო. ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. არგუმენტის ადამიანურად მესმის, თუმცა, ვფიქრობ, რომ რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. მზად ვართ კვლავაც ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის მიხედვით და რეაგირება მოვახდინოთ. რას ვგულისხმობ რეაგირებაში, ამაზე საპროცედურო კომიტეტთან ერთად შევჯერდებით.…

მეტი...

ჩინელ კონტრაქტორებს ჩინელების საქართველოში შემოყვანის შეჩერება მოსთხოვეს

მთავრობამ ჩინელ კონტრაქტორებს ჩინელების საქართველოში შემოყვანის შეჩერება მოსთხოვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში. „დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის, ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა. მანამდე მოვთხოვეთ ჩინელ კონტრაქტორებს, რომ…

მეტი...

სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

სამხრეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. მიზეზი კორონავირუსის სწრაფად გავრცელებაა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება. კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. „ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების…

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულები ხელახლა ავადდებიან

ჩინეთში, ქალაქ უხანში, კორონავირუსის განმეორებითი 195-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის კომისია იუწყება. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2 523 ადამიანია გამოჯანმრთელებული. 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა. მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი იაპონიაში ფიქსირდება – 838 ადამიანი, მათგან 630 Diamond Princess-ის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არიან. შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

მეტი...

შესაძლოა საქართველომ იტალიასთან ფრენები შეზღუდოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. „მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია. მისი განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.

მეტი...

“ვირუსთან დაკავშირებით, ჩინეთზე მეტ საფრთხეს შესაძლოა თეირანი წარმოადგენდეს“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. „საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს თეირანი”, – განაცხადა გამყრელიძემ. იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, აუცილებელი საჭიროების გარდა, ჩინეთში და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ამირან გამყრელიძემ ასევე მედიას სთხოვა, კორონავირუსთან დაკავშირებით ნუ გამოიყენებენ ტერმინს “მკვლელი…

მეტი...

„თუ ვინმეს უნდოდა მოლაპარაკებების ჩაშლა, ესაა ხელისუფლება“- გიგლა ბარამიძე (ვიდეო)

„100/50- ზე ჩვენ არ გვაწყობს, ჩვენ შევთავაზეთ, გერმანული მოდელის მსგავსი, ასევე ჩვენი მოთხოვნაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა“- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბარამიძე იმ შეთავაზებებზე საუბრობს, რაც მათ ხელისუფლების მიმართ აქვთ ჰქონდათ მოლაპარაკების პროცესში: “როდესაც საუბარია მოლაპარაკებაზე, თუ ვინმეს უნდოდა ამ მოლაპარაკების ჩაშლა ესაა ხელისუფლება. 100/50-ზე ჩვენ არ გვაწყობს, რადგან ამით მცირე მხარდაჭერის მქონდე ძალას შეეძლება ისევ მივიდეს პარლამენტში, ჩვენ ვემხრობით 120/30 – ზე , ასევე ვითხოვთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, საჩივრების განხილვას. ჩვენი პირველი ვარიანტი იყო ასევე, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შეთავაზება“- განაცხადა…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც შსს-ში განმარტავენ, კორპუსში, სავარაუდოდ აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. „პირველ და მეორე სართულებს შორის,  სავარაუდოდ, აღმოჩენილია  ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც ჩვენი მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან, არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია,…

მეტი...

მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ – შეხვედრა ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს დეპუტატები და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დეპუტატის ბიუროდან აცნობეს,  სხდომაზე მოისმინეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მიერ 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროექტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე,  საუბარი შეეხო კომპანიის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების სისტემებისა და  სამგზავრო საბაგირო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სულხან მახათაძის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები კერძო სექტორთან აქტიურად გაგრძელდება. 

მეტი...

სულხან მახათაძის ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრა აქტიურად გრძელდება

„პრობლემების მოგვარება ერთობლივი ძალისხმევით ბევრად ეფექტურია“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და ამომრჩევლებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად, დეპუტატმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 23 მოქალაქე მიიღო და არსებული საჭიროებები განიხილეს. როგორც დეპუტატი აცხადებს,  ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევა  სოციალური და ინფრასტრუქტურული ხასიათისაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს.

მეტი...

„პოლიტპატიმრების” გათავისუფლება და პროპორციულთან მიახლოებული სისტემა“ – „გირჩი“ ხელისუფლებასთან ორი წინადადებით მივიდის (ვიდეო)

„იმისთვის, რომ საუბარი იყოს შესაძლებელი ერთი მხარე მეორეს არ უნდ იჭერდეს, როცა ადამიანს იჭერ, იმის გამო, რომ დღეს ისე არ მოიქეცი, როგორც მე მომწონს ეს უამრავ ეჭვს ბადებს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა. ხვიჩიამ, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება : “ ოპოზიციაში, ბოლოს რაზეც ვისაუბრეთ, ესა 130/20 – ზე საარჩევნო სისტემა. უნდა გვქონდეს პროპორციულთან მეტნაკლებად მიახლოებული ფორმატი.  ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე  20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებზე, ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა – ეს ადამიანები არიან ე.წ. პოლიტპატიმრები. საბჭოთა კავშირის დროსაც არ მახსოვს ისეთი იურიდიული…

მეტი...

„ის პოლიტიკური ფიგურა არასდრის ყოფილა, არაფერი ემჩნევა, რომ ციხეში იტანჯებოდა, გადატრიალდეს საკუთარ ლოგინში“ – ბარამიძე მერაბიშვილზე   

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან არანაირი შეხვედრა, მოლაპარაკება თუ ერთ მაგიდასთან ჯდომა არ გამოვა და ოპოზიციურ გაერთიანებაში მისი ადგილი არ არის, ვინც ანტიკონსტიტუციურად ფიქრობს და მოქმედებს. აღნიშნულ თემაზე გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.     „ამ სუბიექტზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. არ მგონია, რომ მერაბიშვილზე ამდენ დროს უნდა ვკარგავდეთ. რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულებაა მისი პერსონისადმი როგორც პირადად ჩემი, ისე ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ჩვენ მასთან შეხვედრის საკითხს არხ კი განვიხილავთ.  მით უმეტეს, რომ ის პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა მხოლოდ  ტექნიკური პრემიერ-მინისტრი იყო“…

მეტი...

„ოქრუაშვილს, რურუას და უგულავას როცა გამოუშვებენ, მაშინ ექნება მოპალარაკებას აზრი“ – იაგო ხვიჩია

“გირჩი” დიალოგს, ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდება.” „იმისთვის, რომ საუბარს აზრი ჰქონდეს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების შანსები, იმის შემდეგ გააქრო, როცა დიალოგის დროს უგულავა დაიჭირა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, თალაკვაძესთან საუბრის დროს მათი პირველი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო: „ლაპარაკით ჩვენ ყველასთან ვლაპარაკობთ, პირადად მე, როცა შევხვდი თალაკვაძეს პირველ მოთხოვნად სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დავასახელე. დრეს პოლიტპატიმრები არიან „გავრილოვის” პატიმრები, ოქრუაშვილი, უგულავა, რურუა, “- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიას ინფორმაციით მოლაპარაკებას მაშინ ექნება აზრი,…

მეტი...

გაერო – ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე, დავით ზალკანიანს მოუსმენენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია ჟენევაში დღეს იხსნება. ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული სხდომები წელიწადში სამჯერ იმართება, თუმცა წელიწადში ერთხელ სესია მაღალი დონის სეგმენტით, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების რანგით ტარდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით – „ადამიანის უფლებათა კარგი ისტორიები ქალთა გაძლიერებისა და…

მეტი...