ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენის შემდეგ, მგზავრებმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს – პანიკა თბილისი-ბათუმის მატარებელში

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. პანიკა ბორტზე ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენას მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება.

ჯერჯრობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

მსგავსი თემები