“ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გილოცავთ, მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს. „დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

მეტი...

“ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში” – ვაჟა ექიმი ჟურნალისტების “ტყვეობაში”

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის დღეს გათავისუფლება საზოგადოებისთვის ისევე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც თავად ვაჟა გაფრინდაშვილისთვის.  გორის სამმართველოს დატოვების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტების “ტყვეობაში” აღმოჩნდა. ექიმმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მან საზოგადოებასა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. ჟურნალისტები მის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალებით დაინტერესდნენ, თუმცა ვაჟა ექიმმა განაცხადა, რომ უფრო ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს. “ოსებმა გამომიშვეს და თქვენ არ მიშვებთ სახლში. ამიტომაც ვამბობ, საშიშროება მოდის თქვენი მხრიდან. გამიშვით სახლში”, – მიმართა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.

მეტი...

რა ღირს ახალი წელი? – ბაზრის ფასები (ვიდეო)

“მედიაცენტრი მთავარი” ბაზრებში, წინასაახალწლოდ, პროდუქტების ფასს გაგაცნობთ. დაახლოებით, რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა – „მედიაცენტრი მთავარის“ ვიდეორგოლი. რესპონდენტები აცხადებენ, რომ ფასები გაზრდილია, მოვაჭრეები კი მყიდველების ნაკლებობაზე ჩივიან. გოჭი – 130 – 150 ლარი; ინდაური – 70 – 100 ლარი; ნიგოზი – 12 – 40 ლარი; ყველი – 13 ლარიდან.

მეტი...

“ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია” – ირაკლი ჩიქოვანი

“მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი იყო უკანონო პატიმრობაში, პირველივე დღიდანვე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურები, ყველა ქვედანაყოფი, რომლის პასუხისმგებლობაშიც ეს თემა შეიძლებოდა, მოხვედრილიყო, ყველა კოორდინირებულად მუშაობდა”, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღება არ მოუდუნებია. „ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური კოორდინაცია შეგვენარჩუნებინა ოჯახთან ერთად. ვაწვდიდით მათ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, შედეგი, რა შედეგიც დადგა, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით და ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღებით, არის ყველასათვის მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველისთვის ეს არის სასიხარულო ინფორმაცია, რომ  ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფლად შეხვდება თავის…

მეტი...

“არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა” – ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. „სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა,  ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში, მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა…

მეტი...

ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი შეიწყალეს

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოსური მედია წერს, რომ ის შეიწყალეს. „sputnik-ossetia“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ექიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა და შესაბამისი ბრძანებას ხელი  დღეს მოეწერა. შეგახსენებთ, რომ  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მეტი...

“მივდივარ გორში და მოგვიანებით ვისაუბრებთ მეც და ვაჟაც” – თამილა ლაფანაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გორში მიემგზავრებიან. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად გააკეთებს კომენტარს. „ახლა გზაში ვარ, მივდივარ და მოგვიანებით ვისაუბრებთ, კომენტარს გავაკეთებთ მეც და ვაჟაც“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

მეტი...

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული. ამ საქმეში ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და  დაუღალავი საქმიანობის შედეგად და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით. ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას როგორც მოგახსენეთ,…

მეტი...

წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში – 47, აჭარაში – 43, კახეთში – 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, შავ ზღვაშიც – 24, გურიაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ღამით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა იყო.

მეტი...

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება. “გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

საახალწლო დღეებში, ცხინვალი ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. „30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში. ადგილობრივი სააგენტო „რესის“ ცნობით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

“გვაქვს ამბიცია, ისტორიით სავსე ქალაქი, ჩვენს შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი იყოს ” – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოვიდა. მან ქალაქის მუნიციპალიტეტს და თბილისის მერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება. „ჩვენ ამ პოზიციიდან შეიძლება სამყარო ვერ შევცვალოთ, მაგრამ ჩვენი ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად შეგვიძლია. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი გუნდი სწორედ ამ შემართებით, ამ გულწრფელი დამოკიდებულებით აკეთებს თავის საქმეს და  ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ ცვლის. მიხარია, რომ გვაქვს ამბიცია, ისტორიით სავსე ქალაქი,  ჩვენს შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი, უფრო ლამაზი,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებს ხურჯინით ესტუმრა (ვიდეო)

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს იაშვილის კლინიკაში, ხურჯინით ესტუმრა. თალაკვაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. “რასაც აქ, ექიმები და ექთნები აკეთებენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს, იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აქ აკეთებენ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამედიცინო პრობლემების მქონე ბავშვები საკუთარ ოჯახებს მალე დაბრუნდნენ. “მინდა ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა!” – წერს თალაკვაძე “ფეისბუქ” გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეო:https://web.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/videos/812460935832900/

მეტი...

„ოპოზიცია ბოიკოტს არა თბილისის მთავრობას, არამედ თბილისელებსა და მათ პრობლემებს უცხადებს“ – ლევან ჟორჟოლიანი

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გამოთქმულ შენიშვნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიცია სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, თუმცა ამ ფორმით ბოიკოტს არა თბილისის მთავრობას, არამედ თბილისელებს და მათ პრობლემებს უცხადებს. „დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან სხდომას. მათ  ბოიკოტი გამოუცხადეს პროცესს და მინდა გითხრათ, რომ ბოიკოტს თქვენ არა პერსონალიებს, არამედ თბილისელებს და მათ პრობლემებს უცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე ასევე ბოიკოტს გამოგიცხადებთ. ჩვენს ოპონენტებს მუნიციპალიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ…

მეტი...

“დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი ჩაიდო ჯიბეში” – დავით ჭიჭინაძე

“დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი ჩაიდო ჯიბეში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს, თქვას, რეალურად რაშია პრობლემა. “ვინც საქმეში ჩახედულია, ყველამ ზუსტად იცის, რომ „აიტიშნიკების“ პრობლემა აქვთ. მათ იმიტომ ვერ იჭერენ, რომ ისინი იტყვიან, ვისგან იღებდნენ ამ დავალებებს. ამ ეტაპზე, მარტო ბიზნესმენები არიან დაჭერილი, არადა ფინანსთა სამინისტროს გარეშე, ვერანაირად ვერ მოხდებოდა იმ გადასახადების ასახვა. და გვარებს თუ თვითონ ვერ გებულობენ,  მობრძანდეს მაჭავარიანი პარლამენტში, ახალი წლის შემდეგ და მე მოვახსენებ. მითუმეტეს, რომ  დაბალი დონის ჩინოვნიკებსაც კი  მილიონობით ლარი…

მეტი...

“ყველაზე მაგარი ნაძვის ხეც გვაქვს და ყველაზე მაგარი კონცერტიც გვექნება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროკურატურაში მის წინააღმდეგ შეტანილ ორ საჩივარზე კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით, მისთვის და გუნდისთვის მთავარი იმ ნდობის მანდატის კეთილსინდისიერად გამოყენებაა, რომელიც მათ ოთხი წლით ხალხმა გადასცა.  „არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამ ადამიანებს. ღირს კი საერთოდ პასუხის გაცემა? ჩვენთვის მთავარი არის საქმე. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი უფლებამოსილება, რომელიც მოგვცა ოთხი წლით საქართველოს უმრავლესობამ. ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზი, საახალწლოდ განათებული. ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. იმის მცდელობას, რომ ბავშვებს და მათ, ვისაც უხარია, ვისაც მოსწონს საახალწლოდ…

მეტი...

„თბილისში განხორციელებული პროექტები ევროპის სხვა ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა“ – თამარ ტალიაშვილი

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი დედაქალაქის მერის 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, მთავრობის ხედვა  თბილისის მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს და ყველა ასპექტი მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. ,,მე, როგორც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა, ევროპის  ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა“ – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა. მისი თქმით, განხორციელებული ინიციატივები თბილისელების, დედაქალაქის სტუმრებისა და ურბანული სივრცის მდგრად და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულია. სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრი სატრანსპორტო რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა,…

მეტი...

“გამოძიება უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც ბესელია “ქართული ოცნების” რიგებში იყო” – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ეკა ბესელიას ინტერესს ადასტურებს. “იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც გვქონდა უმრავლესობის სხდომა. მე მივიტანე კონკრეტული საკითხები და დავსვი კონკრეტული კითხვები, რაზეც მოვითხოვე კონკრეტული პასუხები ქალბატონი ბესელიასგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა სხდომას და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ქალბატონი ბესელია გამოვიდა წყობიდან, მას გადაეფარა გოგიჩაიშვილი და გედი ფოფხაძე და ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით გავჩერებულიყავი. ამიტომ, მე იმის შემდეგ ველოდი რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იქნებოდა პროკურატურის მხრიდან. ვერ გეტყვით, გამოძიება რატომ არ…

მეტი...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. ბიუჯეტი 2020 წლისთვის მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. მასში სოციალური საჭიროებისთვის 317 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო 430 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020-ის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. „ამხელა ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს ჰქონია. მთლიანი ასიგნებებით მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება ქალაქისთვის. ორი ძირითადი მიმართულება გვექნება – ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები; ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება პრიორიტეტებში. ამ თანხებიდან დიდი ნაწილი იქნება…

მეტი...

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოთქვამს შეშფოთებას ორმაგი სტანდარტის გამო. „იმედის“ ჰოლდინგი გამოთქვამს შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში – გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრატიულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა, „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის „დაზოგვით“ აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო…

მეტი...

“ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე” – დავით ჭიჭინაძე

“ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე და ისიც ბახტაძის დამსახურებით”,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. “სახელმწიფო საბაჟო ტერმინალიდან ტრაქტორი მოიპარეს და ჯერ არავის დაუბრუნებია. მარტო ამ მაგალითით წარმოგიდგენიათ რა ხდება მაჭავარიანის სამინისტროში?! ამას გარდა, მაჭავარიანმა ჯობია პასუხისმგებლობა ყალბ დღგ-ეებზე აიღოს! თუმცა, მე სულ ვამბობდი, ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე და ისიც ბახტაძის დამსახურებით. პირველად რომ მოვიდა პარლამენტში, საკმაოდ დაბნეული იყო და ასე „ყოჩაღი“ ვერ იყო, ახლა კი ისე „მოკაცდა“, დაკარგული აქვს სივრცე, სად იმყოფება, რა თანამდებობაზეა და დეპუტატებსაც კი…

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა თავისუფალია და სოციალური ქსელები არ კონტროლდება” – თეა წულუკიანი

ხელისუფლება სარეკლამო კომპანია “პანდასთან” ყოველგვარ კავშირს უარყოფს. თავის მხრივ, სარეკლამო კომპანია “პანდამ” გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც აღიარებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ, თუმცა “ქართულ ოცნებასთან” კავშირს თავადაც უარყოფენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ვინც კანონს არ არღვევს, მათ შორის “პანდასაც”. “ყველა ის ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგია, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ…

მეტი...

მომავალი წლის სექტემბრიდან, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება

“მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა უკვე გათვალისწინებულია. „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი ბიუჯეტში ასახული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. საკრებულოს…

მეტი...

ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხეს ვეღარ დატოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხეს ვეღარ დატოვებს. გადაწყვეტილება პენიტენციურმა დაწესებულებამ მას შემდეგ მიიღო, რას სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ლაშა გოგია რესტორანშია. “ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული,” – განმარტავენ უწყებაში. ლაშა გოგია ყოფილ ვიცე-მერთან ერთად 2018 წელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანი, რამდენიმე კვირაა, ციხეს უქმეებზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტოვებდნენ. 

მეტი...

“2019 წელს, თბილისში განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები“ – გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოში წლის ბოლო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით გამოდის. სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 2019 წელი შეაფასა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა. „ვფიქრობ, რომ 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო. განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ურბანული  თუ ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარების და გაუმჯობესების მიმართულებით. დღეს, ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ მერის ანგარიში, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის თბილისის ბიუჯეტს განიხილავენ, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.…

მეტი...

“რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს საყოველთაო ჯანდაცვის შენარჩუნებისთვის, უნდა გადავდგათ” – გიორგი გახარია

“საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს. „საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა…

მეტი...

“ჩვენი მიზანია, დისტანციური პროგრამის მეშვეობით, გალში მაცხოვრებელ ქართველ მოზარდებს, მშობლიური ენა ვასწავლოთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თვლის, რომ რაც ენგურს მიღმა, კონკრეტულად კი, გალის რაიონში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.   მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის, არათუ მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ საუბარი და სიმღერაც კი აკრძალულია. როგორც ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, უმაღლესმა საბჭომ, ენგურს მიღმა დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის, უკვე დაიწყო პროექტის განხორციელება, რაც ქართული ენისა და პროგრამული საგნების დისტანციურად სწავლებას გულისხმობს.   მისი თქმით, ამ მეთოდით, ცდილობენ, შეაღწიონ თითოეულ ქართულ ოჯახში და ქართველ მოზარდებს მშობლიური ენა ასწავლონ: „დედამიწაზე უამრავი ოკუპირებული ტერიტორია არსებობს, მაგრამ ისე…

მეტი...

რუსეთის მთავრობა აფხაზეთში, უძრავი ქონების შესყიდვის საკითხს განიხილავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთის დუმის წევრები, აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვის საკითხს განიხილავენ. როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, აფხაზეთის ქონება, მთლიანად რუსეთის მიერ იქნება შესყიდული. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირად საუბრებში, აფხაზ ხალხს ემუქრებიან და ულტიმატუმს უყენებენ. „16-17 დეკემბერს, სოხუმს სტუმრობდნენ რუსეთის დუმის წარმომადგენლები. მათ დააყენეს საკითხი,  რომ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი. ოღონდ მიეცი რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლება და ერთი წლის განმავლობაში თუ უფრო ადრე არა მთელი აფხაზეთი,  რუსეთის მიერ იქნება შესყიდული.…

მეტი...

ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი “გალერია თბილისს” $130 მილიონად ყიდის

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი “გალერია თბილისის” გაყიდვას გეგმავს. პროექტები, რომელთა გაყიდვასაც ფონდი უახლოეს მომავალში აპირებს, არის: გალერია თბილისი და სასტუმრო “პარაგრაფი” შეკვეთილში. ოდნავ მოგვიანებით, 2022 -2023 წლისთვის კი, “აქსის თაუერსი”, რომლის წილის 39%-ს ფონდი ფლობს. “გალერია თბილისის” პროექტს, რომელიც პრაქტიკულად, დასრულებულია და თითქმის 100%-ით არის დატვირთული, თანაინვესტირების ფონდი 130 მილიონ დოლარად აფასებს. ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე ამბობს, რომ დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ, რომელთა შორისაც არიან როგორც ადგილობრივი, ასევე – უცხოური კომპანიები. “წელს ამ პროექტისთვის ძალიან კარგი წელი იყო, ბევრ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ. დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და მაისში გაიხსნა კიდეც. ასევე…

მეტი...

“რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა” – ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ სატრანსპორტო რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა. როგორც ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუჩების დაბინძურების „მაგალითად“ რჩება მიკროავტობუსები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ: „მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა ეს არ არის დასასრული, ჩვენ შემდეგი წლიდან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ და დავსვათ კითხვები, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს. მძღოლები, ფართოდ გავრცელებული ერთჯერადი მანიპულაციებით, ახერხებენ, გაიარონ ტექნიკური ინსპექტირება და ტესტიც ჩააბარონ, მაგრამ შემდეგ კვლავ რჩებიან დამაბინძურებლად. განსაკუთრებით, მიკროავტობუსები…

მეტი...

“თუ აფხაზს და ოსს ვეტყვით, რომ რადგან რუსეთის მოქალაქეა, ვერ მიიღებს საქართველოს პასპორტს – იმ ტერიტორიებზე ვამბობთ უარს” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მოითხოვს, საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც  აფხაზებს და ოსებს მისცემს საშუალებას, საქართველოს მოქალაქეობა მარტივად მიიღონ. როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზების და ოსების დიდ ნაწილს სურს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, თუმცა, გართულებული პროცედურების გამო, ეს ხშირად ვერ ხდება. „საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩამოდის ენგურს აქეთა საქართველოში. ჩვენ, ზუგდიდში წარმომადგენლობა გვაქს, სადაც კვირაში მინუმუმ 2-3 აფხაზი იღებს გამზადებულ დოკუმენტაციას, რომ შეიტანოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ესაა ის შედეგი, რაც არის დღეისათვის მიღწეული, ეს პატარა შედეგი არაა.  თუ ჩვენ ასე მივუდგებით აფხაზებს და ოსებს,…

მეტი...

განათლების სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს. უწყების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი იანვრის ბოლოსთვის დამტკიცდება: „ვეცდებით, ძალიან მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველა დოკუმენტის თავმოყრა, გაანალიზება და ჩვენთვის მორგებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. ვფიქრობ, 2020 წლის დასაწყისში ალბათ, შევძლებთ, რომ გარკვეული სამუშაო დოკუმენტი არსებობდეს, როგორც ბულინგის მიმართულებით, ასევე კრიზისების მართვის მიმართულებით. ჩვენ უწყებათაშორის ჯგუფს წარვუდგინეთ პრობლემის მოგვარების კომპლექსური ხედვა, რომელსაც „ბავშვთა კეთილდღეობა“ დავარქვით. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, განვსაზღვრეთ მოკლე ვადაში რა იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, დროში გავწეროთ ის ღონისძიებებიც, რაც გრძელვადიან…

მეტი...

“30-დღიანი ვადის ხანგრძლოვობა, რასაც ჩვენ ვაძლევთ ავტომობილის მფლობელს, უნდა გადაიხედოს“ – ეკა ლალიაშვილი

„ადმინისტრირების მექანიზმი, რაც გვქვს ტექნიკურ ინსპექტირებაში, არის აუცილებლად გადასახედი. 30-დღიანი ვადის ხანგრძლოვობა, რასაც ჩვენ ვაძლევთ ავტომობილის მფლობელს, პირველადი თუ მეორადი დახარვეზების შემდეგ, უნდა გადაიხედოს“, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკური ინპექტირება რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელის ორწლიანი ეტაპი უკვე დასრულდა; „ტექნიკური ინსპექტირება წელს მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა იყო. უკვე დასრულდა ორწლიანი ეტაპი, რომელიც დაიწყო 2018 წლიდან და მილიონ 300 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან, მიმართვიანობა იყო დაახლოებით 800 ათასი, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. 500 ათასი ავტომობილი კი, რაც პრაქტიკულად გვერდზე…

მეტი...