„33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში, 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში,“-ლიკუნა ლობჟანიძე

ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლიკუნა ლობჟანიძე იმ ვითარებაზე ყვება, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთშია.

„33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში. 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში, მხოლოდ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს ამარაგებენ. სახლთან სამხედრო სამედიცინო პერსონალი დგას, არ უშვებენ შიგნით და გარეთ არავის სპეციალური ნებართვის გარეშე.“-წერს ლიკუნა ლობჟანიძე, მისივე თქმით ჩინეთში უცხოელებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან.

„საჭმელი კურიერს მოაქვს. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან უცხოელების მიმართ. გვირეკავს პოლიცია, გვეკითხება რამე პრობლემა ხო არ გვაქვს ვიზაზე, ხელფასის გადახდაზე ა.შ. არ შექმნილა არაფრის დეფიციტი პირბედეების გარდა, რაც უკვე აღმოფხვრილია.

ინტერნეტის თანხები უკან დაგვიბრუნდა და დამსაქმებლები ვალდებულები არიან სრულად აანაზღაურონ იანვრის და თებერვლის ხელფასები. სახელმწიფოც ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. დეზინფიცირდება დღეში რამდენჯერმე კორპუსები, სადარბაზოები, ქუჩები. საოცარი და შესაშური მობილიზება აქვს გამოცხადებული მთავრობას.“- წერს,  ჩინეთში მცხოვრები ქართველი ლიკუნა ლობჟანიძე.

მსგავსი თემები