„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია“- ევროპელი მინისტრი

„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, ვალდებულებაა, ებრძოლონ და მოუგონ.

“ერთადერთი ომის პარტია მოსკოვში არის. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი თემები