„ევროკავშირს შეუძლია სანქციები შემოიღოს“-მარგუს  ცაჰკნა

„ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო – არა რაიმე კონკრეტულ სანქციაზე, არამედ ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის, ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა“- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის, ევროკავშირს შეუძლია სანქციები დააწესოს. მინისტრის თქმით, მაშინ, როცა 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია, არა ევროკავშირისკენ, არამედ, სხვა ქალაქის მიმართულებით.

“მთავარი მესიჯია, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია სათანადოდ არ შეაფასოს ის, რაც უკვე გადავწყვიტეთ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ვსაუბრობ, ვიზალიბერალიზაციაზე, ბევრ სხვა ასპექტზე. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი უფრო ცუდისკენ და ცუდისკენ მიდის, ჩემი პოზიცია ნათელი იყო – ევროკავშირს შეუძლია სანქციები შემოიღოს. რა თქმა უნდა, ევროკავშირს საერთო სანქციების შემოღებისთვის კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ წევრი სახელმწიფოებიც გვყავს“- განაცხადა მან.

 

 

მსგავსი თემები