“ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე” – დავით ჭიჭინაძე

“ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე და ისიც ბახტაძის დამსახურებით”,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

“სახელმწიფო საბაჟო ტერმინალიდან ტრაქტორი მოიპარეს და ჯერ არავის დაუბრუნებია. მარტო ამ მაგალითით წარმოგიდგენიათ რა ხდება მაჭავარიანის სამინისტროში?! ამას გარდა, მაჭავარიანმა ჯობია პასუხისმგებლობა ყალბ დღგ-ეებზე აიღოს! თუმცა, მე სულ ვამბობდი, ვანო მაჭავარიანი მინისტრი არ არის, ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე და ისიც ბახტაძის დამსახურებით. პირველად რომ მოვიდა პარლამენტში, საკმაოდ დაბნეული იყო და ასე „ყოჩაღი“ ვერ იყო, ახლა კი ისე „მოკაცდა“, დაკარგული აქვს სივრცე, სად იმყოფება, რა თანამდებობაზეა და დეპუტატებსაც კი ეუზრდელება ხოლმე. ისე, როგორც ვიცი, წინა სამსახურში ბუღალტერი იყო და ბუღალტრები ცოტა უფრო მორიდებული ადამიანები არიან”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები