რუსეთის მთავრობა აფხაზეთში, უძრავი ქონების შესყიდვის საკითხს განიხილავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთის დუმის წევრები, აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვის საკითხს განიხილავენ.

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, აფხაზეთის ქონება, მთლიანად რუსეთის მიერ იქნება შესყიდული. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირად საუბრებში, აფხაზ ხალხს ემუქრებიან და ულტიმატუმს უყენებენ.

„16-17 დეკემბერს, სოხუმს სტუმრობდნენ რუსეთის დუმის წარმომადგენლები. მათ დააყენეს საკითხი,  რომ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი. ოღონდ მიეცი რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლება და ერთი წლის განმავლობაში თუ უფრო ადრე არა მთელი აფხაზეთი,  რუსეთის მიერ იქნება შესყიდული. მადლობა იმ აფხაზებს, რომლებიც ჯერჯერობით ამაზე არ მიდიან, მაგრამ რუსეთის დუმის წევრების თხოვნა, ფაქტობრივად იქცა ულტიმატუმად.  აფხაზებს, ყველას გასაგონად არა, მაგრამ პირად საუბრებში  ეუბნებიან, რომ თუ შესყიდვას  არ დასთანხმდებიან, დაფინანსებას არ მისცემენ, იქ  პროექტებს არ დაუფინანსებენ, ამას უზამენ და ა.შ“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები