ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხეს ვეღარ დატოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხეს ვეღარ დატოვებს. გადაწყვეტილება პენიტენციურმა დაწესებულებამ მას შემდეგ მიიღო, რას სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ლაშა გოგია რესტორანშია.

“ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული,” – განმარტავენ უწყებაში.

ლაშა გოგია ყოფილ ვიცე-მერთან ერთად 2018 წელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანი, რამდენიმე კვირაა, ციხეს უქმეებზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტოვებდნენ. 

მსგავსი თემები