თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოში, დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლიდან ჩინეთის ორი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, თუმცა დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ.

რაც შეეხება რეისის სხვა მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ისინი ბათუმში სხვა მატარებლით გაემგზავრნენ.

თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი გარკვეული დროით გაჩერებული იყო. მატარებელი დაგეგმილ დროს ბათუმის მიმართულებით ვერ გავიდა, რისი მიზეზიც ჩინეთის ორი მოქალაქე გახდა. როგორც აღნიშნული რეისის მგზავრები აცხადებდნენ, ჩინეთის მოქალაქეებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ.

მსგავსი თემები