“30-დღიანი ვადის ხანგრძლოვობა, რასაც ჩვენ ვაძლევთ ავტომობილის მფლობელს, უნდა გადაიხედოს“ – ეკა ლალიაშვილი

„ადმინისტრირების მექანიზმი, რაც გვქვს ტექნიკურ ინსპექტირებაში, არის აუცილებლად გადასახედი. 30-დღიანი ვადის ხანგრძლოვობა, რასაც ჩვენ ვაძლევთ ავტომობილის მფლობელს, პირველადი თუ მეორადი დახარვეზების შემდეგ, უნდა გადაიხედოს“, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური ინპექტირება რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელის ორწლიანი ეტაპი უკვე დასრულდა;

„ტექნიკური ინსპექტირება წელს მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა იყო. უკვე დასრულდა ორწლიანი ეტაპი, რომელიც დაიწყო 2018 წლიდან და მილიონ 300 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან, მიმართვიანობა იყო დაახლოებით 800 ათასი, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. 500 ათასი ავტომობილი კი, რაც პრაქტიკულად გვერდზე რჩება, გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ეს ავტომობილები ან აღარ არსებობენ, ან არიან რეგისტრირებული, შემდეგ კი, დაშლილი და ქუჩებში და ეზოებში დაწყობილი, ან უბრალოდ, არ მივიდნენ ცენტრებში იმის გამო, რომ არ ჯარიმდებიან. მეორე მხრივ, შსს-ს განცხადებით, კამერების მეშვეობით, დაფიქსირებულია დაახლობეით 820 ათასი უნიკალური ნომერი, რომელიც აქტიური სტატუსია და საბოლოო ჯამში, მილონ 300 ათასი უნიკალური ნომერი გადაადგილდება. თუმცა, ესეც საბოლოოდ დადგენილი არ არის, ვარაუდების დონეზეა ეს ციფრიც. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 800 ათასმა მიმართა ინსპექტირების ცენტრს, და ამდენი მოძრაობს აქტიური სტატუსით, რაღაც მცირე პროცენტი გვრჩება, რომლებმაც არ მიმართეს, მაგრამ ესეც ვარაუდების დონეზეა, რადგან მექანიზმი გვჭირდება, იმაზე სამუშაოდ, რომ ზუსტად დადგინდეს რა ავტოპარკთან გვაქვს საქმე, რა აკეთონ, როგორ კატეგორიასთან, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, რეფორმებს, რომლებსაც ვატარებთ, მეტი გავლენა ჰქონდეს ავტოპარკზე“, – აცხადებს ლალიაშვილი.  

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ავტომფლობელების ნაწილს, შესაძლოა, მანქანის შეკეთებას ჯარიმის ყოველთვიურად გადახდა ერჩივნოს, მაგრამ ეს აზარალებს როგორც გარემოს, ასევე რეფორმას და ადამიანის ჯანმრთელობას:

„ის 800 ათასიდან, რომელიც მივიდა ტექინსპექტირების ცენტრებში, ნაწილი დახარვეზედა, მაგრამ დახარვეზებიდან მეორე ინსპექტირებაზე კვლავ გამოცხდადდა მათი დიდი ნაწილი. თუმცა, კვლავ გვრჩება ის ავტომობილები, რომლებიც არ მივიდნენ მეორედ, ცენტრებში. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადმინისტრირების მექანიზმი, რაც გვაქვს ტექნიკურ ინსპექტირებაში, არის აუცილებლად გადასახედი, იმიტომ, რომ ავტომოვბილს მფობელს, შესაძლოა, ერჩივნოს, გადაიხადოს ყოვეთვიური ჯარიმა, ვიდრე ტრანსპორტის შეკეთების ერთიანი თანხა. ამიტომ ამ 30-დღიანი ვადის ხანგრძლივობას უნდა გადავხედოთ, რამდენად ეფექტიანია ეს თავად ტექნიკური ინსპექტირებისთვის, თუმცა ზოგადად ვიტყვი, რომ შეიძლება ითქვას, ამ რეფორმამ ტექნიკურად გააუმჯობესა ტრანსპორტის მდგომარეობა. დღეისათვის 50 ლარია ყოველთვიური ჯარიმა, თუმცა თუ 10 დღეში გადავიხდით, 20-პროცენტიანი ფასდაკლებაა და პრაქტიკულად, 40 ლარი შეიძლება უღირდეს იმ კატეგორიის მძღოლს, რომლის ავტომობილის შეკეთება 500 ლარს აღემატება. მაგრამ ეს, მეორე მხრივ, აზარალებს როგორც გარემოს, ასევე რეფორმას და პირველ რიგში, ჩვენს ჯანმრთელობას,“- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები